"ჩვენ ისევ აქ ვართ, თქვენს გვერდით" — ქუთაისელი აქტივისტი უკრაინისთვის
ფოტო: Dopomoga.ge
აკაკი საღინაძე 25 წლისაა. ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, როცა მეგობრებთან ერთად, ქუთაისში, როგორც რიგითი მოხალისე, სხვადასხვა კამპანიაში იღებდა მონაწილეობას, ხან ქუჩებს ასუფთავებდა, ხან მიწისქვეშა გადასასვლელებს.
რამდენიმე წლის წინ კი არასამთავრობო ორგანიზაცია, "რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის" დააფუძნა, რომლის საქმიანობა განათლებისა და დემოკრატიის საკითხებს უკავშირდება. ორგანიზაცია ძირითადად სკოლის მოსწავლეებთან, ახალგაზრდებთან, პედაგოგებთან, აქტივისტებთან მუშაობს.
We stand for U
2022 წლის 24 თებერვალი, დღე, როცა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები უკრაინაში შეიჭრნენ, ცხადია, აკაკისთვის ვერ დარჩებოდა ერთ რიგით დღედ. სპონტანურად დაგეგმილ აქციაზე, სადაც ქუთაისის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, მიკროფონში, ყველას გასაგონად ითქვა, რომ იმ დღიდან მოყოლებული, რიგითი ადამიანები უკრაინელების დასახმარებლად ერთიანდებოდნენ:
"ცენტრალურ მოედანზე, თეატრის წინ, საჯარო სივრცეში, უამრავმა ადამიანმა მოიტანა უკრაინაში გასაგზავნი ნივთები, ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები... უამრავი მოხალისე იღებდა მონაწილეობას ნივთების დახარისხებაში. სწორედ ამას ვუხსნიდით ხალხს, რომ სახლში ჯდომას და ნერვიულობას, ჯობდა გარეთ გამოსულიყვნენ და ცოცხლად გადარჩენილი უკრაინელი ბავშვებისთვის თუნდაც რამდენიმე მაისური გადაეკეცათ... შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ერთიანობის უპრეცედენტო მაგალითი. საბოლოოდ, რამდენიმე ტონა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში ბათუმიდან გემის საშუალებით გაიგზავნა. ეს იყო დახმარების პირველი ტალღა და ამ კამპანიას დაერქვა We stand for U".
სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში გაერთიანებულმა ათასობით ადამიანმა, ერთი წლის განმავლობაში, დაგეგმა და განახორციელა უკრაინისა და უკრაინელების მხარდამჭერი არაერთი ღონისძიება. ამ კამპანიის მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოთ ანტისაოკუპაციო წინააღმდეგობის მოძრაობასა და უკრაინის პოლიტიკურ თუ ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში:
"ჩვენ ისიც გავაანალიზეთ, რომ ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი გახდა უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერაც. შემოვიტანეთ საპროტესტო მუხტი რუსეთის წინააღმდეგ. ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიმართულებითაც, რათა მეტი მხარდაჭერა და მეტი ყურადღება გამოეხატა მათ უკრაინელი დევნილების მიმართ, რადგან უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ, რიგით მოქალაქეებს გვიწევდა გაგვერკვია მაგალითად, როგორ უნდა მიეღოთ ესა თუ ის დახმარება დევნილებს".
ამ ყველაფრის პარალელურად, ქუთაისელმა მოხალისეებმა, კამპანიის ფარგლებში We stand for U, დაიწყეს თანხის შეგროვებაც:
"კამპანიის ერთ-ერთი ფინანსური მხარდამჭერი იყო "ფონდი ღია საზოგადოება". გარდა ამისა, პირველ ეტაპზე, კამპანიის ფარგლებში, რომელმაც ათასობით ადამიანი გააერთიანა, დაახლოებით 70 ათას ლარამდე შევაგროვეთ. თანხა მოხმარდა ქუთაისში ჩამოსულ უკრაინელ დევნილებს. ეს ადამიანები უამრავი საჭიროების წინაშე აღმოჩნდნენ, საკვებიდან დაწყებული, საცხოვრებლის მოძიებით დასრულებული. ამ თანხიდან ვეხმარებოდით მათ ბილეთების შეძენაშიც, როცა უკვე საქართველოს ტოვებდნენ".
ამ თანხის დახმარებით შექმნეს მოხალისეებმა ე.წ. "მინიატურული თავშესაფარიც":
"ქუთაისში მცხოვრებმა ერთ-ერთმა პირმა, სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმო ფართი, სადაც მოვაწყვეთ ოთხი საძინებელი. მოვაწესრიგეთ ოთახები, ვიყიდეთ საოჯახო ნივთები, თეთრეული და შევიმუშავეთ სისტემა, როგორ გავრეცხავდით მაგალითად, უკვე გამოყენებულ თეთრეულს. ამ თავშესაფარში, როგორც წესი, რამდენიმე დღით ჩერდებოდნენ ოჯახები და შემდეგ უკვე სხვაგან გადაგვყავდა".
We stand for U კამპანიის მიერ შექმნილ ბაზაში, საბოლოო ანგარიშით უკრაინიდან ჩამოსული 100-ზე მეტი ოჯახი აღირიცხა, დაახლოებით 300-400 ადამიანი.
როგორც აკაკი საღინაძე ჰყვება, თითოეული ოჯახის ისტორია, მძიმე და ემოციური იყო, თუმცა, განსაკუთრებით დაამახსოვრდა ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ომში ძმა დაკარგა:
"უკრაინელი დევნილებისთვის მეორეული ტანსაცმლის უფასო სივრცე გავხსენით, სადაც მოდიოდნენ დევნილები, არჩევდნენ მათთვის სასურველ ნივთებს, თან გვიყვებოდნენ თავიანთ ამბებს. მათ შორის მკაფიოდ მახსოვს ახალგაზრდა ქალი, რომელიც საქართველოში ჩამოსული იყო ორ მცირეწლოვან შვილთან და დედასთან ერთად. ერთი შეხედვით, ვერ შეატყობდი დარდს და ტკივილს. პირიქით, აქეთ გვამხნევებდა, საერთო მტერს ერთად უნდა ვებრძოლოთო. რამდენიმე დღის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ამ ქალს სწორედ იმ დღეებში, როდესაც ჩვენ გვამხნევებდა, ახალგაზრდა ძმა ჰყავდა ომში დაღუპული და ამას არ იმჩნევდა, ცდილობდა, თავისი დარდი სხვებისთვის არ გადაედო. სიძლიერის და სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა ეს ქალი ჩემთვის".
კამპანია We stand for U-ს ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებებიდან, განსაკუთრებით ემოციური გამოდგა 2022 წლის მარტში, ქუთაისის ცენტრში, მესხიშვილის თეატრთან გამართული პერფორმანსი, რომელიც ქუთაისელმა აქტივისტებმა უკრაინაში დაღუპულ ბავშვებს მიუძღვნეს — თეატრის წინ გაკეთებული წარწერა "ბავშვები" და 145 ფეხსაცმელი, როგორც სიმბოლო იმ დროისთვის დაღუპული 145 ბავშვისა...
"ქუთაისი დნიპროსთვის" — კიდევ ერთი კამპანია
2023 წლის დასაწყისში, ქუთაისელმა აქტივისტებმა ახალი კამპანია წამოიწყეს — "ქუთაისი დნიპროსთვის".
ამ კამპანიის ბიძგი კი გახდა დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის ინტერვიუ ტელეკომპანია "ფორმულასთან", სადაც მან დანანებით თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, მათ მოძმე ქალაქები, კიოლნი, ოსაკა დახმარებას სთავაზობდნენ, მაშინ, როცა დნიპროს დაძმობილებული ქალაქიდან, ქუთაისისგან, არავინ შეხმიანებიათ:
"პირდაპირ თქვა, თუკი ქუთაისს და ქუთაისელებს ესმის ჩვენი ხმა, ვითხოვთ თქვენგან დახმარებას, რადგან ეს ჩვენ გვჭირდებაო. ამ ინტერვიუმ იმ წამსვე მოგვცა მუხტი, გაგვაერთიანა ადამიანები და წამოვიწყეთ კამპანია "ქუთაისი დნიპროსთვის". ამავე სახელით დავარეგისტრირეთ ორგანიზაციაც, რათა სწორედ ამ ორგანიზაციის სახელზე შემოსულიყო თანხა, რომელიც დნიპროსთვის შეგროვდებოდა", — ამბობს აკაკი.
ერთთვიანი კამპანიის ფარგლებში, ქუთაისში გაიმართა ლიეტუველი რეჟისორის, მანტას კვედარავიჩიუსის ფილმის "მარიუპოლისი 2"-ის ჩვენება. ფილმის რეჟისორი 2022 წლის 30 მარტს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში დაიღუპა. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი სხეული რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ქუჩაში ცოლმა იპოვა. მას ორი ტყვია, თავსა და მკერდში ჰქონდა ნასროლი.
გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის 100% უკრაინაში დნიპროს დასახმარებლად გაიგზავნა.
"საბოლოოდ, ერთთვიანი კამპანიის ფარგლებში, ქუთაისიდან დნიპროს მერიის სოციალური სამსახურის ანგარიშზე 30 ათასამდე ლარი გადაირიცხა. დასკვნითი ღონისძიება ქუთაისის უნივერსიტეტის ეზოში, შედგა. მოეწყო ორგანიზაციისთვის გასაყიდად გადმოცემული ნახატებისა და ქუთაისში მცხოვრები უკრაინელების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ამის პარალელურად, საზოგადოებრივი წნეხის გაზრდის ფონზე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაახლოებით ამავე რაოდენობის თანხის ტენდერი გამოაცხადა დნიპროში გასაგზავნი გენერატორის შესაძენად".
აკაკიმ კარგად იცის, რომ თითოეულ ნაბიჯს, რომელსაც ის და მისი მეგობრები უკრაინისთვის დგამენ, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს გამარჯვებისა და კეთილდღეობისკენ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯია. ეს განცდაა მისი მთავარი მოტივატორი დღესაც: "რა წამსაც დავჭირდებით, ჩვენ აქ ვართ, ჩვენ მზად ვართ"...
ფოტო: Dopomoga.ge
მასალა მომზადებულია Dopomoga.ge-ს მიერ.
-
დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა
გადახედვა
-
"ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი "ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი
გადახედვა
-
20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა 20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
-
შალვა ნათელაშვილი: მივმართეთდიდი ბრიტანეთის მთავრობას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის და გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე შალვა ნათელაშვილი: მივმართეთდიდი ბრიტანეთის მთავრობას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის და გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე
გადახედვა
-
კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება
გადახედვა
-
ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა
-
BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის
-
საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა
გადახედვა
-
რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის
გადახედვა
-
რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები? გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები?
გადახედვა
-
YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე
-
სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს
გადახედვა
-
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო
გადახედვა
კომენტარები