ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უწყების ცნობით, 7 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, რაშიც კიდევ ერთი დაკავებული ეხმარებოდა.

  • დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დეტალები: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა და დ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

  • ბრალდებულები 1994 და 1981 წელს დაბადებული პირები არიან.