NATO-ს სამიტზე ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდებიან — ჰააგაში "ოცნების" მთავრობიდან არავინ მიიწვიეს
ფოტო: CNN
NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერები ნიდერლანდებში სამიტზე შეიკრიბნენ, რათა სხვა საკითხებთან ერთად თავდაცვის ხარჯების გაზრდა განიხილონ.
2-დღიანი ღონისძიება სამშაბათს ჰააგაში დაიწყო. მეფე ვილჰემ-ალექსანდრემ პირველ დღეს ვახშამი გამართა, რომელსაც მსოფლიოს ლიდერებთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრებოდნენ. როგორც საერთაშორისო მედია წერს, NATO-სთვის ეს შესაძლებლობაა, ხაზი გაუსვას უკრაინის მიმართ სოლიდარობას.
მოლოდინია, რომ ლიდერები შეთანხმდებიან, რომ ტრამპის მოწოდების საპასუხოდ, თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ს 5%-მდე გაიზრდება.
ტრამპი წლების განმავლობაში აკრიტიკებდა NATO-ს ალიანსს და ევროპელ მოკავშირეებს, რომ აშშ-ის თავდაცვის ხარჯების იყენებდნენ და ალიანსიდან აშშ-ის გაყვანის საკითხსაც კი აყენებდა.
ტრამპმა მოითხოვა, რომ მოკავშირეებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-მდე დახარჯონ, რაც 2014 წელს დადგენილ 2%-იან ნიშნულთან შედარებით უზარმაზარი ზრდაა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰააგაში გამართული სამიტი ერთ და მხოლოდ ერთ თემას ეხება — თავდაცვაზე მეტი თანხის დახარჯვას და ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდას". მან დასძინა, რომ თუ ქვეყნები თავდაცვაზე მეტს ხარჯავენ, მათ ასევე შეუძლიათ გაზარდონ უკრაინის მხარდაჭერა.
კალასმა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინის დახმარება რეალურად სასარგებლოა ჯგუფის უსაფრთხოებისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა წელს გასულ წელთან შედარებით გაზარდა უკრაინის მხარდაჭერა.
სამიტის ფარგლებში, ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, რათა უკრაინაში რუსეთის შემოჭრა განიხილონ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სურს აშშ-ის შეიარაღების, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების მნიშვნელოვანი შესყიდვები. ტრამპი უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტის დაპირებით იყრიდა კენჭს, თუმცა განაცხადა, რომ ღიაა ქვეყნისთვის იარაღის მიყიდვის შესაძლებლობისთვის.
ცნობისათვის, ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები NATO-ს სამიტზე მიწვეული არ ყოფილან.
მთავრობის ადმინისტრაციას NATO-ს სამიტზე მოსაწვევი არ მიუღია
18 ივნისს ჟურნალისტებმა "ოცნების" პრემიერს ჰკითხეს, მიიღო თუ არა ადმინისტრაციამ სამიტზე მოსაწვევი, რაზეც კობახიძემ უთხრა რომ "ვერ იტყვის".
"რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, ხედავთ, როგორ ვითარდება მოვლენები ბოლო პერიოდის განმავლობაში. ნატო აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე, რაც არის ფაქტი და მოცემულობა. ვნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები", — განაცხადა კობახიძემ.
- ვლადიმერ პუტინი: NATO-ს თანამედროვე "ტურები" ვერ გაიმარჯვებენ
- მაკა ბოჭორიშვილი: ყველაფერი გვაქვს გაკეთებული ევროინტეგრაციის დასაჩქარებლად
- ეს არის ქმედებები და ნაბიჯები არასწორი მიმართულებით — ანიტა ჰიპერი საქართველოში NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის გაუქმებაზე
- NATO-ს ოფიციალური პირი: "შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დახურვასთან დაკავშირებით
- მთავრობის ადმინისტრაციას NATO-ს სამიტზე მოსაწვევი არ მიუღია
- ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა NATO-ს სამიტზე მიიწვიეს
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები