რატომ არ ვჭამთ ბალახს ადამიანები?
ბალახი საკვებად ვარგისია — მაშ, რატომ არ მივირთმევთ?
ბალახი უვნებელი, საკვებად ვარგისი მცენარეა — საკმაოდ გავრცელებულიც იმისათვის, რომ მისით დანაყრება პრაქტიკული გადაწყვეტილება აღმოჩნდეს. სხვათა შორის, მილიონობით წლის წინ ბალახს ჩვენი უძველესი წინაპრებიც მიირთმევდნენ, თუმცა დღეისათვის ამ პრაქტიკას აღარ მივმართავთ.
მაშ, რატომ არ ვჭამთ ბალახს, თუ საკვებად ვარგისია?
ასევე იხილეთ: რატომაა ბალახი მწვანე?
პრობლემა მონელებისა და ღეჭვის კუთხით შეიძლება შეგვექმნას.
ბალახი ძირითადად წყლისა და ლიგნინისგან შედგება. ეს უკანასკნელი ცილაა, რომელიც მცენარეულ უჯრედთა კედლებში გვხვდება. ადამიანის კუჭისათვის იგი საკმაოდ რთული დასაშლელია. ამას გარდა, ლიგნინმა, შესაძლოა, ხელი იმაშიც შეგვიშალოს, რომ სხვა ტიპის მონელებადი ცილებისგან მივიღოთ კვებითი სარგებელი.
ძროხებისათვის ეს პრობლემა სულაც არაა — მათ ოთხკამერიანი კუჭები აქვთ, რომლებიც ბალახის მონელებას ამარტივებს. იგი ძროხებს ბალახიდან სახამებლისა და ცელულოზის მიღებაში ეხმარება მაშინაც კი, როცა ლიგნინის დასაშლელად ბევრად მეტი დროა საჭირო.
ასევე იხილეთ: რას შევჭამთ 2050 წელს — საკვების მომავალი
მონელების გარდა, ბალახის ჭამისას ღეჭვაც პრობლემაა. ბალახი ბევრ სილიციუმის ორჟანგს, იგივე კაჟმიწას, შეიცავს. ეს აბრაზიული მასალაა, რომელსაც ჩვენი კბილების გაცვეთა შეუძლია. ცხოველების შემთხვევაში ეს დაბრკოლებას სულაც არ ქმნის, ვინაიდან დაზიანებული კბილები მათ მუდმივად ეზრდებათ.
შესაბამისად, თავად ბალახს ისეთი არაფერი აქვს, რის გამოც საკვებად ვარგისი ვერ იქნება — იგი უბრალოდ ჩვენი ფიზიკური მახასიათებლებისთვისაა შეუსაბამო.
კომენტარები