აუდიტორია 115: ფილარმონიაში მომხდარის გამო პარლამენტი ჩვენს კანონპროექტს აღარ განიხილავს
აუდიტორია 115-ის მტკიცებით, პარლამენტმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შესატანი კანონპროექტის განხილვა შეაჩერა და ამ გზით სტუდენტები დასაჯა მათი აქტივიზმის გამო. ამის შესახებ მოძრაობის წევრმა, გიორგი არობელიძემ, დღეს, 14 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
არობელიძის თქმით, 13 ივნისს, განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშსა და სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე, ერთ-ერთმა მონაწილემ წამოჭრა საკითხი აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მარიამ ჯაშმა პირდაპირ თქვა, რომ კანონპროექტი არ გავა და აუდიტორია 115 ამით დაისჯება იმის გამო, რომ სხვადასხვა მხრივ აქტიურობდა.
"მარიამ ჯაშმა ფილარმონიაში, კონსტიტუციის პროექტის განხილვის ჩაშლაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ამის შემდეგ მის კოლეგებში ვერ ნახავს ვერც ერთ თანამონაწილეს, რომელიც ამ კანონპროექტს განიხილავს," - ყვება On.ge-სთან პაატა ნინუა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.
On.ge დაუკავშირდა მარიამ ჯაშს, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე თავის პოზიციას დღეს ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე გააჟღერებს.
რამდენიმე თვიანი პროტესტის შემდეგ, აუდიტორია 115-ის მოთხოვნები დაკმაყოფილდა. 7 მარტს, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ განათლების საკითხების კომიტეტმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შესატან კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა. კანონპროექტი სრულად ითვალისწინებს სტუდენტების მოთხოვნებს გარდა იმისა, რომ სტუდენტური თვითმმართველობა არ გაუქმდება და თითოეულ უნივერსიტეტში დარჩება სტუდენტების წარმომადგენლობის ერთი ორგანიზაცია, თუმცა ის უნივერსიტეტის დონეზე, სტუდენტების მიერ დარეგულირდება.
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
კომენტარები