გგონია, საოცნებო სამსახური არ არსებობს? — აშშ-ში დათვების პროფესიონალ ჩამხუტებლებს ეძებენ
რასაკვირველია, ყველა ადამიანს საკუთარი საოცნებო სამსახური აქვს, თუმცა, ვინ იტყოდა უარს, ბუთქუჩა დათვების პროფესიონალი ჩამხუტებელი გამხდარიყო?
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, სწორედ ამგვარი დასახელების ვაკანსია გამოაცხადა ცოტა ხნის წინ აშშ-ში ნიუ-მექსიკოს შტატის ველური ბუნების დაცვის დეპარტამენტმა. ვაკანსიის აღწერილობას თან ახლავს ფოტოები, თუ როგორ ეხუტებიან დეპარტამენტის თანამშრომლები ციცქნა ბელებს.
თუმცა, სულაც არ იფიქროთ, რომ მაინცდამაინც სერიოზული საქმის შემსრულებლებს არ ეძებენ — აკი ახსენეს კიდეც, პროფესიონალი ჩამხუტებელიო! აღნიშნულ პირს, როგორც ვიგებთ, უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებაში, ეკოლოგიაში ან მომინჯავე სფეროში. ამასთან, ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს მოეთხოვებათ რთულ გარემო პირობებში ლაშქრობის უნარი და დათვების ბუნაგში შეძრომის გამბედაობაც კი. ამის მიუხედავად, დეპარტამენტში დასძენენ, ამ უკანასკნელის გაკეთება რეკომენდებული არააო.
ცხადია, სამუშაოც არაა მარტივი — კონსერვაციის ოფიცრებს დეპარტამენტის წესების დაცვა, საზოგადოებაში ველური ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება და დაკვირვებების წარმოებაც ევალებათ. აი, ამ ყველაფრის შემდეგ კი, ჯამაგირთან ერთად, პატარა დათვებთან ჩახუტების შესაძლებლობასაც მიიღებთ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები