ორი სომეხი ჯარისკაცი სავარაუდოდ აზერბაიჯანის საზღვრის კვეთის შემდეგ დააკავეს
ბაქო ორ სომეხ ჯარისკაცს "დივერსიული" ოპერაციების მოსაწყობად აზერბაიჯანის საზღვრის კვეთას ედავება. შემთხვევა პარასკევს მოხდა. ჯარისკაცების დაკავების შემდეგ ერევანმა ბაქო სომხეთის ტერიტორიიდან ორი ჯარისკაცის გატაცებაში დაადანაშაულა.
26 მაისს აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ ორი სომეხი ჯარისკაცი, ჰარუტ ჰოვაგიმიანი და კარემ ღაზარიანი აზერბაიჯანის სამხრეთ-დასავლურ რეგიონში, ზანგილანში დააკავა. ოფიციალური განცხადებით, ჯარისკაცები უფრო დიდი "დივერსიული ჯგუფის" ნაწილები არიან, რომლის სხვა წევრებმაც ლოკალური ლანდშაფტის გამოყენებით დაკავებისათვის თავის არიდება შეძლეს.
მეორე დღეს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ დააზუსტეს, რომ ჰოვაგიმიანს და ღაზარიანს ბრალი ედებათ იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო კონტრაბანდაში, იარაღის უკანონო შენახვაში, ტერორიზმში, ეროვნული შუღლის გაღვივებასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ სწრაფად უარყო აზერბაიჯანში დივერსიული ოპერაციების განხორციელება და განაცხადა, რომ ჯარისკაცებს საბრძოლო პოზიციებზე საჭმელი მიჰქონდათ სომხეთის სამხრეთ საზღვარზე, რომელიც აზერბაიჯანს ემიჯნება.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიიდან ორი სამხედრო მოსამსახურის გატაცებაში დაადანაშაულა.
გასულ თვეს ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი სომხეთის ტერიტორიაზე, ნახიჭევანის საზღვრის გადაკვეთით მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცებს ცუდი ხილვადობის გამო გზა აერიათ.
ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ერთი კვირის ინტერვალით დააკავეს და სომხეთში უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულეს. ორი ჯარისკაციდან ერთ-ერთს დამატებით სიუნიკში დაცვის 56 წლის თანამშრომლის მკვლელობაზე წაუყენეს ბრალი.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები