კაცი, რომელმაც მსოფლიო ფრენის გარეშე შემოიარა, 10-წლიანი მოგზაურობის შემდეგ შინ დაბრუნდა
ფოტო: Mike Douglas
2013 წლის 10 ოქტომბერს დანიელმა ტორბიორნ პედერსენმა თავისი სამსახური, პარტნიორი და ოჯახი დატოვა და მსოფლიოში სამოგზაუროდ გაეშურა. ტორს, რომელიც დანიის წითელი ჯვრის კეთილი ნების ელჩია, სურდა, ყველა ქვეყანაში ფრენის გარეშე ჩასულიყო. მოგზაურობის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ კი, მან ამ მიზანს მიაღწია.
მას შემდეგ, რაც 44 წლის პედერსენმა ბოლო, რიგით 203-ე ქვეყანა, მალდივები, მოინახულა, იგი მშობლიური დანიისაკენ გემით გაემგზავრა. ამბობს, შინ გემით დაბრუნებას სულ სხვა ხიბლი აქვს, რადგან ადამიანები ხედავენ, როგორ ჩნდები ჰორიზონტზე, დგანან და ხელს გიქნევენო.
ოკეანეში 33-დღიანი ცურვის შემდეგ, ტორმა, როგორც იქნა, სამშობლოში ისევ დადგა ფეხი. დანიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მას 150-მდე ადამიანი ელოდებოდა: ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამგზავრები და მისი ბლოგის მკითხველები. შინ დაბრუნებულ პედერსენს მონატრებული დანიური კერძები და ლუდიც დაახვედრეს.
"ჩემი ოჯახი ძალიან ამაყობს", — ჰყვება ტორი, — "შინ დაბრუნებაზე დიდხანს ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ჯერ კიდევ იმის გააზრებას ვცდილობ, რომ მოგზაურობა დავასრულე".
ეს კი სულ არაა გასაკვირი, რადგან დანიელი მოგზაური თავდაპირველად ფიქრობდა, რომ 203-ვე ქვეყანას (მათ შორის, ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოებს) ოთხ წელიწადში შემოივლიდა. თუმცა, რამდენიმე ქვეყანაში შესვლა გაუჭიანურდა, ამიტომ, მოგზაურობის დროც გაიწელა. ამასთან, ზოგან დაავადებებთან და სტიქიურ მოვლენებთან გამკლავებაც მოუწია.
თუმცა, ამ ათი წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივად შეყოვნება, რასაკვირველია, კოვიდპანდემიისას მოუხდა, როცა ორი წლით ჰონგ-კონგში ჩარჩა. პედერსენს დრო მაინც არ დაუკარგავს და დანიაში მყოფ თავის პარტნიორზე ვირტუალურად იქორწინა.
157-ე გაჩერება — "საქართველოსნაირი ქვეყანა ცოტაა"
პედერსენი თბილისში, სასტუმროს მენეჯერთან ერთად.
ფოტო: Once Upon a Saga
პედერსენი, რა თქმა უნდა, საქართველოსაც ეწვია. დანიელი მოგზაური ჩვენს ქვეყანაში 2018 წელს ჩამოვიდა და აქ გატარებულ დროს ვრცელი ბლოგიც მიუძღვნა სათაურით საქართველოსნაირი ქვეყანა ცოტაა.
"[ამ ბლოგით] საქართველოს ბოდიშს ვუხდი, რადგან ამ წარმოუდგენლად გასაოცარ ქვეყანაში საკმარისი არ მინახავს, არ გამისინჯავს და არ გამომიცდია. აქ რამდენიმე თვესაც გავატარებდი. შესაძლოა, ეს ბლოგი ქართველებმა წაიკითხონ და იფიქრონ, რომ ამას ყველა ქვეყანაზე ვამბობ. მაგრამ ვინც წლებია, ჩემი მკითხველია, იცის, რომ ასე არაა. საქართველო უმშვენიერესი, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქვეყანაა. მეტიც, დარწმუნებული ვარ, ჩემს საცოლეს აქ ძალიან მოეწონება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ტურისტად ისევ დავბრუნდები.
"[ქართველების] ენაც და დამწერლობაც სრულიად უნიკალურია და სხვა არაფერს ჰგავს. მსოფლიოში, დაახლოებით, 5,2 მილიონი ადამიანი საუბრობს ქართველურ ენებზე, ასე რომ, ამ მხრივ ის დანიურს ჰგავს; მისი შესწავლით შეიძლება შორს ვერ წახვიდე, მაგრამ საკუთარი საიდუმლო ენა გექნება. დამწერლობა კი საოცრად გამოიყურება. მას რომ ვუყურებ, სულ მუსიკაზე მეფიქრება. ძალიან პოეტური ჩანს. აქ ჩამოსვლიდან მალევე მივხვდი, რომ ქართველები თავიანთი სამშობლოთი ძალიან ამაყობენ. მესმის. მეც ვიამაყებდი, საქართველოდან რომ ვიყო".
სხვათა შორის, აღფრთოვანებულმა დანიელმა მოგზაურმა საქართველოს ტურიზმის ალტერნატიული სლოგანიც შემოგვთავაზა.
"'შენი ცხოვრების საუკეთესო მომენტებისთვის' საქართველოში ტურიზმის სლოგანია. თუმცა, ვფიქრობ, სლოგანად ეს უნდა ჰქონდეთ: 'საქართველო — ევროპა აქ დაიწყო'".
"რიცხვები უმნიშვნელოა"
ფოტო: Port of Aarhus
მოგზაურობის 3 576 დღის განმავლობაში, პედერსენმა 37 გემით, 158 მატარებლით, 351 ავტობუსით, 219 ტაქსით, 33 ნავითა და 43 ეტლით იმგზავრა. ჯამში მან 359 ათასამდე კილომეტრი გაიარა. თუმცა, მოგზაური ამბობს, რომ ეს რიცხვები უმნიშვნელოა, რადგან ყველაზე მთავარი მისთვის გულკეთილ ადამიანებთან შეხვედრა და პოზიტიური ხედვის გაზიარება იყო.
"ამ მოგზაურობაში ჩემს დევიზად ვაქციე, უცხო ადამიანი შენი მეგობარია, რომელსაც ჯერ არ შეხვედრილხარ-მეთქი. გზადაგზა სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ეს სიმართლეა. ბევრ უცხო ადამიანთან სახლშიც დავრჩენილვარ. ადამიანები მთავაზობდნენ ჩაის, საკვებს, თარგმნაში დახმარებას ან, უბრალოდ, მიმართულებების მოცემასაც კი. ან დედამიწაზე ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ, ან მსოფლიო იმაზე ბევრად უკეთესი ადგილი ყოფილა, ვიდრე ახალი ამბების შემყურე უამრავ ადამიანს წარმოუდგენია".
ახლა კი, როცა ეპიკური მოგზაურობა დაასრულა, პედერსენი საკუთარი ოჯახისთვის მეტი დროის დათმობას აპირებს. ამასთან, სურს, თავის გამოცდილებაზე წიგნი დაწეროს და კანადელ რეჟისორთან თანამშრომლობით დოკუმენტურ ფილმზე მუშაობაც დაასრულოს. გარდა ამისა, იმედი აქვს, რომ 10-წლიანი მოგზაურობა სიტყვით გამოსვლის შიშის დაძლევაშიც დაეხმარება.
"მოგზაურობამ ჩემი ძლიერი მხარეები დამანახა — ადამიანებთან კონტაქტის დამყარება კი ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა", — დასძენს პედერსენი, — "ახლა იმედი მაქვს, რომ ჩემი გამოსვლებით ადამიანებს გავაცინებ, ვასწავლი და მოტივაციას მივცემ, რომ არასდროს დანებდნენ".
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
კომენტარები