Change Inspire 2023 — თეგეტა ჰოლდინგი საქართველოში ყველაზე დიდი ტექკონფერენციის სპონსორი და მონაწილე იყო
ფოტო: თეგეტა
საქართველოში ყველაზე დიდი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია HT Solutions-ის ორგანიზებით ჩატარდა. Change Inspire 2023-ის ერთ-ერთი სპონსორი და მონაწილე თეგეტა ჰოლდინგი იყო. მასშტაბურ კონფერენციაზე წელს ოთხი სხვადასხვა სცენა იყო წარმოდგენილი, სადაც სპიკერებმა რამდენიმე ძირითად თემაზე ისაუბრეს: ციფრული ტრანსფორმაცია, DevOps, კიბერუსაფრთხოება და Big Data.
კონფერენციაზე ერთმანეთს გამოცდილება ინდუსტრიის ლიდერი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა გაუზიარეს. მომხსენებლებს შორის იყო თეგეტა ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის მრჩეველი ნიკა კოხოძე — თემით Digital craftsmanship of the automotive industry. მან აუდიტორიას თეგეტას მაგალითზე ციფრულ გამოწვევებთან გამკლავების გზები, ტექნოლოგიებისადმი ჰოლდინგის ხედვა და გამოცდილება გაუზიარა.
ფოტო: თეგეტა
"ავტოინდუსტრიის ძირითადი გამოწვევა ბაზარზე ყოველთვის იყო ღიაობა, გამჭვირვალობა და პროცესების გაციფრულება. თეგეტა, როგორც მულტიბრენდული კომპანია, გამორჩეულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზარზე. სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანია, ციფრული მიმართულებითაც შევინარჩუნოთ თეგეტას სტანდარტი და ხარისხი. 27-წლიანი ისტორიის მანძილზე შექმნილი გვაქვს ბაზა, რომელიც თითქმის სრულად ფარავს ყველა ავტომომხმარებელს და მოიცავს ინფორმაციას მათი ავტომობილების შესახებ. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს პროცესების გაუმჯობესება.
დიჯიტალიზაცია ავტოინდუსტრიაში, სწორედ ეს იყო თეგეტას მთავარი სათქმელი ამ კონფერენციაზე და ვფიქრობ, რომ სფეროს წარმომადგენლებს ინდუსტრიის დიდი ბრენდებისა და თეგეტას მაგალითზე საინტერესო და მრავალფეროვანი სიახლეები მივაწოდეთ", — აღნიშნავს ნიკა კოხოძე, თეგეტა ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის მრჩეველი.
Change Inspire 2023-ის დასკვნით ნაწილში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე — Eagle Eye view on IT Departments, სადაც, TBC-ისა და Veli Store-ის დირექტორებთან ერთად, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა.
ფოტო: თეგეტა
"თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული გეგმა სრული გაციფრულებაა. 27-წლიანი ისტორიის განმავლობაში შევქმენით და განვავითარეთ ქართული ავტოინდუსტრია. ახლა ჩვენი მიზანია, გავხდეთ ავტოინდუსტრიის ტექნოლოგიური კომპანია და შევქმნათ ტრენდები, რომელთაც სამომავლოდ სხვა ქვეყნებს გავუზიარებთ. თეგეტაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ეჯაილ ტრანსფორმაციაა, პროცესი დაწყებულია და ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტად იხვეწება. ჩვენი უმთავრესი საზრუნავია, მომხმარებელს გავუმარტივოთ ავტომობილის ფლობის გამოცდილება, რისთვისაც ჰოლდინგის გუნდი ძალისხმევას არ იშურებს. ეს პლატფორმა ჩვენთვის დიდი შესაძლებლობა იყო, რომ კიდევ ერთხელ გაგვეზიარებინა და მიგვეღო ინფორმაცია მსოფლიოში მიმდინარე ციფრულ პროცესებზე", — ამბობს ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი.
Change Inspire 2023-ზე, თეგეტა ჰოლდინგის სივრცეში Porsche-ს სიმულატორები იყო წარმოდგენილი. კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ავტომობილის მართვის სრული გამოცდილების მიეღოთ. დღის ბოლოს, სამი საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილეს Porsche-ს ბრენდირებული აქსესუარები გადაეცათ.
ფოტო: თეგეტა
დღეს თეგეტა ჰოლდინგი SAP-ის ოქროს პარტნიორია საქართველოში, 14 წლის წინ კი პირველი კომპანია იყო, რომელმაც თავისი ბიზნესპროცესების სრული ციკლი SAP-ში გადაიტანა. ამ დროისთვის კომპანიაში დანერგილია SAP-ის რამდენიმე პროდუქტი, რაც მულტიბრენდული კომპანიის პროცესებს სრულად დიჯიტალიზებულს ხდის.
ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში, თეგეტა ჰოლდინგში აქტიურად ინერგება სხვადასხვა ციფრული სერვისი. მათ შორის, მნიშვნელოვანია E-commerce მიმართულება და თეგეტას ონლაინმაღაზია shop.tegetamotors.ge. კომპანიის სერვისცენტრებში პროცესები უკვე მაქსიმალურად დიგიტალიზებულია, დანერგილია რიგების მართვის სისტემა და მწვანე ოფისის კონცეფციის ფარგლებში კი ფურცლის გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი. მხოლოდ 2022 წელს ამ პროექტის შედეგად 1000-ამდე ხე გადაურჩა მოჭრას.
დღეს მსოფლიო გიგანტი საავტომობილო ბრენდები აცხადებენ, რომ 2030 წლისთვის სრულად გადავლენ E-commerce მიმართულებაზე. პარტნიორი ბრენდების დიგიტალიზაციის ტემპს თეგეტა ჰოლდინგიც ფეხდაფეხ მიჰყვება. თეგეტა პირველი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელმაც მომხმარებელს ავტომობილის ონლაინყიდვის შესაძლებლობა და კონფიგურატორები შესთავაზა. საქართველოსა და რეგიონის ბაზარზე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან: MAN, JCB, HINO და სხვა დიდი ბრენდები.
სულ მალე, თეგეტა მომხმარებლებს უნიკალურ მობილურ აპლიკაციას შესთავაზებს, რაც სრულიად ახალი ნაბიჯი იქნება ავტომობილის ფლობის გასამარტივებლად. აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელს წვდომა ექნება საკუთარი მანქანის ისტორიაზე, გაწეულ მომსახურებასა და ცვლილებებზე. აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელი იქნება სერვისების ონლაინ დაჯავშნა და მასში იქნება ინტეგრირებული თეგეტას ონლაინმაღაზიაც.
ტექკონფერენცია Change Inspire 2023 საქართველოში 2018 წლიდან ტარდება და DevOps Inspire-ის ყოველწლიური კონფერენციის ევოლუციაა. ღონისძიების ფარგლებში, ძირითადად, IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელები ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს უზიარებენ. წელს კონფერენცია Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართა და მას 500-ამდე ადამიანი დაესწრო.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
კომენტარები