რა მოხდა: 25 მაისს მოძრაობა სირცხვილიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, როგორ გადაღებეს აქტივისტებმა თბილისში მყოფი რუსული ფოლკლორული ანსამბლის ავტობუსი.

  • მოძრაობის განცხადებით, ანსამბლი კამუშკა რუსეთის მთავრობისგან ფინანსდება და ღიად უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ ომს.
  • "ანსამბლი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კრემლის გამართულ კონცერტზე იცეკვა, ხოლო იქამდე ჩატარებული კონცერტი რუს მეომარს მიუძღვნა, საქართველოში ვერ უნდა შემოდიოდეს", — დაწერა სირცხვილიამ.

დეტალები: ანსამბლის სოციალური ქსელებიდან ჩანს, რომ 9 მაისს კამუშკა კრემლის მიერ ორგანიზებულ აღლუმსა და კონცერტში მონაწილეობდა.

  • პირველ მაისს კი მოსახლეობას "რუსი მეომრისადმი" მიძღვნილ კონცერტზე ეპატიჟებოდა.
  • კამუშკას ვებგვერდის თანახმად, ფოლკლორული ანსამბლი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული კულტურის ცენტრის ბაზაზე 1943 წლიდან არსებობს და 200-ზე მეტ სკოლის მოსწავლეს, სტუდენტსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულებს აერთიანებს.