ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მეცნიერებმა ახალი ანტიბიოტიკი აღმოაჩინეს
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ანტიბიოტიკი აღმოაჩინეს. შესაძლოა, სამომავლოდ იგი მომაკვდინებელი, წამლისადმი რეზისტენტული, ბაქტერიების წინააღმდეგ გამოიყენონ, რომლებიც საავადმყოფოებსა და სამედიცინო დაწესებულებებში ხშირად გხვდება. ნაშრომი ჟურნალში Nature Chemical Biology გამოქვეყნდა.
მკვლევრებმა 7 684 მედიკამენტი და მათი აქტიური ინგრედიენტები შეაფასეს, რათა ბაქტერია Acinetobacter baumannii-ს წინააღმდეგ ეფექტიანი გამოევლინათ.
გუნდმა AI მოდელები შეიმუშავა და მათი საშუალებით განსაზღვრა, თუ რომლებს ექნებოდა ანტიმიკრობული აქტივობის ალბათობა ყველაზე მაღალი. შედეგად სია 240 წამლამდე თუ აქტიურ ინგრედიენტამდე შეამცირეს. მიღებული ჩამონათვალი ტესტირების გზით დაავიწროვეს და მოლეკულა RS102895 აღმოაჩინეს, სახელად აბაუცინი. ამ შესაძლო ანტიბიოტიკს შეუძლია, თაგვების კანზე წამლისადმი რეზისტენტული ბაქტერიების ზრდა ეფექტიანად შეაფერხოს.
მეცნიერთა შრომის მიგნებები ჯერ მეტად მასშტაბური კვლევებით უნდა დადასტურდეს. მიუხედავად ამისა, ავტორებს სჯერათ, რომ მათი ამგვარი მიდგომა მედიკამენტების აღმოჩენის კუთხით საკმაოდ გამოსადეგი იქნება.
კომენტარები