თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი ჩემი ცოლის დაქალები ფორმულაზე ბრუნდება. ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ განაცხადა.

"სასიხარულო და დიდი ამბავია, რომ ძალიან მალე ფორმულაზე ჩემი ცოლის დაქალები დაბრუნდება. ეს ალბათ ყველაზე დიდი საჩუქარია, რომელიც ჩვენს მაყურებელს შეიძლება გავუკეთოთ", — ამბობს გუმბარიძე.

12 მაისს ასევე ცნობილი გახდა, რომ ფორმულას თანამშრომლები დააფუძნებენ არაკომერციულ იურიდიულ პირს (ააიპ), რომელიც 40 თანამშრომელს გააერთიანებს. მიზანი ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის, წილების არხის ჟურნალისტებისთვის გადაცემაა.

რაც შეეხება ჩემი ცოლის დაქალებს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული სერიალის ამ დროისთვის ბოლო, მე-18 სეზონი გასული წლის ივლისში დასრულდა. მას შემდეგ სერიალის ბედი გაურკვეველი იყო.

ფორმულა კრეატივის ჩცდ მაყურებელმა პირველად 2011 წელს იხილა. ის თავდაპირველად რუსთავი 2-ზე გადიოდა, მოგვიანებით კი, 2019 წელს, სერიალის შემქმნელების დაფუძნებულ ახალ არხზე, ფორმულაზე, გადაინაცვლა.

თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…