ეს გაველია, გერმანული ნაგაზი, რომელსაც ავსტრალიაში, ქვინსლენდის პოლიციაში წრთვნიდნენ. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს ლეკვი, პოლიციური საქმიანობისთვის ზედმეტად კეთილი და საყვარელია. ის გამუდმებით თამაშობდა და ყველა ადამიანთან ურთიერთობდა.

ამ თვისებების გამო გაველი პოლიციიდან დაითხოვეს. როგორც ჩანს, სამართალდამცველებს კრიმინალთან საბრძოლველად ოდნავ ავი ოთხფეხა კოლეგა სჭირდებათ.

გაველი ქვინსლენდი გუბერნატორის აპარატმა იშვილა და უფრო მეტიც, მას მეფისნაცვლის ძაღლის ტიტულიც მისცეს.

ახლა ის ასე ცხოვრობს:

ოფიციალურ შეხვედრებზე დადის

გარემოზე ზრუნავს

გუბერნატორის სახლს ყარაულობს

New coat #Gavel #ViceRegalDog #VRDGavel #newcoatfeels #debonair

A post shared by Governor of Queensland (@qldgovernor) on

განსაკუთრებით კი ეზო უყვარს

Overseeing final preparations ahead of Open Day tomorrow #Gavel #Fernberg #OpenDay #BrisbaneAnyDay #Brisbane

A post shared by Governor of Queensland (@qldgovernor) on

იმედია გაველს ძველი თანამშრომლები არ დაივიწყებენ და ხშირად ესტუმრებიან.