დმიტრო კულება

13 Apr. 2023, 14:46

საქართველო, უკრაინა, სირია და კვლავ უკრაინა — მოსკოვი ერთმანეთის მიყოლებით ახორციელებდა სასტიკ თავდასხმებს. დასავლეთში ბევრმა გადაწყვიტა დაეჯერებინა, რომ რუსებს "საკუთარი სიმართლე" ჰქონდათ. თუმცა ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ რუსეთი ყოველთვის ემზადებოდა დიდი იმპერიალისტური ომისთვის, რომლის საბოლოო მიზანი იყო მორიგი იალტის კონფერენციის ჩატარება, რათა ევროპა გავლენის სფეროებად დაეყო.

რუსეთი ყოველ ჯერზე მოქმედებდა იქ, სადაც დასავლეთს ეჭვი ეპარებოდა. როდესაც 2008 წელს შიშით გამოწვეული სიფრთხილით უკრაინისთვის და საქართველოსთვის NATO-ს კარი დაიხურა, რუსეთმა სწრაფად უპასუხა ორივე ქვეყანაზე თავდასხმით. რუსეთი იქცა მანიაკად, თუმცა, ზოგიერთმა ლიდერმა გადაწყვიტა, რომ საუკეთესო სტრატეგია მანიაკის ბედნიერად ქცევა იყო, მათ შორის, მისი პოტენციური მსხვერპლების დაუცველად დატოვება.

ვფიქრობ, ახლა ყველას გვესმის, რომ შიში არ არის სტრატეგია. დადგა დრო, განვავითაროთ უსაფრთხოების ყოვლისმომცველი ქსელი რეგიონის ყველა ქვეყნისთვის, რომელიც გრძნობს საფრთხეს მანიაკისგან. დადგა დრო, რომ შავი ზღვა იქცეს ბალტიის ზღვად — ნატოს ზღვად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნების სამდღიანი კენჭისყრა დასრულდა. რუსეთის ფედერაციის მე-9 მოწვევის სახელმწიფო…