NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთი ქვეთავი უსაფრთხოების საკითხებს ეხება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მოსახლეობის მეოთხედი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

  • თბილისში მცხოვრები მოქალაქეების 40% კი საჯარო ადგილებში თავს დაუცველად გრძნობს, განსაკუთრებით — ქალები.

დეტალები: გამოკითხული ქალების 46% ამბობს, რომ ქუჩაში, პარკში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გაჩერებებზე, კაფესა და რესტორანში დაუცველია.

  • კაცების შემთხვევაში ანალოგიური მაჩვენებელი 24%-ია.

მეთოდოლოგია: კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ და დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

  • საველე სამუშაოების პერიოდი 2022 წლის 3-20 დეკემბერი იყო, რა დროსაც პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 2 519 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა.
  • წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) განხორციელდა.
  • საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%, თუმცა ის იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.