როგორია "უკვდავი მედუზა", რომელიც არ ბერდება
გაიცანით, "უკვდავი მედუზა", რომელსაც სამუდამოდ სიცოცხლე შეუძლია
მარადიული სიცოცხლის საიდუმლო დედამიწის ოკეანეებში ცურავს. "უკვდავი მედუზა", როგორც სახელი გვეუბნება, ძალიან საინტერესო ცოცხალი ორგანიზმია და მას თეორიულად სამუდამოდ სიცოცხლე შეუძლია. ეს პაწაწინა არსებები დინოზავრების გადაშენებამდე 66 მილიონი წლის წინაც არსებობდნენ.
როდესაც უკვდავი მედუზა (Turritopsis dohrnii) სიბერეს უახლოვდება, ან მისი ორგანიზმი ზიანდება, სახეობას სიკვდილისთვის თავის არიდება შეუძლია. ის ფაქტიურად "ბავშვობის" სტადიაში ბრუნდება. მედუზა ამას საცეცების შთანთქმით და სხეულის დასვენებით აკეთებს.
შედეგად წარმოიქმნება პატარა მედუზა, რომელიც თავიდან იზრდება. რაც მნიშვნელოვანია, ახლად გაზრდილი მედუზა გენეტიკურად იდენტურია.
სახეობას ზედმეტსახელად "ბენჯამინ ბატონის მედუზასაც" ეძახიან. ეს ფ. სკოტ ფიცჯერალდის რომანის მიხედვით, სადაც მთავარი პერსონაჟი იბადება მოხუცად და კვდება როგორც "ახალგაზრდა".
ასევე: რატომ ვბერდებით და შეგვიძლია თუ არა ამის თავიდან აცილება
მედუზას ეს სახეობა პირველად 1883 წელს აღწერეს, მაგრამ კიდევ ერთი საუკუნე იყო საჭირო რათა მისი უკვდავება აღმოგვეჩინა. როგორც წესი, მედუზა გაახალგაზრდავებას გამრავლების შემდეგ იწყებს.
ითვლება, რომ სახეობა ხმელთაშუა ზღვაში წარმოიშვა, მაგრამ ახლა ის თითქმის ყველგან გვხვდება.
2022 წელს მკვლევრებმა გამოავლინეს ათასი გენი, რომელიც დაკავშირებულია დაბერებასთან და დნმ-ის აღდგენასთან. თუ მეცნიერები მედუზას გენებს ბოლომდე შეისწავლიან, ამან მსგავს უჯრედულ მექანიმზე ბევრი რამ შეიძლება გვითხრას.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ მედუზა ვერასოდეს მოკვდება. მედუზა შეიძლება მოკვდეს ტრამვისგან ან შიმშილობისგან, თუმცა, დაბერების საფრთხე მას არ ემუქრება.
კომენტარები