იმისათვის რომ 21-ე საუკუნეში წარმატებას მიაღწიო, კომუნიკაციის უნარების მუდმივი განვითარება აუცილებელი პირობაა. ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა და აბიტურიენტების კლუბი წარმოგიდგენთ ტრენინგ-კურსს — საკომუნიკაციო უნარების განვითარება.

კურსი მოიცავს ოთხ 2 საათიან შეხვედრას:

  • 4 თებერვალი: გაცნობითი შეხვედრა, SMART მიზნები, პირადი SWOT ანალიზი და მისი გამოყენება კარიერული განვითარების პროცესში;
  • 11 თებერვალი: CV, სამოტივაციო წერილი და გასაუბრება;
  • 18 თებერვალი: პრეზენტაციის ტექნიკები და საჯარო გამოსვლის ხელოვნება;
  • 25 თებერვალი: Google/One Drive ონლაინ სერვისები.

ტრენინგ-კურსს გაუძღვება მურო თაკალანძე, გაეროს ასოციაციის კომუნიკაციის მენეჯერი, სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი. ამავდროულად, იგი 2018 წლიდან იკავებდა და იკავებს სხვადასხვა აკადემიურ თანამდებობას.

კურსი დაფინანსებულია ალტე უნივერსიტეტის მიერ, დარეგისტრირდი 2 თებერვლამდე: https://forms.office.com/e/rNJaA5W6W6

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

თუ ჯერ არ ხარ აბიტურიენტების კლუბის წევრი, შემოგვიერთდი: https://www.facebook.com/groups/abiturientebisklubi/