რატომ იხოცებიან ფუტკრები ჩვენი დანესტვრის შემდეგ?
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენი დანესტვრის შემდეგ ფუტკრები თავადაც იხოცებიან. "დამნაშავის" ესოდენ სამართლიანი აღსასრული, ცოტა არ იყოს, შვებისმომგვრელია, თუმცა ეს სადამსჯელო მექანიზმი სულაც არაა.
მაშ, რატომ იხოცებიან ფუტკრები ჩვენი დაკბენის შემდეგ?
ნესტარი ერთგვარი მექანიზმითაა აღჭურვილი, რომელიც მწერს ეხმარება, ჭრილობაში უფრო ღრმად შეაღწიოს. მექანიზმი სუიციდური არაა — სხვა მწერების დაკბენის შემდეგ ფუტკრებს თავისუფლად შეუძლიათ, ჭრილობიდან ნესტარი ამოიღონ.
მიუხედავად ამისა, ძუძუმწოვრების კანი ზედმეტად ბოჭკოვანია და ფუტკარს ნესტრის ამოღება არ შეუძლია. შესაბამისად, თავის დაღწევის მცდელობისას მწერს მუცელი ეგლიჯება და კვდება. საგულისხმოა, რომ ეს მხოლოდ მეთაფლია ფუტკრების სახეობაში ხდება.
მართალია, დასასრული ერთობ ტრაგიკულია, თუმცა სკისთვის მუშების დაკარგვა მაინც ღირებულია — თაფლის ქურდებისგან ეს, ასე თუ ისე, უკეთეს დაცვას უზრუნველყოფს.
კომენტარები