კლასიკური ლიბერალიზმი — სოციალიზმისა და კაპიტალიზმის დასაბამი
ეძღვნება ადამ სმითს
ეკონომიკის საგნისადმი პარადოქსული დამოკიდებულება მაქვს. ერთი მხრივ, მას საერთოდ არ აღვიქვამ ზუსტ მეცნიერებად, რადგან ნებისმიერი დარგი, რომელიც სწავლობს ადამიანთა ურთიერთობას, თავიდანვე განწირულია არაზუსტობისთვის. მეორე მხრივ კი, სხვა „ჰუმანიტარული“ საგნებისგან განსხვავებით, ეკონომიკა ყველაზე ნაკლებად „ჰუმანიტარულია“. ამასთანავე ეკონომიკის საგანი უკიდურესად მნიშვნელოვანია ადამიანების ურთიერთობის, სოციუმებისა და, შესაბამისად, მათი ურთიერთობების შესასწავლად.
გარკვეული ეკონომიკური გარემოებები და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მნიშვნელოვნად განაპირობებს როგორც სოციუმის, ისე ცალკეული ინდივიდების ქცევას. ამასთანავე სოციუმებისა და ცალკეული ინდივიდების ქცევა განაპირობებს ეკონომიკურ გარემოებებს. ასე რომ, ეს საგანი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გემოვნებისთვის ზედმეტად „არაზუსტია“, მაინც უკიდურესი მნიშვნელობისაა, თუკი გვსურს, გავავლოთ მიზეზშედეგობრივი კავშირები და მიახლოებული სიზუსტით მაინც გვქონდეს წარმოდგენა, რატომ არის საზოგადოება ისეთი, როგორიც არის, და რა უნდა ვქნათ, რომ ის შეიცვალოს უკეთესობისკენ. ეს თავის დროზე ყველაზე უკეთ გააცნობიერა შოტლანდიელმა ფილოსოფოსმა ადამ სმითმა.
ბევრი მემარჯვენე ლიბერტარიანელი ადამ სმითს ხშირად კაპიტალიზმის ფუძემდებელს ეძახის, ხოლო თანამედროვე ლიბერტარიანელებს (ან ნეოლიბერალებს თუ სოციალისტი ხართ), მაგალითად, მილტონ ფრიდმანს, ეინ რენდსა და ფრიდრიხ ჰაიეკს, სმითის ინტელექტუალური მემკვიდრეობის დარაჯებს და კლასიკური ლიბერალიზმის გამგრძელებლებს ეძახიან. თამამად და გარკვეულწილად ქედმაღლურად ვიტყვი, რომ ასეთ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ, რა არის კლასიკური ლიბერალიზმი და რისი სწამდათ კლასიკურ ლიბერალებს.
პირველ ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ადამ სმითი ინდუსტრიულ რევოლუციამდე მოღვაწეობდა და მაშინ სიტყვა „კაპიტალიზმს“ ხშირი გამოყენება არ გააჩნდა. კლასიკური ლიბერალები, რომლებიც „განმანათლებლობის ეპოქაში“ მოღვაწობდნენ, ცდილობდნენ, ეთიკა და შესაბამისად სოციუმის ეთიკური წყობის იდეა დაემყარებინათ ემპირიულ, რაციონალურ მსჯელობასა და დაკვირვებაზე. ანუ, მარტივად რომ ვთქვა, ადამ სმითიც და სხვა ლიბერალებიც მსჯელობდნენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ეთიკური საზოგადოება, რა როლი უნდა ჰქონდეს მთავრობას და რა როლი უნდა ჰქონდეთ ცალკეულ ინდივიდებს.
მივუბრუნდეთ უშუალოდ ადამ სმითსა და მის ფილოსოფიას. ადამ სმითი თავის ნაშრომში „ერების სიმდიდრე“ (ინგ. Wealth of Nations) წერს, რომ ვაჭრობა, ანუ პროდუქტების გაცვლა, ძალიან ბუნებრივი მოვლენაა. ცალკეული ინდივიდები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მზად არიან, გაცვალონ ერთი ტიპის საქონელი სხვა საქონელში ან მის ფულად ექვივალენტში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანის ქცევას — ქმედება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ადამ სმითი იმასაც ამტკიცებს, რომ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება უმეტესწილად არ ეწინააღმდეგება საზოგადოებისა და სხვა ინდივიდების სურვილებს. ამ დებულებიდან გამომდინარეობს სმითის ეკონომიკური ნააზრევიც.
მაგალითისთვის, ის მიიჩნევდა, რომ შრომის გაყოფა და სპეციალიზაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების სტანდარტებს. ვიღაც, ვინც კარგად, ზედმიწევნით შეისწავლა პურის ცხობა ან ლუდის მოდუღება, უფრო მეტად იხეირებს, ვიდრე ადამიანი, რომელიც ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, თუმცა დახელოვნებული არცერთ საქმეში არ არის. სმითის მოსაზრებით, მთავრობამ არ უნდა ხელყოს ინდივიდების ნება, ივაჭრონ ერთმანეთში.
მემარჯვენე ლიბერტარიანელებს სმითის ზემოხსენებული დებულებები უქმნით წარმოდგენას, თითქოს ადამ სმითი რაღაც ლიბერტარიანელი გურუა. რაც მათ არ იციან ან იციან და განგებ არ ამბობენ, არის ის, რომ სმითის ფილოსოფია ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ეს აშკარა დებულებათა კრებული.
მაგალითად, ავიღოთ ცნობილი გამოთქმა, რომელსაც ლიბერტარიანელები ადამ სმითს მიაწერენ ხოლმე: „ბაზრის უხილავი ხელი“. საქმე ისაა, რომ ადამ სმითს ასეთი ფრაზა არასდროს უხსენებია. მან მხოლოდ ორჯერ მოიყვანა „უხილავი ხელის“ ცნება, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ლიბერტარიანელების წარმოდგენისგან. მათი თქმით, „ბაზრის უხილავი ხელი“ არის ის, რაც არეგულირებს ეკონომიკას, ანუ ულტრამემარჯვენეები და ლიბერტარიანელი ეკონომისტები: მილტონ ფრიდმანი, ფრიდრიხ ჰაიეკი და ა.შ მიიჩნევენ, რომ ვაჭრობა, პროდუქტებისა და კაპიტალის გადანაწილება თვითრეგულირებადია. ახლა, მოდით, ვნახოთ რა კონტექსტში ახსენებს ადამ სმითი „უხილავ ხელს“.
პირველად სმითი ამ ტერმინს იყენებს „მორალური სენტიმენტების თეორიაში“ და ამბობს შემდეგს:
„უცხოეთში წარმოების ნაცვლად შიდა წარმოების არჩევით, ის (მდიდარი) ფიქრობს მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებაზე და ინდუსტრიის ისე წარმართვით, რომ პროდუქტი იყოს ყველაზე მეტად ღირებული, ის ფიქრობს ისევ საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე და აქაც, როგორც სხვა შემთხვევებში, მას უხილავი ხელი მართავს“.
ადამ სმითი ჟან-ჟაკ რუსოს მსგავსად მიიჩნევდა, რომ ადამიანი თანდაყოლილად მიდრეკილია კოოპერაციისკენ და სოციალური კეთილდღეობა ცალკეული ინდივიდების ინტერესებშივე შედის.
ის ამტკიცებს, რომ დამსაქმებლები, რომლებიც დასაქმებულთა შრომის მოგებით ხეირობენ, მორალურად ვალდებულები არიან, მოგება შრომის პროპორციულად გაუნაწილონ დასაქმებულებს. სმითი კარგად ხვდებოდა, რომ საბაზრო პირობებში შრომის ობიექტური შეფასების კრიტერიუმი არ არსებობს. აი, მაგალითად, შესაძლებელია კომპანიაში ვიღაც საბუღალტრო საქმეს ასრულებს ან ვიღაც მენეჯერია (თანამედროვეობის მაგალითით რომ ვიმსჯელოთ), ხოლო ვიღაცები არასპეციალიზირებულ და/ან ფიზიკურ შრომას ეწევიან.
კომპანიისთვის სპეციალიზირებული შრომა, მსგავსად ბუღალტერული საქმიანობისა, და არასპეციალიზირებული შრომა თანაბრად მნიშვნელოვანია. თუმცა მაშინ, როცა მფლობელი შრომას საკუთარი ნებით აჯილდოებს, ცდილობს თავისთვის წაიღოს ყველაფერი, არასპეციალიზირებულ მუშახელს კი მინიმალური მისცეს. ის უსამართლოდ იქცევა. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე ადამ სმითმა შეიმუშავა „შრომის ფასის თეორია“, რომელიც მოგვიანებით მისმა მიმდევარმა, დევიდ რიკარდომ, განავითარა.
შრომის ფასის თეორიის მიხედვით, „დახვეწილ საზოგადოებაში“, სადაც კომპანიები არსებობს და ვაჭრობა პირდაპირ, მხოლოდ ინდივიდებს შორის არ მიმდინარეობს, მუშახელის შრომა უნდა განისაზღვროს პროდუქტის წარმოებისთვის საჭირო დროის, შრომის ოდენობისა და ამ შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციიდან მიღებული მოგების რაოდენობის მიხედვით. ანუ, დავუშვათ, თუ კომპანიაში ინვესტორმა ჩადო 100 ლარი და მოგვიანებით ამ კომპანიამ გააკეთა 1000 ლარი, მოგება (900 ლარი) უნდა გადანაწილდეს პროდუქტის წარმოებისთვის გაწეულ შრომაში. რაღაც ნაწილი შესაძლოა წავიდეს რეინვესტიციაში, თუმცა „ეთიკურ“, „დახვეწილ“ საზოგადოებაში ეს რეინვესტიცია შეთანხმებული უნდა იყოს დასაქმებულებთან.
როდესაც კარლ მარქსი (დიახ, კომუნისტი კარლ მარქსი) საუბრობს „შრომის ფასის კანონზე“, ის რეალურად ემყარება ადამ სმითისა და დევიდ რიკარდოს მოსაზრებებს. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ გარკვეულ პროდუქტს რეალურად უფრო მეტი ფასი აქვს ვიდრე მას ბაზარი განამწესებს, რადგან მარქსის აზრით, თავისუფალი ბაზარი, ინდუსტრიულ და აგრონომიულ სფეროებში შესრულებულ შრომას შესაფერისად არ აფასებს. ანუ მუშის და გლეხის გარეშე საზოგადოება ვერ იფუნქციონირებს, მიუხედავად ამისა მუშების და გლეხების შრომა ძალიან დაბალ-ანაზღაურებადია, მხოლოდ იმიტომ რომ ის არასპეციალიზირებული დასაქმებულის მიერ არის შესრულებული.
კოლექტივი და ცალკეული დამსაქმებელი უნდა ეცადოს, რომ სოციალურად სასარგებლო შრომა უფრო მეტად „დააფასოს“. ეს სენტიმენტი მარქსის ადრეულ ნაშრომებში ჩანს. მოგვიანებით კომუნისტურ მანიფესტში, რომელიც მან ფრიდრიხ ენგელსთან ერთად დაწერა, ის ამტკიცებს რომ სოციალურად სასარგებლო შრომა პროლეტარიატის დიქტატურამ უნდა განსაზღვროს, ანუ ცენტრალურმა მთავრობამ, რაც, ცხადია, რადიკალური გადახრაა სმითისა და რიკარდოს თეორიისგან. თუმცა მარქსის თავდაპირველი ხედვები პირდაპირ გამომდინარეობს კლასიკური ლიბერალიზმიდან.
რახან ცენტრალური მმართველობა ვახსენეთ, მგონი, ღირს, განვიხილოთ ადამ სმითის შეხედულება იმის შესახებ, თუ რა როლი უნდა ჰქონდეს მთავრობას საზოგადოებაში.
პოპულარული მოსაზრების თანახმად, კლასიკური ლიბერალები მთავრობას მხოლოდ რამდენიმე ფუნქციას აკისრებენ. ეს არის კერძო საკუთრების დაცვა, კანონის უზენაესობის შენარჩუნება და ინფრასტრუქტურის მშენებლობა. სინამდვილეში კი ადამ სმითი სახელმწიფოს უფრო მეტ როლს აკისრებს. ის, უბრალოდ, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მეირ ფულის უაზრო ფლანგვას სასახლეების აშენებაში, ომებსა და პროტექციონიზმში. სმითის მოსაზრებით, მთავრობა, რომელსაც მიზნად მხოლოდ კერძო საკუთრების დაცვა აქვს, რეალურად მდიდრებს (ანუ მათ ვისაც ეკუთვნის საწარმოო საშუალებები) იცავს ღარიბებისგან (ანუ მათგან ვისაც საკუთრება არ გააჩნიათ). მისი აზრით, საკუთრების მფლობელთა ინტერესებშივე უნდა შედიოდეს კეთილდღეობის გადანაწილება საზოგადოებაზე და „ეთიკური“ მფლობელი სწორედ ასე მოიქცევა. ადამ სმითის თქმით:
„ყველაფერი ჩვენთვის და არაფერი სხვისთვის არის კაცობრიობის ბატონების ველური მაქსიმა“.
„All for ourselves, and nothing for other people, seems, in every age of the world, to have been the vile maxim of the masters of mankind.“
სმითის მოსაზრებით, მაგალითად, ეთიკური მიწათმფლობელი ამ მიწის დამუშავებიდან მიღებულ მოგებას დასაქმებულზე ისე გადაანაწილებს, თითქოს დედამიწა ტოლ ნაკვეთებად ყოფილიყოს დანაწევრებული.
„ … divide with the poor the produce of all their improvements. They [owners] are led by an invisible hand to make nearly the same distribution of the necessaries of life which would have been made had the earth been divided into equal portions among all its inhabitants; and thus, without intending it, … advance the interest of the interest of the society, and afford means to the multiplication of the species.“
აქაც ვხვდებით ტერმინ „უხილავი ხელის“ გამოყენებას, ისევ განსხვავებულ კონტექსტში.
აღსანიშნავია, რომ სმითის ზემოხსენებული მოსაზრებები, ფაქტობრივად, უნივერსალურად იყო გაზიარებული სხვა კლასიკურ ლიბერალებს შორის. ის კი არა, რამდენიმე ფილოსოფოსი, მაგალითად, ჯონ სტიუარტ მილი, მიიჩნევდა, რომ განვითარებულ საზოგადოებაში შრომა შესრულდებოდა მუტუალიზმის პრინციპზე, ანუ კორპორაციებს მეტწილად დასაქმებულები წარმართავდნენ და მოგებასაც ერთმანეთში დემოკრატიულად გაიყოფდნენ.
ციტატებს ინგლისურადვე მოვიყვან. რა დასამალია და, თარგმნა რთული საქმეა, თან დასაზარიც:
„Hitherto there has been no alternative for those who lived by their labour, but that of labouring either each for himself alone, or for a master. But the civilizing and improving influences of association, and the efficiency and economy of production on a large scale, may be obtained without dividing the producers into two parties with hostile interests and feelings, the many who do the work being mere servants under the command of the one who supplies the funds, and having no interest of their own in the enterprise except to earn their wages... Relation of masters and work-people will be gradually superseded by partnership, in one of two forms: in some cases, association of the labourers with the capitalist; in others, and perhaps finally in all, association of labourers among themselves”.
(Principles of Political Economy with some of their Applications to Social Philosophy)
კლასიკოს ლიბერალთა მოსაზრებებიდან გამომდინარე, ფილოსოფოსებმა, როგორებიც იყვნენ პრუდჰონი და კროპტოკინი, ჩამოაყალიბეს ანარქო-სოციალიზმის სხვადასხვა თეორია, რომლებიც, მარქსისტული ხედვისგან განსხვავებით, სრულიად უარყოფდნენ სახელმწიფოს ცნებას.
მაშასადამე, ლიბერტარიანელი მოაზროვნეები: ჰაიეკი, ფრიდმანი და ეინ რენდი ნაკლებად იზიარებენ ადამ სმითის ფილოსოფიას. რეალურად მხოლოდ მის გარკვეულ ნაწილებს ეთანხმებიან, რადგან, იმავე ჰაიეკის მოსაზრებით, შრომას არ შეიძლება ობიექტური შეფასება მიეცეს. მისი აზრით, თავისუფალი ბაზარი განსაზღვრავს, რომელი პროდუქტია ყველაზე მეტად ღირებული. თუ დასაქმებულს სამუშაო პირობები არ მოსწონს, მან სხვა სამსახური უნდა ეძებოს, მუშახელზე მოთხოვნა კი განაპირობებს ისეთი ბიზნესების წარმოქმნას, რომელიც დასაქმებულის შრომას უფრო მეტ ფასს მიანიჭებს. ასე რომ, თანამედროვე მემარჯვენე ლიბერტარიანიზმი ადამ სმითის მხოლოდ ერთ მოსაზრებას იზიარებს, რომ ადამიანებს შორის ვაჭრობა სახელმწიფომ არ უნდა დათრგუნოს.
საინტერესოა ეინ რენდის ფილოსოფიაც, უფრო კონკრეტულად კი მისი „ობიექტურობის თეორია (ინგ.objectivism). აქ ეინ რენდი ჰაიეკის ეკონომიკური მოსაზრებებს უფრო ეთიკურ ელფერს სძენს. მისი მტკიცებით, წარმატებულ ინდივიდებს არ უნდა „რცხვენოდეთ“ ეგრედ წოდებული „მოგების მოტივის“. ანუ პიროვნება, რომელიც საკუთარ ინტერესებს საზოგადოების ინტერესებზე მაღლა აყენებს თუ ეს სხვა ადამიანებისთვის უსიამოვნებების შექმნასაც გულისხმობს, არ არის არაეთიკური ადამიანი. რენდისთვის პროგრესის ერთადერთი წყარო არის, ადამიანებს შორის ჭიდილი საკუთარი წარმატებისთვის. ეს „ეგოიზმი“ ან პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ქმედება ძალიან განსხვავებულია კლასიკური ლიბერალების შეხედულებებისგან.
საინტერესო ისაა, რომ ბევრი ლიბერტარიანელი ადამ სმითს ძალიან უარყოფითად აფასებს. მაგალითად, მიურეი როთბარდი თავის წიგნში “Economic Thought Before Adam Smith: An Austrian Perspective on the History of Economic Thought” ამტკიცებს, რომ მემარჯვენე ლიბერტარიანული ფილოსოფია და მოძრაობა ადამ სმითმა დათრგუნა და საფუძველი კაპიტალიზმს კი არა, სოციალიზმს დაუდო. ეს ცოტა თამამი ნათქვამია, მაგრამ როთბარდს ერთ რამეში ვეთანხმები; ადამ სმითი ნამდვილად არ არის მემარჯვენე ლიბერტარიანიზმის გურუ და მითუმეტეს „Laisez-faires ეკონომიკის“ ფუძემდებელი.
ასე რომ, ლიბერტარიანელებო, სანამ ადამ სმითის სადარაჯოზე დადგებოდეთ, ხოლო, სოციალისტებო, სანამ სმითს კაპიტალისტ ღორს შეარქმევდეთ, გირჩევთ, კარგად გადახედოთ მის ნამუშევრებს.
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
-
გადახედვავიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს ვიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს
-
გადახედვაჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა მაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა
-
გადახედვა"ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ "ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ
კომენტარები