საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი საქართველოში საუკეთესოა — გაიგეთ, რა გამოარჩევს მას
ფოტო: საქართველოს ბანკი
იმისთვის, რომ ბიზნესმა ყოველდღიური საქმიანობის წარმართვა და სტაბილურად განვითარება შეძლოს, დამხმარე საშუალებები სჭირდება, რომლებიც სხვადასხვა ოპერაციის სწრაფად, კომფორტულად და მარტივად შესრულების შესაძლებლობას მისცემს. ციფრული არხების განვითარების ეპოქაში, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობას აქტიურად ცდილობს და მათზე მორგებულ სერვისებსა და ხელსაწყოებს მუდმივად ავითარებს. საინფორმაციო და ანალიტიკური სააგენტო SME Banking Agency-ის მიერ ახლახან გამოქვეყნებული აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბიზნეს ინტერნეტბანკების საერთაშორისო რეიტინგი მოწმობს, რომ საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის საქმის გამარტივების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერია.
საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი — საქართველოში საუკეთესო
ყოველწლიური კვლევის Business Online Banking 2023-ის შედეგების მიხედვით, SME Banking Agency-მ აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბიზნეს ინტერნეტბანკების საერთაშორისო რეიტინგი წარმოადგინა.
მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო სააგენტოს ექსპერტებმა კვლევის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის 50 ბანკი 120 კრიტერიუმის გათვალისწინებით შეაფასეს. აღნიშნულ კრიტერიუმებს მათი მნიშვნელობის, აუცილებლობის მიხედვით ქულები ჰქონდა მინიჭებული. საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკმა შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა — 395 ქულა დააგროვა და საქართველოში საუკეთესოდ დასახელდა.
ამასთან, SME Banking Agency-მ აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 20 საუკეთესო ბანკი გამოავლინა — საქართველოს ბანკმა საუკეთესოთა შორის მეორე ადგილი მოიპოვა.
საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ციფრული კლასტერის Product owner-ი, ცირა ლოლაძე აღნიშნავს, რომ საუკეთესო ბიზნეს ინტერნეტბანკად დასახელება აძლევთ მოტივაციას, რომ კიდევ უფრო განვითარდნენ.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო სააგენტოს მიერ საუკეთესო ბიზნეს ინტერნეტბანკად დასახელება, რადგან ეს ნიშნავს, იყო რეგიონში პირველი საიმედო პარტნიორი, რომელიც ბიზნესისთვის მუდმივად ქმნის ინოვაციურ და საჭირო პროდუქტებს. აღსანიშნავია, რომ ჯილდო, ხაზს უსვამს ჩვენს მუდმივ მისწრაფებას, ჩვენს მომხმარებლებს ციფრულ ეკოსისტემაში უფრო მეტი და მეტი პროდუქტი და სერვისი შევთავაზოთ და გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ", — აღნიშნავს ცირა ლოლაძე.
რა გამოარჩევს საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტ ბანკს?
ბიზნეს ინტერნეტბანკების შეფასებისას დიდი მნიშვნელობა მიენიჭა იმას, რამდენად არის გაციფრულებული და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ის სერვისები და პროდუქტები, რომლებსაც ბანკი ქმნის.
საქართველოს ბანკი განახლებაზე, საქმის გამარტივებაზე და ონლაინ შესაძლებლობების მაქსიმალურ ათვისებაზეა მიმართული, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ აღნიშნულ სიაში მოწინავე ადგილი დაიკავეს.
საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტის ოუნერი, ლიკა თავართქილაძე იმ მახასიათებლებს გამოყოფს, რამაც მისი აზრით, გამარჯვებაში მნიშვნელოვნად შეუწყოთ ხელი.
"ვფიქრობთ, ჩვენი ბიზნეს ინტერნეტბანკის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ისეთი სერვისების და პროცესების არსებობამ, რომლებიც ფილიალიდან ხელმისაწვდომი არაა ან უფრო რთულად მისაღებია, ვიდრე ციფრულ არხში. მაგალითად, ინვოისინგის, იგივე პარტნიორისთვის თანხის მოთხოვნის ფუნქციონალი, ან ბიზნეს სესხის ონლაინ გააქტიურების გამარტივებული პროცესი", — აღნიშნავს ლიკა თავართქილაძე.
საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი სულ უფრო იხვეწება და მომხმარებლებს ინოვაციურ შესაძლებლობებს სთავაზობს. მათ შორის, ერთ-ერთი გამორჩეული ბიზნეს მომხმარებლებისთვის სესხის ონლაინ გააქტიურების ფუნქციონალია, რაც მცირე და საშუალო კომპანიებს სესხის სრულად ონლაინ აღების შესაძლებლობას აძლევს.
"ახალი პროდუქტი არა მარტო ინოვაციურობის კუთხითაა საინტერესო, არამედ უზრუნველყოფილი სესხის აღების პროცესთან დაკავშირებით მომხმარებლის გამოცდილებასაც ცვლის — ბევრად უფრო მოქნილს, მარტივს და სწრაფს ხდის ამ პროცესს ფილიალთან შედარებით", — ამბობს ლიკა თავართქილაძე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომლით სარგებლობაც ბიზნესებს შეუძლიათ, ახლახან დამატებული თანხის მოთხოვნის ფუნქციონალია. აღნიშნული განახლება ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებლებს პარტნიორებთან ანგარიშსწორებას უმარტივებს. უფრო კონკრეტულად, ორგანიზაციებს შორის ანგარიშსწორება, კონკრეტული სერვისისა თუ პროდუქტის მიღების სანაცვლოდ გადასახდელი თანხის მოთხოვნა ინტერნეტბანკიდანვეა შესაძლებელი და ინვოისების მეილზე გაგზავნა და დამატებითი კომუნიკაცია აღარ არის საჭირო.
"მომხმარებელს აღარ დასჭირდება დავალიანებების ჩარიცხვის ცალკე კონტროლი და ბიზნეს ინტერნეტბანკშივე დაინახავს თითოეული მოთხოვნის სტატუსს — ჩაერიცხა თუ არა დავალიანება, რამდენი ჩაერიცხა და ა.შ. მეორე მხრივ კი, პროდუქტის მიმღებ კომპანიასაც უმარტივდება პროცესი, რადგან აღარ უწევს დავალიანების დასაფარად მისი პარტნიორის საბანკო რეკვიზიტების აკრეფა, საგადახდო დავალების შექმნა, დანიშნულების განსაზღვრა და ა.შ. მოთხოვნის დადასტურებით ყველა ველი შევსებული ხვდება და მხოლოდ ღილაკზე ერთი თითის დაჭერაა საკმარისი", — განმარტავს ლიკა თავართქილაძე.
ლიკა თავართქილაძის თქმით, ბევრ საინტერესო და ინოვაციურ პროექტზე მუშაობენ და მომხმარებლები მათთვის ხელსაყრელ სიახლეებს სამომავლოდაც უნდა ელოდნენ.
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები