NASA-ს მეცნიერი: ლაზერული გამწევი სისტემით, მარსამდე სამ დღეში მივაღწევთ
ნასაში ფიქრობენ, რომ საწვავზე მომუშავე რაკეტების მაგივრად, შესაძლებელია ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც კოსმოსში მხოლოდ სინათლის დახმარებით იმოძრავებს.
ფოტონური გამწევი სისტემა
კოსმოსის კვლევამ დიდი პროგრესი განიცადა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი კოსმოსური აპარატების სიჩქარეები საკმაოდ გვაფერხებს მეტად განვითარებაში. მეცნიერებს შეუძლიათ, ნაწილაკების თითქმის სინათლის სიჩქარემდე აჩქარება, თუმცა, დიდი ობიექტების (როგორიცაა კოსმოსური ზონდი) ასეთ სიჩქარეებზე აჩქარება, საკმაოდ ძნელია და ცალკე თემაა.
დღეს თანამედროვე აპარატს ყველაზე განვითარებული ტექნოლოგიებით, მარსამდე მისაღწევად 5 თვე სჭირდება, თუმცა, ნასას მეცნიერი ფილიპ ლუბინი ახალ სისტემას ავითარებს, რომელიც ზონდის ასამოძრავებლად ლაზერებს იყენებს. მას მიბმული აქვს უზარამზარი აფრები, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მარსს სულ რაღაც სამ დღეში მივაღწიოთ.
მოძრაობისთვის სისტემა იყენებს ფოტონების იმპულსს ზონდის ზემოთ ასამოძრავებლად. ამ სისტემაში გამოყენებული ფოტონები მზის სხივები არ იქნება. ეს გიგანტური ლაზერის მიერ გამოსხივებული ფოტონები იქნება.
ცოტა გიჟურად კი ჟღერს, მაგრამ, ზოგიერთ მეცნიერს თუ დავუჯერებთ, ის შესაძლებელია: „ბოლო დროინდელი წინსვლები ისეთია, რომლებიც სამეცნიერო ფანტასტიკას სამეცნიერო რეალობად აქცევს. არ არსებობს იმის მიზეზი, რომ ეს ვერ შევძლოთ“. - ამბობს ლუბინი.
სინათლით ფრენა
ტრადიციული კოსმოსური მოძრაობის სისტემები დამოკიდებულია იმ იმპულსზე, რომელიც წარმოიქმენბა რაკეტის საწვავის დაწვისას. ამ სისტემას საკუთარი საწვავის წყარო ამძიმებს, რის გამოც ის არაეფექტურია. ამის საპირისპიროდ კი, ფოტონური მოძრაობის სისტემა უმასო ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას იყენებს ობიექტების ასამოძრავებლად, რაც მის უპირატესობებს ნათელს ხდის.
Journal of the British Interplanetary Society-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში, ლუბინი ამბობს, რომ „ელექტრომაგნიტური აჩქარება მხოლოდ სინათლის სიჩქარით იზღუდება [სამყაროში ვერაფერი გადააჭარბებს სინათლის სიჩქარეს], ხოლო ქიმიურ სისტემებს ზღუდავს ქიმიური პროცესების ენერგია“.
ამ დრომდე ეს სისტემა მხოლოდ ლაბორატორიაში დაიტესტა და მოითხოვს ძალიან რთულ და ძვირიან აღჭურვილობას, როგორიცაა ზეგამტარი მაგნიტების რგოლი - ისეთი, როგორსაც დიდ ადრონულ კოლაიდერში იყენებენ. ამის გამო კოსმოსური მოგზაურობისთვის საჭირო ზომის ობიექტის შექმნა მეტად რთულია. თუმცა, თეორიულად, ფოტონური მოძრაობის სისტემა მუშაობს და მისი მიღწევა შესაძლებელია ადრე თუ გვიან.
მოკლედ რომ ვთქვათ, სისტემა მუშაობს, იმის გამო, რომ ფოტონებს აქვთ ენერგია და იმპულსი. ლუბინის გამოთვლებით, ამ სისტემას 100 კილოგრამიანი ობიექტის მარსამდე მიყვანა სამ დღეში შეუძლია. თუმცა, ამ სისტემის ნამდვილი ღირებულება გრძელვადიან კოსმოსურ მოგზაურობებშია, როდესაც სიჩქარე დროსთან ერთად იზრდება.
„დროა, ჩვენი სახლის მიღმა ეს გარდაუვალი მოგზაურობა დავიწყოთ“ - ამბობს ლუბინი.
უფრო მეტის გასაგებად, უყურეთ ამ ვიდეოს:
დისკუსია: როგორ ფიქრობთ, მოვესწრებით კოსმოსურ ტურიზმს?