რამდენი ოკეანეა დედამიწაზე?
პლანეტის ზედაპირის 70%-ზე მეტი წყალს უკავია. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, რამდენი ოკეანეა დედამიწაზე? ერთი შეხედვით, ამაზე პასუხი მარტივი უნდა იყოს, თუმცა, ეს ასე არ არის. ექსპერტები დღემდე ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რამდენი ოკეანე აქვს დედამიწას.
ტექნიკურად, დედამიწაზე ერთი გლობალური ოკეანეა, ხოლო დანარჩენი წყალი მას უერთდება. ეს ოკეანისა და ატმოსფერული ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) თანახმად.
თუმცა, არსებობს ოთხი გეოგრაფიულად განსაზღვრული ოკეანე: ატლანტის, წყნარი, ინდოეთისა და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანეები.
2021 წელს, National Geographic Society-მა კიდევ ერთი ოკეანე განსაზღვრა. საუბარია ანტარქტიდის მიმდებარე ცივ წყლებზე — სამხრეთის ოკეანეზე.
მაშ, ჩვენს პლანეტას აქვს ერთი, ოთხი თუ ხუთი ოკეანე? გაგიკვირდებათ, მაგრამ პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ეკითხებით.
ოკეანეების ოფიციალური განმარტება არ არის შეთანხმებული. საერთაშორისო ჰიდროგრაფიულ ორგანიზაციას, რომელიც შედგება 98 წევრი სახელმწიფოსგან და პასუხისმგებელია ოკეანის საზღვრების დემარკაციაზე, ჯერ არ უღიარებია სამხრეთ ოკეანე, რადგან მისი წევრები ამაზე ჯერ არ შეთანხმებულან.
და მაინც, თუ ოკეანე უკვე აღიარებულია მისი შემსწავლელი მეცნიერების მიერ, მაშინ რატომ აქვს მნიშვნელობა ოკეანეს ოფიციალურად აღიარებენ თუ არა? რენელის პერესი, NOAA-ს ოკეანის მკვლევარი ამბობს, რომ ოკეანეების სწორად განსაზღვრა მნიშვნელოვანია. და ეს პირველ რიგში, რეგიონში მცხოვრები ადამიანიებისთვისაა საჭირო.
შესაბამისად, გამოდის, რომ ზემოთ დასმულ შეკითხვაზე პასუხი შემდეგია: დღეს დედამიწაზე 5 ოკეანეა, თუმცა, მეხუთეს განსაზღვრა ოფიციალურად სახელმწიფოების მიერ ჯერ არ მომხდარა.
კომენტარები