რომელ სმარტფონებს აქვს ყველაზე მეტი და ნაკლები გამოსხივება? — იხილეთ ჩამონათვალი
გერმანიის რადიაციის ფედერალური სააგენტოს ინფორმაციით, ზოგიერთ მობილურ ტელეფონს საკმაოდ მაღალი გამოსხივება აქვს, რომელიც რადიოსიხშირული ენერგიის ფორმით გამოიყოფა. იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე მსოფლიოში ადამიანთა დიდი ნაწილი სმარტფონებს მთელი დღის განმავლობაში ვიყენებთ, მსგავსმა რადიაციამ შესაძლოა, ჩვენზე ცუდად იმოქმედოს.
მაგალითად, 2020 წლის კვლევის თანახმად, 10 წლის განმავლობაში სმარტფონის ყოველდღიურად დაახლოებით 17 წუთით გამოყენება ტვინის სიმსივნის ჩამოყალიბების 60%-ით გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული. ამის მიუხედავად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ამ მიზეზით გამოწვეული ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჯერჯერობით დაფიქსირებული არაა.
ზემოხსენებულ სააგენტოში SAR გამოთვალეს, ანუ მობილურების მიერ გამოყოფილი რა ოდენობის ენერგია გადაეცემა ადამიანის სხეულს — რამდენი ვატი მოდის თითოეულ კილოგრამზე რადიოსიხშირული რადიაციისას (ზარის განხორციელებისას ყურზე ტელეფონის მიდებით). ევროკავშირში ნორმა 2 ვტ/კგ არის, აშშ-ში კი — 1.6 ვტ/კგ.
Digital Information World-ის მიერ შედგენილ სიაში ყველაზე მეტი გამოსხივების მქონე მოდელებს შორისაა:
- Motorola Edge (1.79 ვტ/კგ)
- OnePlus 6T (1.55 ვტ/კგ)
- Sony Xperia XA2 Plus (1.41 ვტ/კგ)
- Google Pixel 3 XL (1.39 ვტ.კგ)
- Google Pixel 4a (1.37 ვტ/კგ)
ყველაზე ნაკლებ რადიაციას გამოყოფს:
- Samsung Galaxy Note10+ 5G (0.19 ვტ/კგ)
- Samsung's Galaxy Note10 (0.21 ვტ.კგ)
- Samsung Galaxy A80 (0.22 ვტ.კგ)
- LG G7 ThinQ (0.24 ვტ.კგ)
- Motorola Razr 5G (0.27 ვტ.კგ)
iPhone-ების შემთხვევაში SAR-ის მაჩვენებელია:
- iPhone SE (0.98 ვტ/კგ)
- iPhone 11 (0.95 ვტ/კგ)
- iPhone 12 (0.98 ვტ/კგ)
- iPhone 13 (0.99 ვტ.კგ)
- iPhone 14 (0.98 ვტ.კგ)
კომენტარები