ნატო ტრამპის შემდეგ
„ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყველა თავის წინამორბედზე მეტად შეარყია ნატოს საფუძველი. კანდიდატ ტრამპის კრიტიკა, რომ ალიანსში ფისკალური წნეხი არათანაბრად ნაწილდება ალიანსის 70-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად არ გაჩენილა. თუმცა, ტრამპის განცხადება, რომ ნატო „მოძველებული“ ორგანიზაციაა, ევროპელ ლიდერებში დაბნეულობა გამოიწვია,“ - ამ შესავლით იწყება ატლანტიკური საბჭოს ორი მკვლევარის ალექსანდრ ვერშბოუს და ფაბრიც პოტიერის ესსე სახელად „ნატო და ტრამპი“.
ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ვერშბოუ და ნატოს პოლიტიკის დაგეგმვის ყოფილი მეთაური პორტიერი, ამავე ესსეში საუბრობენ კანდიდატ ტრამპის კიდევ ერთ განცხადებაზე, რომელმაც ერთნაირად დააფიქრა, როგორც ევროპელი, ასევე ამერიკელი ლიდერები. ნატოს მეხუთე მუხლის - კოლექტიური თავდაცვის გამოყენებაზე საუბრისას კანდიდატმა ტრამპმა განაცხადა, რომ ალიანსი მხოლოდ იმ ქვეყნების დასაცავად უნდა გაერთიანდეს, „ვინც ფინანსურ პასუხისმგებლობებს“ ასრულებს.
ავტორების შეფასებით, აქამდე არც ერთ ამერიკელ ლიდერს არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ ალიანსის ღირებულებები და „შეერთებული შტატების მიერ ევროპელი მოკავშირეების წინაშე აღებული ვალდებულებები.“ გლობალურ უსაფრთხოებაზე, ნატოს მომავალზე და ტრამპის ლიდერობის ქვეშ შეერთებული შტატების როლს მიეძღვნა ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებული კონფერენციაც.
კონფერენციაზე, რომელშიც ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები და ნატოს ყოფილი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ, საქართველოს საკითხი არაერთხელ გაჟღერდა. სამივე ქვეყნის მინისტრი ამბობს, რომ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აუცილებელია ნატოს გაფართოება შენარჩუნდეს.
„მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ, რომ საქართველოს ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია. მე, როგორც ესტონეთის თავდაცვის მინისტრს მესმის, რომ საქართველო და უკრაინა იხდიან ფასს იმისთვის, რომ ჩვენ ნატოს ჯარები გვიცავს. ჩვენ მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ მათთან. გახდებიან თუ არა საქართველო და უკრაინა ალიანსის სრულუფლებიანი წევრები პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. საქართველო მოწოდებულია გახდეს ნატოს წევრი, საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო მისიებში,“ - ამბობს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, მარგუს ცაკნა.
მინისტრი დასძენს, რომ გლობალურ უსაფრთხოებაზე საუბრისას ის არ წარმოადგენს 1,3 მილიონიან ესტონეთს, არამედ „600 მილიონიან თავდაცვის და უსაფრთხოების საზოგადოებას.“
ცაკნა, საერთაშორისო ფორუმებზე გამოსვლისას საქართველოს და უკრაინას ხშირად ახსენებს, რადგან: „ჩვენსავე ინტერესებში შედის რუსეთს რუხი ზონები არ დავაშვებინოთ. ჩვენ მოკავშირეების გვერდით უნდა დავდგეთ, იმის მიუხედავად რომ ჩვენი ზოგიერთი მეგობარი ალიანსის წევრი არ არის.“
ბალტიისპირელი მინისტრების აზრს იზიარებენ ნატოს ყოფილი მაღალჩინოსნები და ამბობენ, რომ ალიანსში ნატოს მიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც ახლა 29 ქვეყანამ უნდა მიიღოს.
ოთხვარსკვლავიანი გენერალი ფილიპ ბრიდლოვი ამბობს, რომ სამხედრო თვალსაზრისით, ალიანსის მისიებში საქართველოს მონაწილეობა სამაგალითოა.
„სამხედრო თავლსაზრისით, საქართველოს ნატოში უფრო მეტი წვლილი აქვს შეტანილი ვიდრე სარგებელი მიუღია. იყო დრო, როდესაც ვამბობდით, რომ ჩვენი ავღანეთის მისიისთვის ვიცე მეთაური რომ დაგვჭირვებოდა, აუცილებლად ქართველს შევარჩევდით,“ იხსენებს ბრიდლოვი, რომელიც ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი იყო ევროპაში.
ბრიდლოვის თქმით,საქართველოს სამხედრო ჩართულობა და მისი მმართველების პოლიტიკური სურვილი ეჭვგარეშეა. „ახლა ალიანსის ჯერია. იმ წევრებმა, რომლებიც ქართულ მიწაზე რუსული ჯარების ყოფნაზე ნერვიულობენ, უნდა მოიფიქრონ პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ ვიცი რომ სამხედრო თვალსაზრისით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რასაც ჩვენ მისგან ვითხოვდით.“
კონფერენციის მონაწილეები იმედისმომცემად აფასებენ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მიერ გაკეთებულ ნატოს მხარდამჭერ განცხადებას.
„ჩვენი მხარდაჭერა ნატოსადმი შეუცვლელია... ჩვენ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს ჩვენი მოკავშირეების მიმართ კოლექტიური თავდაცვის კუთხით. ამერიკის შეერთებულ შტატებს მტკიცედ სწამს... იმ პრინციპის, რომ ერთზე თავდასხმა არის თავდასხმა ყველას წინააღდეგ,“ - განაცხადა პენსმა.
ვიცე პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ნატოს ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას."მომავალში, არ შეიძლება მხოლოდ შიგნით ვიყურებოდეთ. ნატოს კარი ყოველთვის ღიად უნდა დარჩეს. ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენი უახლესი მოკავშირე მონტენეგროა, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, სურთ ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ალიანსში წვლილის შეტანა და ჩვენი ქვეყნებისთვის სურთ ნათელი მომავალი, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება, მათთვის კარი ღია უნდა იყოს,“ - აღნიშნა პენსმა.
ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტისთვის დეიმონ უილსონისთვის პენსის ეს განცხადება განსაკუთრებით ღირებულია, რადგან „ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა მკაფიოდ გამოხატა ნატოსადმი ერთგულება.“
მისი თქმით, უკანასკნელ პერიოდში ბევრი კითხვა ჩნდებოდა იმაზე, არის თუ არა შეერთებული შტატები მოწოდებული დაიცვას თავისი ვალდებულებები. „ვიცე-პრეზიდენტის განცხადება აჩვენებს ჩვენს ძლიერ მოწოდებას დავრჩეთ ალიანსის და ჩვენი მოკავშრეებისადმი ერთგულნი,“ამბობს უილსონი და დასძენს, რომ ნატოსთან ახლო თანამშრომლობა ერთ-ერთი იმ მცირე საკითხთაგანია, რომელსაც ამერიკის დაყოფილ პოლიტიკურ სპექტრში ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები