ჩაშლილი მუსიკალური ფესტივალის მონაწილე ბენდი: შოკისმომგვრელი იყო პოლიციის უმოქმედობა
უკრაინაინული მეტალ ბენდი JINJER ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დღეს, 4 ივნისს, თბილისში, სასულიერო პირებისა და მრევლის მიერ Tilisi Jem Fest 2016-ის ჩაშლის შემდეგ წერს, რომ ისინი შოკირებულნი არიან ფესტივალზე "ფანატიკოსთა თავდასხმითა და პოლიციელთა უმოქმედობით":
"მეგობრებო, ცუდი ამბავი, რომელიც უნდა გაგიზიაროთ!
პირველად მრავალი წლის განმავლობაში, JINJER–ის პერფორმანსი რელიგიური ფანატიკოსების თავდასხმის გამო შეწყდა. Tbilisi JAM Fest ჩაიშალა, რადგან მონასტერი მდებარეობს ფესტივალის ადგილიდან 1 კილომეტრში, მღვდლებმა ფესტივალის ტერიტორიაზე მოიყვანეს გაბრაზებულ მორწმუნეთა ჯგუფი. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალს ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყველა საჭირო ნებართვა ჰქონდა, ფანატიკოსებმა გაგვითიშეს შუქი. ყველაზე შოკისმომგვრელი იყო ის, რომ პოლიცია შორიახლოს იდგა და უყურებდა. სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ საქართველოში, რომელიც ცივილიზებული ჩანდა, რელიგიას უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე კანონს. იმედი გვაქვს ფესტივალის ორგანიზატორები მოძებნიან ალტერნატიულ ადგილს და ჩვენ შევძლებთ მსმენელისთვის დაკვრას უკრაინაში გამოფრენამდე".
ფესტივალზე მყოფმა ერთ–ერთმა პირმა, ცვატა ბერძენიშვილმა On.ge-ს განუცხადა, რომ სასულიერო პირები და მათთან ერთად მყოფი მოქალაქეები, კონცერტის შეწყვეტას ითხოვდნენ, მათი მთავარი არგუმენტი კი ის იყო, რომ "ახლოს სასაფლაოა" და "მუსიკის ხმა ეკლესიამდე ისმის".
სასულიერო პირების მისვლიდან მალევე, ადგილზე გაითიშა ელექტროენერგია და კონცერტი შეწყდა.
ფესტივალზე დასწრების ღირებულება 30–დან 80 ლარამდე მერყეობდა. ღონისძიების ფარგლებში მსმენელის წინაშე შემდეგი შემსრულებლები უნდა გამოსულიყვნენ:
4 ივნისი
- xResistenciAx [ge]
- EUPHORIA [am]
- PYRAWEED [az]
- E.T.C. [ge]
- DAGDAGANI [ge]
- SUMMONED TIDE [swe]
- DISMORIAL [ge]
- JINJER [ua]
5 ივნისი
- THIRD SIDE JUSTICE [ge]
- INFADUS [ge]
- NAIRI [am]
- PERFECT LEGACY [am]
- MENTALISTY [ge]
- SERUMHATRED [az]
- WALKWAYS [il]
- TIAMAT [swe]
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
კომენტარები