კვანტურმა კომპიუტერმა სიმულაციისას ქიმიური რეაქცია 100 მილიარდჯერ შეანელა
მკვლევრები რამდენიმე მილიარდჯერ უფრო შენელებულ ქიმიურ რეაქციას დააკვირდნენ. ეს მათ კვანტური კომპიუტერის გამოყენებით შეძლეს.
პირველად, მეცნიერებმა ქიმიური რეაქციის (სიმულაციით) 100 მილიარდჯერ შენელება შეძლეს. კვანტური კომპიუტერის გამოყენებით, მკვლევრებმა შექმნეს რეაქცია, შემდეგ კი ის შეანელეს და "დააკვირდნენ".
ძალიან ნელი მოძრაობა
"ეს ამ პროცესების მოლეკულურ დონეზე გააზრებას ნიშნავს. ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ შესაძლებლობების ახალი ფანჯარა. ეს შეეხება მასალების მეცნიერებას, წამლების შემუშავებასა და მზის ენერგიის მოპოვებას. მიღწევა ასევე სხვა პროცესების გაგებაში დაგვეხმარება. მაგალითად, მოლეკულების სინათლესთან ურთიერთქმედება და ის თუ როგორ ზიანდება ოზონის შრე", — განმარტა კვლევის ავტორმა, ვანესა ოლაია აგუდელომ.
მკვლევრებმა ატომის "კონუსური კვეთა" დააფიქსირეს, რომელიც საერთო გეომეტრიული სტრუქტურაა ქიმიაში. ეს გადამწყვეტ როლს ასრულებს სწრაფ ფოტოქიმიურ პროცესებში, როგორიცაა ადამიანის მხედველობა და ფოტოსინთეზი. ქიმიკოსები გეომერტრიული პროცესების ქიმიურ დინამიკაში შესწავლას 1950-იანი წლებიდან ცდილობენ, თუმცა მასზე პირდაპირი დაკვირვება რთულია.
მკვლევრების ჯგუფმა სიდნეის უნივერსიტეტის ქიმიის სკოლიდან ახალი მიდგომა შეიმუშავა. ეს მათ კვანტური კომპიუტერის გამოყენებით შეძლეს. ინოვაციურმა მეთოდმა მეცნიერებს საშუალება მისცა პროცესი კვანტური მოწყობილობის გამოყენებით შეენელებინათ. ციფრები შთამბეჭდავია, საუბარია 100 მილიარდჯერ შენელებულ პროცესზე.
"ბუნებაში ეს პროცესი ფემტოწამებში მთავრდება. ეს წამის კვადრილიონიტედია. ჩვენ კვანტური კომპიუტერის გამოყენებით შევქმენით სისტემა, რომელიც მსგავსი პოცესების შენელების საშუალებას გვაძლევს. შედეგად, ფემტოწამიდან მილიწამამდე დავედით. ეს უმნიშვნელოვანესი დაკვირვებებისა და გაზომვების საშუალებას გვაძლევს", — ამბობენ მკლევრები.
"აქამდე მსგავს ფაზებს ვერ ვაკვირდებოდით. კვანტური ტექნოლოგიით ჩვენ ეს შევძელით", — თქვა კრისტოფ ვალაჰუმ, კვლევის წამყვანმა ავტორმა.
კვლევა Nature Chemistry-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები