ქართული სკოლა, რომელიც ინოვაციური მეთოდებით, თქვენს შვილს ცხოვრებისთვის მოამზადებს
თანამედროვე ეპოქაში სასკოლო განათლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კაცობრიობა მრავალი საუკუნეა მსჯელობს, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური სკოლა, რას უნდა ასწავლიდნენ ბავშვებს და რომელ ღირებულებებს უნდა უყალიბებდეს საშუალო სკოლა მოზარდებს. ჯერ კიდევ ჯონ დიუი წერდა, რომ განათლებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც ის გამოცდილებასა და პრაქტიკაზეა დამყარებული. დრომ მისი მოსაზრებები მეტ წილად დაადასტურა და უკვე დღეს, თითქმის ყველა განვითარებული ქვეყანა თანხმდება, რომ ფაქტობრივ ცოდნას, რომელიც ძირითადად მასალის დაზეპირებას მოიცავს, პიროვნების ჩამოყალიბებაში შედეგი არ მოაქვს.
მეტსაც გეტყვით, გამოჩენილი ქართველი მოღვაწე, ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ერის გადარჩენის ერთადერთი გზა თანამედროვე გამოწვევებისთვის შესაბამისი პასუხის გაცემაა.
რამდენად შეესაბამება ჩვენი დროის მოთხოვნებს საქართველოს სასკოლო სისტემა, თავად შეაფასეთ, თუმცა სიტუაცია არც თუ ისე კრიტიკულია. ჰამილტონის სკოლა ერთ-ერთია იმ გამონაკლისი სკოლებისგან, რომლებიც თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს ზუსტად აფასებენ და საკუთარ საქმიანობას დროის შესაბამისად წარმართავენ.
თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა საუკეთესო ხარისხის განათლება მიიღოს და თან პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქედ აღიზარდოს, სწორად აფასებდეს სიტუაციას, განვითარებული ჰქონდეს ლოგიკური აზროვნება და ყველაფერთან ერთად, ფლობდეს ყველა საჭირო უნარს წარმატების მისაღწევად, მაშინ ჰამილტონის სკოლა სწორედ ის ადგილია, სადაც თქვენი შვილი უნდა მიაბაროთ.
ჰამილტონის სკოლა ერთი წლის წინ დაარსდა და საუკეთესო პედაგოგების, ადმინისტრაციისა და სასწავლო პროგრამის წყალობით, მაშინვე მიიქცია მშობლების ყურადღება. ამ ეტაპზე, სკოლაში 150-მდე მოსწავლე ირიცხება, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამასთან ერთად, განათლებას ინოვაციური მეთოდებითაც იღებენ.
სკოლამდელი განათლება
თუ მცირეწლოვანი შვილი გყავთ და მას მომავალ წელს სკოლაში შესვლა უწევს, უმჯობესი იქნება თუ მას წინასწარ მოამზადებთ ამ დიდი მოვლენისთვის. სკოლა ჰამილტონი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის მრავალფუნქციურ აკადემიურ და აღმზრდელობით პროგრამას გთავაზობთ, რომელიც მიზნად მოსწავლეები სკოლისთვის მომზადებასა და მათთვის აუცილებელი კოგნიტური და ფუნქციური უნარების შეძენას ისახავს.
პროგრამის შედეგად, ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება. ისინი მზად არიან სკოლაში წასასვლელად და აქვთ კარგად განვითარებული წინარე აკადემიური უნარები.
რითი გამოირჩევა ჰამილტონის სკოლა სხვა სკოლებისგან?
ჰამილტონის სკოლაზე საუბრისას, აუცილებელია აღვნიშნოთ ის დამოკიდებულება, რომელიც სკოლას მოსწავლეების მიმართ აქვს. თუ ფიქრობთ, რომ მოსწავლეს მხოლოდ გაკვეთილებზე დასწრება და დავალებების შესრულება ევალება, ჰამილტონის სკოლა თქვენს წარმოდგენას სრულიად შეცვლის. განსაკუთრებული პროგრამის წყალობით, ამ სკოლაში სწავლა ტრადიციულად მერხთან ჯდომასა და მოსაწყენი გაკვეთილების მოსმენას არ ჰგავს. პირიქით, აქ სწავლა სახალისო პროცესადაა გადაქცეული, რომელშიც მოსწავლეები მთლიანად არიან ჩართულნი. ამ მხრივ, მოსწავლე კი არ ერგება სკოლის სისტემას, არამედ პირიქით, სკოლა ერგება მოსწავლეებს.
ჰამილტონის სკოლაში კარგად ესმით, თუ რა არის საჭირო წარმატებული, ღირსეული პიროვნების აღსაზრდელად. ამ მიზნის მისაღწევად, სკოლაში შემდეგი სასწავლო პროგრამა მოქმედებს:
- გაძლიერებული სწავლება ყველა საგანში;
- შემეცნებით-გასართობი სასწავლო პროგრამები;
- პიროვნული განვითარების საათები;
- სპორტული აქტივობები;
- ცხოვრებისეული უნარების განმავითარებელი პრაქტიკული სავარჯიშოები;
- კვება;
დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება
ის, რომ სკოლას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მოსწავლეებთან, პიროვნული განვითარების საათის არსებობითაც დასტურდება. პიროვნული განვითარების საათი გულისხმობს სპეციალურ სასკოლო აქტივობებს იმ ღირებულებების, უნარებისა და თვისებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მოსწავლეებს გამოწვევებისთვის მოამზადებს. მიზნის მისაღწევად გათვალისწინებულია როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური სამუშაოები. ეს მეთოდი ყოველდღიურად გამოიყენება და თითოეული დღე ისეთი კონკრეტული უნარების ათვისებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, როგორიცაა სოციალური პასუხისმგებლობა, ერთგულება, ტოლერანტობა და ა.შ.
სკოლამ უნდა შექმნას ძალიან ჩამოყალიბებული ადამიანი, რომელსაც გაცნობიერებული ექნება თავისი პასუხისმგებლობა და შეძლებს დროის მოთხოვნებს ადეკვატური პასუხი გასცეს.
პიროვნული განვითარების ერთ-ერთი განშტოებაა ჯადოსნური ლაბორატორია, რომელიც კვირაში ერთხელ ტარდება. ეს პროგრამა St. Anne's Belfield School-ის მიერაა შექმნილი და დიდი პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ამიტომ, ჰამილტონის სკოლაში მისი ინტეგრირება აქტიურად ხდება. ჯადოსნური ლაბორატორიის საათი მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ ტარდება. ამ დროს, მოსწავლეებს საშუალება აქვთ, ისწავლონ ის, რაც მათ სურთ და აღმოაჩინონ საკუთარი გატაცებები. პროექტის მიზანია მოსწავლეებს დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება მისცეს, რათა საკითხების დასმა და ამოცანების გადაჭრა თავად შეძლონ.
ჯადოსნური ლაბორატორია მოსწავლეებს აკადემიურ ცნობისმოყვარეობასთან ერთად, ინიციატივის გამოხატვის, შეკითხვების დასმის, პრობლემების გადაჭრის, ჯგუფური მუშაობისა და ინტელექტუალური კვლევის უნარებს უვითარებს. სკოლის მოსწავლეებს ეს პროგრამა განსაკუთრებულად მოსწონთ და კვირიდან-კვირამდე მოუთმენლად ელიან ხოლმე მას.
ჰამილტონის სკოლის კიდევ ერთი ძირითადი მიზანია, ყველა მოსწავლეს შეასწავლოს პროგრამირება. კურსის ფარგლებში, მოსწავლეები პირველივე კლასიდან დაეუფლებიან პროგრამირების საფუძვლებს. მასალა, ცხადია, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის განსხვავებულია და მთლიანად ადაპტირებულია. პროგრამირების კურსი მოსწავლეებს არამხოლოდ კომპიუტერული ტექნოლოგიის შესწავლაში, არამედ ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარების განვითარებაშიც დაეხმარებათ. პროგრამირებასთან ერთად, სკოლაში ისწავლება ინფორმატიკაც, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება.
მეშვიდე კლასიდან, სკოლაში ისწავლება რობოტიკა. მოსწავლე ამ ეტაპზე პროგრამირებაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას იწყებს და ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობს თანამედროვე სამყაროში მთავარი გამოწვევის დაძლევას - რობოტების შექმნას. რობოტიკის კურსში მოსწავლეები შეისწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიებს ელ. ინჟინერიაში, მიკროკონტროლერების მართვას, პასიური და აქტიური კომპონენტებით წრედების შექმნას და სხვ.
ჩვენი მთავარი ღირებულებაა ის, რომ ბავშვებს ვამზადებთ ცხოვრებისთვის.
ყველაფერთან ერთად, ჰამილტონის სკოლაში ისწავლება დაწყებითი კლასების ეკონომიკა. კურსი მოიაზრებს დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის მეწარმეობისა და ეკონომიკის საწყისების სწავლებას პრაქტიკული სავარჯიშოების, თამაშებისა და პროექტების გზით. პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები შეიძენენ პრაქტიკულ მათემატიკურ უნარებს, ასაკის შესაბამისად შეძლებენ პროექტების მართვას, დროისა და რესურსების დაგეგმვა-განაწილების გზით.
მოსწავლეები შემეცნებითი უნარებისა და ლოგიკური აზროვნების გასავითარებლად, დაწყებითი საფეხურის ყველა კლასში, დამატებით ისწავლება ჭადრაკი. ჭადრაკი ხელს უწყობს ისეთი უნარების გამომუშავებას, როგორიცაა: ლოგიკური აზროვნება, პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა და გადაწყვეტილების სწრფად მიღება.
რაც შეეხება უცხო ენებს, სკოლაში ინგლისურ ენას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. სკოლაში ისწავლება საგანი English and History, რომელიც მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე კლასელი ბავშვებისთვის, კვირაში 2 საათი ტარდება. ინგლისური ენისა და ისტორიის ინტეგრირებული კურსის საგანმანათლებლო მიზანია, შინაარსზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებით მოსწავლეს ლინგვისტური უნარები განუვითაროს. კურსის ფარგლებში ხორციელდება ცნობილი ისტორიული ფაქტებისა და წყაროების ინგლისურ ენაზე მოძიება, შესწავლა და ანალიზი. მზადდება ისტორიული პროექტები და პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე.
ამასთან ერთად, ისწავლება პრაქტიკული ინგლისურიც. ამ საგანს მოსწავლეები II-IV კლასებში გადიან - კვირაში 1 საათი. კურსის საგანმანათლებლო მიზანია აღჭურვოს მოსწავლე საბაზისო ცოდნით, ჩამოუყალიბოს სწორი გამოთქმა, გაუმდიდროს და განუმტკიცოს ლექსიკური მარაგი.
რიტმიკა და ფიზიკური აქტივობები
სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვის ფიზიკურ აღზრდასაც. ამის დასტურია სპეციალური კურსი, რომელსაც სკოლა რიტმიკას უწოდებს. რიტმიკის კურსი მოიცავს ქართული ცეკვებისა და რიტმული ვარჯიშების სწავლებას მოსწავლეთა ნატიფი მოტორიკის განვითარებისა და სხეულის უკეთ ფლობის მიზნით. მოსწავლეები გაეცნობიან ქორეოგრაფიის წარმოშობის საფუძვლებსა და ქართული ხალხური ცეკვების მოკლე ისტორიას. კურსის შედეგად, მათ ჩამოუყალიბდებათ ინტერესი და სიყვარული სასცენო ხელოვნების მიმართ.
რიტმიკასთან ერთად, სკოლაში ისწავლება კარატეც. კარატეს I-VI კლასელები, კვირაში 1 საათით ეუფლებიან. კურსის მიზანია მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, დისციპლინის ხარისხის ამაღლება, აღმოსავლური ორთაბრძოლების შესახებ წარმოდგენის გაფართოება და თავდაცვითი ინსტინქტების გამომუშავება.
დიფერენცირებული სწავლება
როგორც უკვე გითხარით, ჰამილტონის სკოლა ორიენტირებულია მოსწავლეზე და მაქსიმალურად ცდილობს, თითოეულ მათგანს საუკეთესო გარემო შეუქმნას. ამის ნათელი მაგალითია დიფერენცირებული სწავლების მეთოდი, რომელის ჰამილტონის სკოლაში მოქმედებს. ეს მეთოდი გულისხმობს მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინდივიდუალურ მუშაობას ისეთ თემებზე, რომლის დაძლევაც რომელიმე მოსწავლეს რაიმე მიზეზით გაუჭირდა. მასწავლებლები ცდილობენ მოსწავლეებს პრობლემების გამკლავებაში ინდივიდუალურად დაეხმარონ და სასწავლო პროცესის კალაპოტში დროულად დააბრუნონ.
უსაფრთხო და სანდო ადგილი
ჰამილტონის სკოლა მშობლებთან ურთიერთობითაც გამოირჩევა. სკოლის მოსწავლეების მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ მათი შვილი უსაფრთხო გარემოში, საუკეთესო პედაგოგებისა და ადმინისტრაციის ყურადღების ქვეშ იმყოფებიან.
კლასის ხელმძღვანელების აქტიურობით, თითოეულ კლასის მშობლებისთვის Facebook-ში შექმნილია სპეციალური ჯგუფები, სადაც გაწევრიანებულები არიან როგორს მშობლები, ისე მასწავლებლები. გაკვეთილების მსვლელობის პროცესში, ბავშვების მშობლებს, მასწავლებლების მიერ ატვირთული ფოტოების მეშვეობით, საშუალება აქვთ თვალი ადევნონ საკუთარი შვილების აქტიურობას. ამავე ჯგუფში ხშირად ხდება სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობა, ღონისძიებების ორგანიზება და ა.შ.
ინფრასტრუქტურა და გარემო
ყველა სიკეთესთან ერთად, ჰამილტონის სკოლა თანამედროვე და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი.
სკოლას დიდი ეზო აქვს, რომელიც მოიცავს საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანს, დასასვენებელ სივრცეს, მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო ინვენტარს და ა.შ. ამ სივრცეში ბავშვები გაკვეთილებს შორის დასვენებების დროს ყოველდღე ერთობიან და ისვენებენ.
ამასთან, სკოლა აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიებით, რომელიც სწავლების პროცესში აქტიურად გამოიყენება. სკოლაში არის ბიბლიოთეკაც, რომლით სარგებლობაც ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია.
ჰამილტონის სკოლა თქვენი შვილის განვითარებისთვის და სწორად აღზრდისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. დასავლურ ღირებულებებზე შექმნილი სკოლა, რომელიც მოსწავლის უნარების განვითარებასა და მის პიროვნულ აღზრდაზეა ორიენტირებული, თქვენს შვილს ცხოვრების რთული გზის გაკაფვაში დიდ დახმარებას გაუწევს. ჰამილტონის სკოლა არის ის იშვიათი გამონაკლისი, სადაც თქვენს შვილს მიიყვანთ პატარას, გამოყვანისას კი ყოველდღე უფრო და უფრო განათლებული და გაზრდილი დაგხვდებათ.
-
რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს
გადახედვა
-
გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება? რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს
გადახედვა
-
რას გულისხმობს სწავლების ჰიბრიდული მოდელის ამოქმედება 47-ე სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში? რას გულისხმობს სწავლების ჰიბრიდული მოდელის ამოქმედება 47-ე სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში?
გადახედვა
-
აშშ-მა ვიზის განაცხადების მიღება მთელ მსოფლიოში შეაჩერა აშშ-მა ვიზის განაცხადების მიღება მთელ მსოფლიოში შეაჩერა
გადახედვა
-
მარტო გეორგიევსკის ტრაქტატის ხსენება საკმარისი არ არის — იგორ გიორგაძე "ოცნების" საგარეო ვექტორით უკმაყოფილოა მარტო გეორგიევსკის ტრაქტატის ხსენება საკმარისი არ არის — იგორ გიორგაძე "ოცნების" საგარეო ვექტორით უკმაყოფილოა
გადახედვა
-
CIA-ის დირექტორი მოსკოვში შეხვედრებს მართავს CIA-ის დირექტორი მოსკოვში შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
ანტიოქიის პატრიარქმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი საპატრიარქო რეზიდენციაში ოფიციალურად მიიღო ანტიოქიის პატრიარქმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი საპატრიარქო რეზიდენციაში ოფიციალურად მიიღო
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ ბავშვები საფრთხის შემცველი ტანსაცმლისგან როგორ დავიცვათ ბავშვები საფრთხის შემცველი ტანსაცმლისგან
-
დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა
გადახედვა
-
"ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი "ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი
გადახედვა
-
შალვა ნათელაშვილი: მივმართეთდიდი ბრიტანეთის მთავრობას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის და გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე შალვა ნათელაშვილი: მივმართეთდიდი ბრიტანეთის მთავრობას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის და გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე
გადახედვა
-
კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება
გადახედვა
-
ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა
-
კორუფციის საქმეზე დაკავებული სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ჰოსპიტალიზებულია კორუფციის საქმეზე დაკავებული სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ჰოსპიტალიზებულია
გადახედვა
-
BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა
გადახედვა
-
საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა
გადახედვა
-
რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის
გადახედვა




კომენტარები