რვაფეხა შეჯვარების შემდეგ საკუთარ თავს აწამებს და ჭამს — რატომ
რვაფეხების შეჯვარების საიდუმლო ამოხსნილია
არსებობს სახეობები, რომლებიც შეჯვარების შემდეგ კვდებიან. თუმცა, რვაფეხების შემთხვევაში კიდევ უფრო დიდ უცნაურობასთან გვაქვს საქმე. მას შემდეგ რაც რვაფეხას კვერცხები გამოჩეკვისთვის მზადაა, მდედრი რვაფეხების დიდი ნაწილი საკვების მიღებას წყვეტს. ეს ყველაფერი არაა; ზოგ შემთხვევაში რვაფეხა ქვებს ეჯახება და საკთარ საცეცებსაც კი ჭამს.
დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერებისთვის ეს ქცევა გაუგებარი იყო. და აი ახლა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს ქიმიკატები, რომლებიც, ამ მოვლენის უკან დგას. მას შემდეგ, რაც რვაფეხა კვერცხებს დებს, ის განიცდის ცვლილებებს ქოლესტერინის წარმოებასა და გამოყენებაში. ეს დაკავშირებულია ბიოქიმიურ ცვლილებებთან, რომელიც საბოლოოდ ანადგურებს მას.
"ეს აღმოჩენა რვაფეხების ქცევასთანაა დაკავშირებული", — თქვა ზ.იან ვანგმა, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიოლოგმა.
სიკვდილისთვის დაპროგრამებული
ერთია ქიმიური პროცესები, მეორე კი ის თუ რატომ ხდება ეს. ამაზე ვანგს ძალიან საინტერესო პასუხი აქვს. ბიოლოგის თქმით, რვაფეხები კანიბალები არიან. შესაბამისად, დედის სიკვდილი საჭიროა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავის ნაშიერებს შეჭამს.
1977 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ მექანიზმი ამ თვითგანადგურების მიღმა მხედველობის ჯირკვლებთან იყო დაკავშირებული. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მხედველობის ჯირკვლის ამოღების შემთხვევაში რვაფეხა სიცოცხლეს ჩვეულებრივ აგრძელებდა.
თუმცა, მაშინ ვერავინ მიხვდა რა კავშირში იყო ჯირკვალი კონკრეტულ ქცევასთან.
ვანგმა და მისმა კოლეგებმა სწორედ ეს ფაქტორი გააანალიზეს. კვლევამ აჩვენა, რომ კვერცხების დადების შემდეგ მხედველობის ჯირკვლები აქტიურდებოდა. დადგინდა, რომ ჯირკვლები სწორედ იმ ბიოქიმიურ ცვლილებებს იწვევდა, რაც საბოლოოდ რვაფეხას სიკვდილით მთავრდებოდა.
კვლევის შედეგების ნახვა Current Biology-ზე შეგიძლიათ.
კომენტარები