აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა
"აი ფაქტის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა 6 დღის წინ შენიშნეს, რომ შავ ზღვაში, საქართველოს კონტროლირებად წყლებთან ახლოს რუსეთიდან წამოსული ტანკერი იდგა. რამდენიმე დღე აკვირდებოდნენ მის გადაადგილებას, 8 ივნისს კი ტანკერი ყულევის პორტში შემოვიდა.
ყულევის პორტში შემოსულმა ტანკერმა NEPHIRA-მ, დაახლოებით, 30 000 ტონა რუსული ნავთობპროდუქტი შემოიტანა. ჯერ უცნობია ვინ გამოგზავნა ეს ტვირთი და მიმღები ვინაა. თუმცა, ცნობილია, რომ NEPHIRA-მ ეს ტვირთი შუა ზღვაში, რუსეთის მიერ კონტროლირებად წყლებში, მძიმედ სანქცირებული გემიდან არაკანონიერი გზით გადატვირთა.
NEPHIRA-ს, ოფიციალურად, ნოვორასიისკის პორტში ყოფნა არ უფიქსირდება. 29 მაისს პორტთან ცარიელი მივიდა და მალევე რადარებიდან გაქრა. 1 ივნისს კი პორტთან ახლოსვე დაიტვირთა BOLTARIS-დან ნავთობპროდუქტით. ამ დროს ორივე გემს ტრანსპონდერი უმეტესად გათიშული აქვს და ორივე ერთი და იმავე მეთოდით აყალბებს კოორდინატებს: გადადიან ხმელეთზე და სინქრონულად მოძრაობენ წრეზე.
გადატვირთვის შემდეგ, 2 ივნისის საღამოს 23:10-ზე NEPHIRA ისევ რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიიდან გადასცემს სიგნალს და მალევე ქრება რადარებიდან. ამის შემდეგ პირველ სიგნალს საქართველოსთან მოახლოებისას, სოხუმის გასწვრივ, დილის 6 საათზე გადმოსცემს და ოფიციალურად აცხადებს, რომ ცარიელია. 3 ივნისს შემოდის საქართველოს კონტროლირებად წყალში და ამავე დღეს ცვლის დატვირთვის მაჩვენებელს (8.5-დან ხდება 13.2), რაც დატვირთვაზე მიუთითებს.
ტანკერი BOLTARIS (IMO: 9251456) 2025 წლის გაზაფხულიდან სანქცირებულია ევროკავშირის, ბრიტანეთის, კანადის, უკრაინის, შვეიცარიისა და ავსტრალიის მიერ. მან სახელი ექვსჯერ შეიცვალა, დროშა კი ათჯერ.
გემის მფლობელი და კომერციული მენეჯერია TRIDENT SERENITY LTD. მისი მისამართი სეიშელის კუნძულებზეა. ISM მენეჯერია MARITIME MAVEN MANAGEMENT LTD, რომლის მისამართიც გაერთიანებულ საამიროებშია (დუბაი). ოფიციალურ საიტებზე გემის დაზღვევა არ იძებნება.
უკრაინას BOLTARIS საეჭვო საქმიანობაში 2023 წლიდან ჰყავს შემჩნეული. მაშინ ამ გემმა, "როსნეფტის" 30 000 ტონა დიზელი წაიღო რუსეთის პორტ ტუაფსედან (Tuapse) არაბთა გაერთაინებულ საამიროებში. ტუაფსეს პორტში მდებარეობს სანქცირებული კომპანიის, PJSC Rosneft Oil Company-ის კუთვნილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და საზღვაო ტერმინალი.
BOLTARIS გემიდან გემზე გადატვირთვაში აქამდეც არაერთხელ არის შემჩნეული: მაგალითად, 2024 წლის სექტემბერში ტანკერ OSTRIA-სა და SKIRON-ს გადაულოცა ტვირთი.
VesselFinder-ის და Eqausis-ის მიხედვით, NEPHIRA 2009 წელს აშენებული გემია. ახლა პანამის დროშის ქვეშ ცურავს. ტანკერის მფლობელიც და მენეჯერი კომპანიებიც ბერძნული ELLI SHIPTRADE LTD და STAR MARINE MANAGEMENT INC-ა. NEPHIRA-ს 2026 წლის აპრილიდან აქვს Assuranceforeningen Gard — Norway-ის დაზღვევა. გემს 2025 წლის ივლისამდე ISE PRINCESS ერქვა და ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავდა. NEPHIRA-სთან დაკავშირებული კომპანიების მფლობელები ცნობილი არ არის, ასევე მათთან დაკავშირებით საეჭვო მონაცემები არ იძებნება.
"აი ფაქტი" წერს, რომ ამ ამბავზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართეს — ტელეფონზე უთხრეს, კითხვები წერილობით გაეგზავნათ. ასე მოიქცნენ, კითხვები ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნეს, თუმცა ჯერჯერობით, პასუხი არ გაუციათ.
სრულად პუბლიკაცია ნახეთ აქ.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები