"უხილავი პრობლემის წინააღმდეგ" — გაიგეთ მეტი შშმ ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ
ქალთა მიმართ ძალადობა განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა, რომელიც არაერთი ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. მხოლოდ 2022 წელს, 21 ქალი ფემიციდის მსხვერპლი გახდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ძალადობის სხვა ფორმები, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ფიზიკური ძალადობა თუ ღირსებისშემლახავი მოპყრობა, რომელიც ქალებს მიემართებათ.
როცა საუბარი ორმაგად მოწყვლად ჯგუფებზე გვაქვს, სეგრეგირებული სტატისტიკის არარსებობა მდგომარეობის შეფასებას ართულებს — მაგალითად, არ არსებობს სახელმწიფო სტატისტიკა შშმ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. შშმ ქალების გამოცდილებები ფაქტობრივად უხილავია, მეტიც, არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც არ სჯერა, რომ შშმ ქალები სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან.
პროექტს, რომელზეც ამ სტატიაში გიამბობთ, ეწოდება — შშმ ქალების მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში და მხარდაჭერილია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ. პროექტი განხორციელდა პროგრამის —ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით.
პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში ადგილობრივი და ცენტრალური გადაწყვეტილებების მიმღებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართვას ინოვაციური მიდგომების განხორციელებაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოსაფხვრელად.
როგორია პროექტის ამოცანები
საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, მოლდოვასა და ბელარუსში განხორციელებული მასშტაბური პროექტი ფოკუს ჯგუფების გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემების ხელისუფლებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის წარდგენას ითვალისწინებდა, რათა შშმ ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.
პროექტის გრძელვადიანი ამოცანები მოიცავს:
- ეროვნული და ადგილობრივი გადაწყვეტილების მიმღები პირების ცნობიერების ამაღლებას შშმ ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ბარიერებისა და მხარდამჭერი ფაქტორების შესახებ;
- ასევე, სომხეთსა და საქართველოში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობის გაძლიერებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ქეთევან ჭელიძე, პროექტის მენეჯერი პარტნიორი საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრიდან — თანადგომა, აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გაწეული ძალისხმევა შშმ ქალების ინტეგრაციის ხელშეწყობასა და მათ მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ზრდას ისახავს მიზნად.
"პროექტის შედეგად გამოიკვეთა, რომ საზოგადოებაში არაერთი სტერეოტიპი არსებობს შშმ ქალების მიმართ და ხშირად მათაც გათავისებული აქვთ ეს მცდარი წარმოდგენები, რაც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას, დასაქმებას, დამოუკიდებლად ცხოვრებას ხელს უშლის. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ხშირად ისინი დამოკიდებული ხდებიან სხვა ადამიანებზე, რაც ბევრად მოწყვლადს ხდის გენდერული ძალადობის მიმართ. ასევე, პრობლემები არსებობს ინფრასტრუქტურის კუთხით, მათთვის ძნელია გადაადგილება, რთულია ხელმისაწვდომობა დასაქმების თუ განათლების ადგილებზე და ესეც ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია მათი სრული ინტეგრაციისათვის", — ამბობს ქეთევანი და ამატებს, რომ პროექტის მიგნებების სამომავლო საადვოკაციო და საკომუნიკაციო აქტივობებისთვის გამოყენებას გეგმავენ, რათა შშმ ქალების მიმართ გენდერული ძალადობა შემცირდეს.
რა გამოწვევებთან გამკლავება უწევთ შშმ ქალებს
პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევის მიხედვით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთივე ქვეყანაში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები შშმ ქალების უფლებების დასაცავად, თუმცა სხვადასხვა ხარისხის წარმატებით, ძალადობის მსხვერპლთა ეფექტური დაცვა და მხარდაჭერა კი არასაკმარისია ან საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, ფოკუს ჯგუფების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ:
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებზე ძალადობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში გავრცელებული მოვლენაა, განსაკუთრებით, ოჯახური ძალადობის სხვადასხვა ფორმა;
- რეაგირების მექანიზმების, პრევენციის პროგრამებისა და მხარდაჭერის სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი ჩამოუვარდება საჭიროებას;
- გენდერული ძალადობა ნორმალიზებულია სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, საქართველოსა და მოლდოვის საზოგადოებებში, რაც ხელს უშლის შშმ ქალებს, განაცხადონ ძალადობის შემთხვევის შესახებ და ითხოვონ დახმარება;
- შშმ ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ ჩატარებული კვლევების რაოდენობა მწირია და სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება სეგრეგირებული ინფორმაციის შეგროვება შშმ ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ;
- ვერ უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს ადეკვატური და ხელმისაწვდომი ინფორმაციითა და განათლების მიწოდებით გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის მიზნით;
- კოორდინაცია შშმ ქალთა უფლებების, ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებსა და სერვისის მიმწოდებლებს შორის სუსტია;
- ხუთივე ქვეყანაში გამოიკვეთა შშმ ქალთა / პირთა პოლიტიკის შემუშავებაში შშმ ქალების ჩართვის საჭიროება;
- შშმ ქალებისთვის ხელმისაწვდომი და ადეკვატური იურიდიული, ფსიქოსოციალური მხარდაჭერის ან სახლში მისვლით დახმარების სერვისის მწვავე ნაკლებობა.
შშმ ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული არაერთი გამოწვევის აღმოფხვრის გზა ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მუშაობა და შშმ ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებაა.
პროექტის შედეგების წარდგენას, რომელიც 9 ივნისს გაიმართა, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანიც ესწრებოდა. მისი თქმით, წარდგენილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.
"სექსუალური ძალადობის ფაქტები ძალიან მტკივნეულია ჩვენს რეალობაში და ეს ორჯერ უფრო მტკივნეულია შშმ ქალების შემთხვევაში, იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში მათ არ აქვთ სათანადო შესაძლებლობა, რომ განაცხადონ ამ ფაქტებზე. შესაძლოა, არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, რომ გაიბრძოლონ ამ ძალადობის წინააღმდეგ. პოლიტიკის დონეზე შშმ ქალების და არამხოლოდ — ორმაგად მოწყვლადი ჯგუფების მიმართ ძალადობასთან ბრძოლა პრიორიტეტია. ამასთან, პოლიტიკის გატარების დროს ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინება, რომელიც მოგვეწოდება როგორც რეკომენდაცია, აუცილებელია. საკითხები, რომლებიც დღეს გაჟღერდა, პრიორიტეტად უნდა იქცეს", — აღნიშნა ნინო წილოსანმა.
როგორ უნდა აღმოიფხვრას შშმ ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა
პროექტის პარტნიორები არიან შშმ ქალთა ეროვნული ქსელი საქართველოში და შშმ ქალთა უფლებების დაცვის ცენტრი — აგატე სომხეთში. აგრეთვე პროექტში ჩართულები იყვნენ შშმ ქალთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტები აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან და ბელარუსიდან. შშმ ქალთა ეროვნული ქსელის ხელმძღვანელი, თამარ მაჭარაშვილი, რომელიც პროექტის კოორდინატორი იყო, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ შშმ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობაა საჭირო, რადგან პრობლემა კომპლექსურია და შეთანხმებული პროცესის გარეშე შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნება.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ერთმანეთის მსგავსი პრობლემები იკვეთება — შშმ ქალს არ აღიქვამენ როგორც ქალს, შესაბამისად, ნაკლებად სჯერათ, რომ შესაძლოა მათზე იძალადონ. მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკულია, როცა შშმ ქალს არ შეუძლია ძალადობაზე საუბარი. პრობლემურია არამხოლოდ სექსუალური ძალადობა, არამედ ძალადობის სხვა ფორმებიც, მათ შორის, ოჯახში ძალადობა. ხშირია შემთხვევები, როცა შშმ ქალები იმ მიზერულ სოციალურ დახმარებასაც კი, რომელსაც იღებენ, ვერ განკარგავენ დამოუკიდებლად. ხშირია შემთხვევები, როცა შშმ ქალებს არ აქვთ პირადი სივრცე, რათა განმარტოება შეძლონ. მშობლების უმეტესობა შვილს პირადი ცხოვრების უფლებას უსპობენ", — ამბობს თამარ მაჭარაშვილი.
თამარ მაჭარაშვილი შშმ ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის საკითხებზე შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობისა და შშმ ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების სისუსტეებზეც საუბრობს. მისი თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ასევე სტატისტიკური მონაცემების არარსებობაა.
"არ გვაქვს ინფორმაცია, ქალთა ძალადობის შემთხვევების რა წილი მოდის შშმ ქალებზე, სახელმწიფო სტატისტიკა, უბრალოდ, არ არსებობს. ამასთან, არ გვაქვს სათანადო დაფარვა, ბოლომდე არ ვიცით, რა მდგომარეობაა რეგიონებში, განსაკუთრებით მაღალმთიან დასახლებებში. შშმ ქალთა ორგანიზაციები არ ვართ იმდენად ძლიერები, რომ გვქონდეს ისეთი სერვისები, რომ უზრუნველვყოთ ყველა საჭიროება და მივწვდეთ მაქსიმალურად ბევრ შშმ ქალს. შშმ ქალთა მიმართ განხორციელებული სხვადასხვა ნიშნით ძალადობა ჯერ კიდევ უხილავია. ახლა მნიშვნელოვანია ის, როგორ გაიაზრებს დანარჩენი საზოგადოება, რომ ჩვენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები ვართ, ეს ხელს შეუწყობს, რომ შშმ ქალთა მიმართ ძალადობაზე რეაგირება იყოს მძაფრი. ხშირად შშმ ქალებს არ უჯერებენ, ეს ყველაზე გულდასაწყვეტია, განსაკუთრებით მძიმედ მდგომარეობა იმ შემთხვევაშია, თუ ძალადობა გამოვლილ ქალს ინტელექტუალური შეზღუდვა აქვს და ძალადობის გამოცდილების შესახებ ვერ ჰყვება", — გვეუბნება თამარი.
რეკომენდაციები, რომლებიც ხელისუფლებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გაითვალისწინონ
პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიემართება, ითვალისწინებს როგორც ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული ხარვეზებს, რომლის აღმოფხვრა, მათ შორის, შშმ ქალებს ძალადობის შემთხვევებისგან დაცვის გარანტიებს შექმნის, ისე — კონკრეტულ სამოქმედო ნაბიჯებს, რომელთა გადადგმა შშმ ქალების გაძლიერებისთვის აუცილებელია.
კვლევის თანახმად, აუცილებელია საინფორმაციო კამპანიების წარმოება ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის შესახებ, რომლებიც შშმ ადამიანებისთვის ხელმისაწვდომ ფორმატში გავრცელდება. ამასთან, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ უნდა შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში მოცემული განმარტება გაუპატიურების შესახებ — ისე, რომ განმარტება ითვალისწინებდეს თანხმობის ავთენტურობის დადგენას და მსხვერპლის ნების დამთრგუნველი გარემოებების შესწავლას. გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის განკუთვნილი თავშესაფრებისა და შესაბამისი სერვისების შშმ ქალების საჭიროებებზე მორგება და გეოგრაფიული მისაწვდომობის გაზრდა უნდა მოხდეს.
პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევა ითვალისწინებს რიგ რეკომენდაციებს, რომლებიც შშმ ქალებს მიემართებათ, მათ შორის:
- შშმ ქალებისა და გოგოების ინფორმირების და მისაწვდომობის გაზრდას სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებებზე;
- შშმ ქალების / გოგოების გათვალისწინების ხელშეწყობას ყველა იმ სახელმწიფო პროგრამისა თუ პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების დროს, რომელიც ეხება საქართველოში ქალთა გაძლიერებას და მათი უფლებების დაცვას;
- შშმ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რაც გაზრდის შშმ ქალთა დამოუკიდებლობის ხარისხს და შეამცირებს მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის რისკებს;
- პოლიციელების ინტენსიურ და რეგულარულ გადამზადებას შშმ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის, რათა ძალადობის შშმ მსხვერპლთან, ასევე შშმ მოწმესთან მუშაობისა და გამოკითხვის პროცედურები გაუმჯობესდეს;
- სტატისტიკური ინფორმაციის რეგულარული მოძიებისა და ანალიზის აუცილებლობას შშმ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრე-ვალენტობის დადგენის, მისი პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით;
- მუნიციპალიტეტების დონეზე შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოების ეფექტურობის ზრდას შშმ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის კუთხით (შშმ ქალთა ჩართულობით).
თამარ მაჭარაშვილის თქმით, ბოლო ათწლეულში შშმ ქალების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ცნობიერება შედარებით გაიზარდა და თუნდაც ის ფაქტი, რომ დღეს მათი რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ ღიად საუბარი შესაძლებელია, წინსვლას მოწმობს.
"კუს ნაბიჯებით, მაგრამ წინ მივიწევთ, თუ პროექტის ფარგლებში შემუშავებულ რეკომენდაციებზე სახელმწიფო უწყებები, რეგიონული ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივად ვიმუშავებთ, საიმედო შედეგს ბევრად მალე მივაღწევთ", — აღნიშნავს თამარ მაჭარაშვილი.
-
გადახედვაანა ნაცვლიშვილი: კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალება ახალი, სამართლიანი არჩევნებია ანა ნაცვლიშვილი: კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალება ახალი, სამართლიანი არჩევნებია
-
გადახედვაპრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ხვალ პროევროპულ აქციას შეუერთდება სალომე ზურაბიშვილი ხვალ პროევროპულ აქციას შეუერთდება
-
გადახედვაევროპის მოედნიდან აჭარლების მარში იწყება ევროპის მოედნიდან აჭარლების მარში იწყება
-
გადახედვა"სვანური კოშკი არასდროს იქნება "ბაშნია" — თბილისში სვანების მარში მიმდინარეობს "სვანური კოშკი არასდროს იქნება "ბაშნია" — თბილისში სვანების მარში მიმდინარეობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და არასამთავრობოებს ხვდება სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და არასამთავრობოებს ხვდება
-
გადახედვაკასპარ ველდკამპი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს კასპარ ველდკამპი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს
-
გადახედვაThe Guardian: ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავიდა The Guardian: ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავიდა
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა – ეჭვმიტანილი დაკავებულია მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა – ეჭვმიტანილი დაკავებულია
-
გადახედვაგანათლების და მეცნიერების სამინისტრო: ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეს EQAR-ს გამოსწორებულია განათლების და მეცნიერების სამინისტრო: ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეს EQAR-ს გამოსწორებულია
-
გადახედვაესპენ ბარტ ეიდე: როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა ესპენ ბარტ ეიდე: როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა
-
გადახედვალონდა თოლორაია: ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად ლონდა თოლორაია: ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად
-
გადახედვაარჩევნების თაობაზე საჩივრების განხილვამ ძირი გამოუთხარა სამართლიანი სასამართლო პროცესის პრინციპს – ვახუშტი მენაბდე ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება არჩევნების თაობაზე საჩივრების განხილვამ ძირი გამოუთხარა სამართლიანი სასამართლო პროცესის პრინციპს – ვახუშტი მენაბდე ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება
-
გადახედვალაშა მარგიშვილი: EQAR-ის გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების აღიარებისა და კვალიფიკაციების აღიარების საკითხებთან ლაშა მარგიშვილი: EQAR-ის გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების აღიარებისა და კვალიფიკაციების აღიარების საკითხებთან
-
გადახედვანინო წილოსანი: ეუთო/ოდირის დასკვნა შეიცავს კრიტიკულ და სარეკომენდაციო ასპექტებს, რაზეც აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება ნინო წილოსანი: ეუთო/ოდირის დასკვნა შეიცავს კრიტიკულ და სარეკომენდაციო ასპექტებს, რაზეც აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება
-
გადახედვამეწარმეების ბოიკოტის მიხედავად, დღეს თბილისში "საახალწლო სოფელი" გაიხსნა მეწარმეების ბოიკოტის მიხედავად, დღეს თბილისში "საახალწლო სოფელი" გაიხსნა
-
გადახედვა"განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი" EQAR-ის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი" EQAR-ის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
-
გადახედვასაჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის HR-ები, იურისტები და ქოუჩები გაერთიანდნენ საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის HR-ები, იურისტები და ქოუჩები გაერთიანდნენ
-
გადახედვაFT: ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს FT: ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს
-
გადახედვამარკო მიჰკელსონი: ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ მარკო მიჰკელსონი: ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ
-
გადახედვა"არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებები" — "გახარია საქართველოსთვის" ეუთო/ოდირის ანგარიშზე "არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებები" — "გახარია საქართველოსთვის" ეუთო/ოდირის ანგარიშზე
კომენტარები