სილქ როუდ რიალ ისთეითმა 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიაგაციები გალტ & თაგარტის, თიბისი კაპიტალისა და სილქ ბანკის მხარდაჭერით გამოუშვა
სილქ როუდ რიალ ისთეითმა, სილქ როუდ ჯგუფის უძრავი ქონების მმართველმა კომპანიამ, გალტ & თაგარტის, თიბისი კაპიტალისა და სილქ ბანკის მხარდაჭერით, საფონდო ბირჟაზე 40 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების პირველი ტრანში — 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა.
ობლიგაციების პირველი ემისიის წლიური საპროცენტო სარგებელი 9,00%-ს შეადგენს. ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული სახსრები გამოყენებული იქნება არსებული ვალდებულებების დასაფარად. მეორე 20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ემისია ამავე წელს იგეგმება.
ობლიგაციების განთავსების შედეგად, სილქ როუდ რიალ ისთეითი საქართველოს საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია გახდება, რაც ბოლო წლების განმავლობაში ორგანიზაციის უწყვეტი წარმატების დასტურია.
აღნიშნული ობლიგაციების ემისია გალტ & თაგარტის, თიბისი კაპიტალის, სილქ ბანკისა და სილქ როუდ რიალ ისთეითის პირველი ერთობლივი განთავსებაა.
"ობლიგაციების გამოშვების წარმატება სილქ როუდ რიალ ისთეითის ყველა თანამშრომლის ერთობლივმა ძალისხმევამ განაპირობა. ეს არის ერთიანი, ძალიან ეფექტიანი და მოტივირებული გუნდი. კომპანიის სტრუქტურა მოიცავს როგორც უძრავი ქონების პროექტების განვითარებას, ასევე სტუმარ-მასპინძლობის და გართობის ინდუსტრიებს. ამ მიმართულებებს შორის არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა ერთიანი მიზნების მისაღწევად, მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო და დამოუკიდებელი დირექტორთა საბჭოს მხარდაჭერით. ასეთი თანამშრომლობის შედეგია ხელშესახები და შთამბეჭდავი მიღწევები, როგორიცაა ამ ობლიგაციების გამოშვება. ჩვენს პროექტებზე სამუშაოდ ვიწვევთ მსოფლიოში აღიარებულ არქიტექტორებს და დიზაინერებს, რადგანაც გვსურს, რომ ყველა ჩვენი შენობა იყოს ინოვაციური, თანამედროვე და აკმაყოფილებდეს უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს. სწორედ ეს ხდის ჩვენს პროექტებს უნიკალურს", — სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
"პირველი ტრანშის, 20 000 000 აშშ დოლარის ობლიგაციების, გამოშვებით სილქ როუდ რიალ ისთეითი საქართველოს საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია გახდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია კომპანიისთვის და მკაფიო მაჩვენებილი იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორები აცნობიერებენ ზრდის იმ უზარმაზარ პოტენციალს, რომელსაც ქმნის საქართველო და ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორიცაა სილქ როუდ რიალ ისთეითი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს და ყველას ვინც ამ პროცესში იყო ჩართული და ვისი დახმარებითაც ეს შესაძლებელი გახდა. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, საპარტნიორო ფონდს, თიბისი ბანკსა და საქართველოს ბანკს", — მამუკა შურღაია, სილქ როუდ რიალ ისთეითის აღმასრულებელი დირექტორი.
"მოხარული ვარ აღვნიშნო გალტ & თაგარტის როლი სილქ როუდ რიალ ისთეითის ობლიგაციების პირველი ტრანშის განთავსებაში. ეს გალტ & თაგარტის, თიბისი კაპიტალის, სილქ ბანკისა და სილქ როუდ რიალ ისთეითის პირველი ერთობლივი ტრანზაქციაა. ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, კიდევ არა ერთი მსგავსი ინიციატივის განხორციელება მოხდება. ასევე, მსურს, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მორიგი წარმატება მივულოცო გალტ & თაგარტის მთელ გუნდს. გალტ & თაგარტი საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს, როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან", — ზურაბ ქოქოსაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.
"მოხარული ვართ, რომ „სილქ როუდ რიალ ისთეითის პირველადი ემისიის მხარდამჭერები ვართ და კომპანიას, კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში შევუწყეთ ხელი. სილქ როუდ ჯგუფისა და თიბისის პარტნიორობა 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ, უძრავი ქონების მიმართულებით, არაერთი მაღალი სტანდარტის პროექტი განვახორციელეთ ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში თიბისი კაპიტალი აქტიურადაა ჩართული, რითიც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს", — გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
"სილქ ბანკისთვის ისევე, როგორც სილქ როუდ რიალ ისთეითისთვის, აღნიშნული ემისია სადებიუტო იყო. მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა ჩვენი წვლილი შეგვეტანა აღნიშნულ ტრანზაქციაში. ჩვენთვის, როგორც სილქ როუდ ჯგუფში შემავალი ბანკისთვის, ორმაგად საამაყოა ემისიის წარმატებით განხორციელება", — ალექსი ხოროშვილი, სილქ ბანკის გენერალური დირექტორი.
სილქ როუდ რიალ ისთეითი, სილქ როუდ ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც თავისმხრივ ორ მიმართულებას აერთიანებს:
- Silk Development უზრუნველყოფს ახალი უძრავი ქონების პროექტების განვითარებას;
- Silk Hospitality მართავს უკვე დასრულებულ ობიექტებს.
სილქ როუდ რიალ ისთეითი ფლობს და წარმატებით მართავს რადისონის ბრენდის სასტუმროებს თბილისში, ბათუმსა და წინანდალში, ასევე წინანდალში სასტუმრო პარკ ჰოტელს, მრავალფუნქციურ კომპლექსს რესპუბლიკას თბილისში, გასართობ და საკონფერენციო სივრცეებს.
კომპანია ამჟამად მუშაობს ორი პროექტის განვითარებაზე — ხუთ-ვარსკვლავიანი სასტუმრო ტელეფრაფი თბილისის ცენტრში და საცხოვრებელი კომპლექსი ბოტანიკო აჭარაში. კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივების საერთო ღირებულება შეფასებულია 900 მილიონ ლარზე მეტად.
2005 წლიდან დღემდე, სილქ როუდ ჯგუფს, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებული აქვს ერთ მილიარდ აშშ დოლარამდე. ჯგუფის ინვესტიციები ასევე მოიცავს სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტს, ჰიდრო ელექტრო სადგურს ბახვში და სილქ ბანკს.
-
რეკორდულ ფასად გაყიდული T-rex-ის ნამარხები — რატომ არის ეს პრობლემა მეცნიერებისთვის რეკორდულ ფასად გაყიდული T-rex-ის ნამარხები — რატომ არის ეს პრობლემა მეცნიერებისთვის
გადახედვა
-
შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს
გადახედვა
-
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირმა მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 120 მილიონი ევრო გამოყო ევროკავშირმა მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 120 მილიონი ევრო გამოყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
-
მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
-
წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კიბერშეტევების გამო რუსეთს ერთობლივი სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კიბერშეტევების გამო რუსეთს ერთობლივი სანქციები დაუწესეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "თელავში ღვარცოფის დამცავი ნაგებობები 4 წლის წინ გაიწმინდა, ყველაფერი იყო მწყობრში" შალვა პაპუაშვილი: "თელავში ღვარცოფის დამცავი ნაგებობები 4 წლის წინ გაიწმინდა, ყველაფერი იყო მწყობრში"
გადახედვა
-
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
-
რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს? რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს?
გადახედვა
-
რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს? რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს?
გადახედვა
-
ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს
გადახედვა
-
რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე? რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე?
-
როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე? ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე?
-
როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს? როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს?
გადახედვა
-
"ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე "ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე
გადახედვა
კომენტარები