როგორ განადგურდა მაიას ცივილიზაცია — მეცნიერები მიზეზებს იკვლევენ

ფოტო: Shutterstock
დასავლეთ ჰონდურასის ტერიტორიაზე (კოპანში) აღმოჩენილი 7 ჩონჩხის შესწავლამ აჩვენა, რომ 1200 წლისთვის მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა.
"ჩვენი დასკვნები მაიას ტომში პოპულაციის მკვეთრ შემცირებაზე უთითებს. კვლევამ აჩვენა, რომ ამ პერიოდში მოსახლეობის მკვეთრი შემცირება დაიწყო, მაგრამ ის სრულად არ გამქრალა", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა, დუბლინის ტრინიტის კოლეჯის გენომური მედიცინის ასისტენტ-პროფესორმა შიგეკი ნაკაგომემ.
ნაკაგომემ და მისმა კოლეგებმა დასკვნები ოთხშაბათს (28 მაისს) ჟურნალ Current Biology-ში გამოაქვეყნეს. მკვლევრებმა გამოიკვლიეს ჰიპოთეზა, რომ კოპანში ძალაუფლება გარეშე პირებმა 420-იანი წლების ბოლოს მოიპოვეს. მათ აინტერესებდათ თუ რა შედეგები უნდა მოეტანა ამ ყველაფერს.
კოპანი იყო მთავარი დედაქალაქი, რომელიც მდებარეობდა მაიას ცივილიზაციის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით. ის ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას შორის ერთგვარი გზაჯვარედინის ფუნქციას ასრულებდა. სამეფო დინასტია, რომელიც ოთხი საუკუნის განმავლობაში მართავდა, კოპანში 426 წელს დააარსა კაცმა, რომელიც ცნობილია როგორც კინიჩ იაკს კუკ' მო'. წარწერების მიხედვით, ის ადგილობრივი არ იყო. სხვა ლოკაციებიდან აღებული ჩონჩხების წინა გენომიკურმა და იზოტოპურმა ანალიზებმა აჩვენა, რომ მიგრაცია და გენების შერევა მაიას ტომისთვის უცხო არ იყო. მეორე მხრივ, კოპანში გენების შერევა აქამდე დაფიქსირებული არ იყო.
კოპანში დაკრძალული შვიდი ადამიანის გენომის სეკვენირების საფუძველზე, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ დედის მხრიდან ყველას განსხვავებული წარმომავლობა ჰქონდა. მეორე მხრივ, ორი მამრი ერთსა და იმავე Y-ქრომოსომულ წარმომავლობას მიეკუთვნებოდა და ერთად იყვნენ დაკრძალულნი: ერთი მამრი დინასტიური მმართველი იყო, ხოლო მეორე მამრი მსხვერპლი.
"კაცები ახლო ნათესავები არ იყვნენ. ეს მიუხედავად იმისა, რომ დინასტიური მმართველი და მსხვერპლად შეწირული ადამიანი ერთსა და იმავე Y-ქრომოსომის ჰაპლოჯგუფს იზიარებენ. ჩვენ ნათესაური კავშირი ვერ აღმოვაჩინეთ", — აღნიშნეს მკვლევრებმა
მიუხედავად ამისა, კაცების მიერ გაზიარებული გენეტიკური ხაზის ტიპი გავრცელებულია თანამედროვე ამერიკელი ინდიგენური მოსახლეობას შორის.
შეადარეს რა შვიდი უძველესი გენომი ადრე სეკვენირებულ გენომებს, მკვლევრებმა აღმოაჩინეს მტკიცე მტკიცებულება გენეტიკური უწყვეტობის შესახებ მაიას რეგიონში, დაწყებული გვიან არქაულ პერიოდიდან — დაახლოებით ძვ.წ. 3700 წლიდან 1000 წლამდე — დღემდე. გენეტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ მაიას ამ რეგიონში გენეტიკური შერევა ნაკლებად ხდებოდა.
მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ კლასიკური მაიას პერიოდის განმავლობაში რეგიონში ჩამოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც მექსიკის მთიანი მხარის წარმომავლობა ჰქონდათ — შესაძლოა, ისინი მაიას სხვა ადგილებიდან ჩამოვიდნენ. მაგალითად, ჩიჩენ იცადან. ეს "გარე პირები", შესაძლოა, კოპანის მმართველი დინასტიის ნაწილი გახდნენ — ადგილობრივ მოსახლეობას შეერწყნენ და შედეგად შეიქმნა პოპულაცია ორი ძირითადი წარმომავლობით.
მკვლევრებმა შვიდი ინდივიდის გენომური მონაცემების დეტალური ანალიზით შეძლეს მაიას მოსახლეობის ზომის შეფასება კონკრეტულ ისტორიულ პერიოდებში. მათი მოდელის მიხედვით, მაიას ამ რეგიონში მოსახლეობის რაოდენობამ საგრძნობლად იმატა და ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 730 წელს დაახლოებით 19 000 ინდივიდს მიაღწია. ეს ზრდა, სავარაუდოდ, უკავშირდება სიმინდის მეურნეობის განვითარებას. შემდეგ კი, დაახლოებით 750 წლიდან, მოსახლეობის რაოდენობა შემცირებას იწყებს — რაც ემთხვევა კლასიკური მაიას ცივილიზაციის დაკნინების დასაწყისს.
მიუხედავად იმისა, რომ მაიას პოლიტიკური სისტემის კოლაფსთან ერთად მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მკვლევრებმა საბოლოოდ მაინც აღმოაჩინეს მტკიცებულება იმისა, რომ მოსახლეობა დროთა განმავლობაში შენარჩუნდა.
"კვლევაში დაფიქსირებული გენეტიკური უწყვეტობა ამყარებს იდეას, რომ კოლაფსის შემდეგ მოსახლეობა სხვა ჯგუფით არ შეცვლილა. დღეს შემორჩენილი გენომიც კი, მჭიდროდ არის დაკავშირებული უძველეს მაიას გენომებთან", — აღნიშნულია კვლევაში.
კომენტარები