მაია კოპალეიშვილი

6 Mar. 2023, 15:07

ხალხის ძალის მიერ ინიცირებული ორივე კანონპროექტი, კანონად ქცევის შემთხვევაში, ანტიკონსტიტუციურია!

კანონპროექტების ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტები) მუხლობრივ განხილვაში ამ ეტაპზე არ შევალ. ამის ფორმატი აქ არ არის.

ამასთან, აღვნიშნავ, რომ სრულიად ორივე კანონი ცალ-ცალკე, თუ ერთმანეთთან სინთეზში, არის ანტიკონსტიტუციური. მათი გაერთიანებულ კანონად თუ ცალ-ცალკე კანონებად ქცევის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა დადგეს არა რომელიმე ნორმის, არამედ მთელი კანონის კონსტიტუციურობის საკითხი, რადგან ის წესრიგი, რომლის დადგენასაც ეს კანონპროექტები დამოუკიდებლად თუ სინთეზში ითვალისწინებენ, არის ანტიკონსტიტუციური. და, თუ რატომაა ანტიკონსტიტუციური, ობიექტურ მკითხველს, რომელმაც მინიმალურ დონეზე მაინც იცის, თუ რა არის ხარისხიანი კანონი, შეუძლია წაიკითხოს ეს კანონპროექტები და დასკვნები გამოიტანოს.
მანამდე კი მოკლე ანალიზის სახით გეტყვით, რომ კანონპროექტები თავისი არსით ეწინააღმდეგებიან არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, არამედ საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს, სულისკვეთებას, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, გაერთიანებების თავისუფლების გაგებას. კანონპროექტები ითვალისწინებენ ისეთი რეგულირებების შემოტანას, რომლებიც არ პასუხობენ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს კანონის სამართლიანობის, ნორმის განჭვრეტადობის შესახებ.

შეიცავენ ბუნდოვან და დისკრიმინაციულ დებულებებს, რაც პრაქტიკაში გამოიწვევს საკითხის უსამართლოდ გადაწყვეტას. კანონპროექტების კანონად ქცევის შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები იძენენ განუსაზღვრელ უფლებამოსილებას შეზღუდონ ადამიანის უფლებები, კანონპროექტი უბიძგებს ადამიანებს დაუბრუნდნენ ავადსახსენებელ მე-20 საუკუნის 30-იან წლებს — აცოცხლებს ე.წ. დასმენის ინსტიტუტს (მაგ. "მონიტორინგის დაწყების საფუძველია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას"), ითვალისწინებს აგენტად გამოცხადებული ორგანიზაციის ყველა რიგითი თანამშრომლის პერსონალური ინფორმაციის გენერალურ პროკურატურაში წარდგენას ("იურიდიულ პირში ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერ სხვაგვარ გაერთიანებაში დასაქმებული ყველა პირის ვინაობა"), ერთი კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ და მეორე ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობის დამდგენი ოდენობები ჩადენილი ქმედების არაპროპორციულია და სხვა. რომელი ერთი შეიძლება რომ ჩამოვთვალო!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. პაატა ბურჭულაძე: ჩემი ასაკიდან გამომდინარე ამ ორმა “დიდად პატივცემულმა” პროკურორმა ხელმოსაწერად მოგართვათ ჩემი ნეკროლოგი
  2. იაპონელი მოგზაურს ქობულეთში ველოსიპედი მოჰპარეს, რომლითაც მსოფლიო შემოიარა
  3. მიტროპოლიტი ისაია: "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს, განწირულის სულისკვეთება"
  4. შალვა ნათელაშვილი: პატრიარქის არჩევას ესწრება, ქვეყნის მთავარი ოკუპანტის, პრეზიდენტ პუტინის მთელი სპეცსამსახური
  5. თბილისის მეტროს პირველი ხაზი გაჩერებულია — მეტრო "300 არაგველის" ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლონდონის სამეფო ოპერის თეატრმა კირ სტარმერს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა

ლონდონის სამეფო ოპერის თეატრმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, კირ სტარმერს მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის საქმეში…