გივი მიქანაძემ წულუკიანის კომისიაზე ოპოზიციიდან და NGO სექტორიდან 10 პირი დაასახელა, რომელთა მიზანი საქართველოს იმიჯის დაზიანება იყო
ქართული ოცნების დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ოცნების დეპუტატი გივი მიქანაძე და ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი არიან დაბარებულები. კომისიის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე "2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებები" განიხილება.
მიქანაძემ კომისიის სხდომაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) ისაუბრა და განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ, საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის სურვილი "რადიკალური ჯგუფების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან" მაღალი იყო. ოცნების დეპუტატის განმარტებით, ზემოხსენებული პირები ოფიციალურად არ იყვნენ მიწვეულნი და ისინი სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ.
გივი მიქანაძემ სხდომაზე დაასახელა ოპოზიციური პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა "მთავარი მიზანი იყო, რომ საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი" ევროსაბჭოში და საქართველოს "იმიჯისთვის ზიანი მოეტანათ". ოცნების დეპუტატმა თავისი მოსაზრება იმ არგუმენტით ახსნა, რომ პოლიტიკოსების ნაწილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა, "სადაც ისინი კატეგორიულად აყენებდნენ საკითხს, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი".
"მათი მთავარი მიზანი იყო, რომ საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი და შესაბამისად, ამით ჩვენი ქვეყნისთვის და ქვეყნის იმიჯისთვის ზიანი მოეტანათ. ეს მათ არც დაუფარავთ იმიტომ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები ღიად აცხადებდნენ, რომ მათი მიზანია, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ აღიაროს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ.
პარტიებმა, რომლებმაც საპარლამენტო ბარიერი გადალახეს 2024 წლის არჩევნებზე, 4 პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები აქტიურად ეკონტაქტებოდნენ [ევროპის] პოლიტიკურ ჯგუფებს იმისთვის, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი. მათ გაგზავნეს სტრასბურგში დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე. არასამთავრობო სექტორიდან: ნინო დოლიძე, ნონა ქურდოვანიძე, გიორგი ბურჯანაძე, თინა ხიდაშელი და "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" წარმომადგენელი ონიანი. ეს ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ კომუნიკაციაში სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან და ინდივიდუალურ პოლიტიკოსებთან. ეს კომუნიკაციები ძირითადში ხდებოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კორიდორებში, თუმცა რიგ პოლიტიკური ჯგუფების შეკრებაზე მოხდა მათი მიწვევაც, სადაც მათ სრულიად დეზინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ. ამასთან, მათი მხრიდან აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა და ეს დასტურდება იმითაც, რომ პოლიტიკოსების ნაწილი შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და ასამბლეის გენერალურ მდივანს, სადაც ისინი კატეგორიულად აყენებდნენ საკითხს, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ უნდა ყოფილიყო ცნობილი," — თქვა ოცნების წარმომადგენელმა.
მიქანაძემ დამატებით ისაუბრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერზე, თინა ბოკუჩავაზე. დეპუტატის განცხადებით, მონიტორინგის კომიტეტის სხდომას ოცნების დელეგაციის წარმომადგენელი და "არანაირი სამართლიანი საფუძვლით" — თინა ბოკუჩავაც იმყოფებოდა. მიქანაძეს თქმით, ბოკუჩავამ სხდომაზე "დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაცია" გაავრცელა, რადგან ქართულ ოცნებას რუსული ხელისუფლება უწოდა და "უდიდესი შეურაცხყოფა იქნება ის, რომ თუნდაც დათქმით ცნოს საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის უფლებამოსილება".
"ჩვენ ვხედავდით, რომ ის ადამიანები, რომლებიც დავასახელე, აქტიურობდნენ ამ კონტექსტში და მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ამ მიზნისთვის მიეღწიათ. განსაკუთრებით ეს პოზიციონირება გამოიკვეთა მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, რომლის წევრიც არც მე და არც დელეგაციის ხელმძღვანელი არ ვიყავით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი საქართველოს ეხებოდა, დელეგაციამ მიიღო მოწვევა და დელეგაციის ხელმძღვანელი დაესწრო ამ კომიტეტის სხდომას. აღმოჩნდა, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, ამავე სხდომაზე მიწვეული იქნა თინა ბოკუჩავაც. დელეგაციის ხელმძღვანელს საშუალება ჰქონდა ჩვენი დელეგაციის პოზიცია დაეფიქსირებინა, თუმცა ამავდროულად მან მოისმინა ის სრულიად დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაცია, რომელიც თინა ბოკუჩავამ გაჟღერა. ეს ადამიანი პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოში არის რუსული ხელისუფლება, რომ საჭიროა ზომების მიღება და რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტოა ასამბლეისთვის უდიდესი შეურაცხყოფა იქნება ის, რომ თუნდაც დათქმით ცნოს საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის უფლებამოსილება," — განაცხადა გივი მიქაძემ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები