6 ეფექტიანი გზა მეხსიერების გაუარესების პრევენციისთვის — 10-წლიანი კვლევის შედეგი
ჯანსაღი ცხოვრების წესის კომბინაცია, როგორიცაა კარგად კვება, რეგულარული ვარჯიში, სხვადსხვა თამაში და კვირაში ორჯერ სოციალიზაცია, მეხსიერების დაქვეითების ტემპს ანელებს. ეს ასევე ამცირებს დემენციის განვითარების რისკებს.
მეხსიერება ყოველდღიური ცხოვრების ფუნდამენტური ფუნქციაა, რომელიც მცირდება ასაკის მატებასთან ერთად, რაც აუარესებს ცხოვრების ხარისხს და პროდუქტიულობას. შესაბამისად, იზრდება დემენციის რისკი.
აქამდე წინა კვლევების მტკიცებულებები არასაკმარისი იყო ჯანსაღი ცხოვრების პირდაპირ მეხსიერებასთან დასაკავშირებლად. თუმცა, ახლა ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ ჯანსაღი ცხოვრება პირდაპირ დაკავშირებულია მეხსიერების დაქვეითების შენელებასთან.
"ჯანსაღი ცხოვრების ერთობლიობა ასოცირდება მეხსიერების დაქვეითების ნელ ტემპთან. ეს ჩვენ კვლევით დავინახეთ", — წერენ BMJ-ში პეკინის ნევროლოგიური დარღვევების ეროვნული ცენტრის მკვლევრები.
მკვლევრებმა გააანალიზეს 60 წლის ზემოთ მყოფი 29 000 ადამიანის კოგნიტური ფუნქციები. 2009 წელს კვლევის დასაწყისში მეხსიერების ფუნქცია გაიზომა ტესტების გამოყენებით და ადამიანები შემოწმდნენ APOE გენზე, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების ყველაზე ძლიერი რისკ-ფაქტორად ითვლება. შემდეგ სუბიექტებს აკვირდებოდნენ 10 წლის განმავლობაში პერიოდული შეფასებებით.
გამოითვალა ჯანსაღი ცხოვრების წესის ქულა, რომელიც აერთიანებს ექვს ფაქტორს: ჯანსაღი კვება, რეგულარული ვარჯიში, აქტიური სოციალური კონტაქტები, შემეცნებითი აქტივობა, არამწეველი და რაც შეიძლება ნაკლები ალკოჰოლი.
მათი ქულების მიხედვით, ნულიდან ექვსამდე, მონაწილეები მოხვდნენ ცხოვრების სტილის ჯგუფებში: ხელსაყრელი (ოთხი-ექვსი ჯანსაღი ფაქტორი), საშუალო (ორი-სამი ჯანსაღი ფაქტორი) ან არახელსაყრელი (0-დან 1 ჯანსაღი ფაქტორი).
ჯანსაღი დიეტა განისაზღვრა შემდეგი საკვებიდან: ხილი, ბოსტნეული, თევზი, ხორცი, რძის პროდუქტები, მარილი, ზეთი, კვერცხი, მარცვლეული, პარკოსნები, თხილი და ჩაი.
კვირაში ორჯერ მაინც წერა, კითხვა, კარტის ან სხვა თამაშები ჯანსაღი ქცევის მეორე ფაქტორად ჩაითვალა.
სხვა მხრივ ყურადღება მიექცა ალკოჰოლის მოხმარებას, კვირაში 150 წუთზე მეტ ვარჯიშს და მწეველობას.
სოციალური კონტაქტები კვირაში ორჯერ მაინც იყო მეექვსე ფაქტორი, მათ შორის ისეთი აქტივობები, როგორიცაა ოჯახისა და მეგობრების მონახულება, შეხვედრებზე დასწრება ან წვეულებებზე სიარული.
ფაქტორების გაანგარიშების შემდეგ, რომლებიც გავლენას ახდენს შედეგებზე, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ თითოეული ინდივიდუალური ჯანსაღი ქცევა ასოცირდება მეხსიერების საშუალოზე ნელა დაქვეითებასთან 10 წლის განმავლობაში.
ფაქტორების გაანგარიშების შემდეგ, რომლებიც გავლენას ახდენენ შედეგებზე, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ თითოეული ინდივიდუალური ჯანსაღი ქცევა ასოცირდება მეხსიერების საშუალოზე ნელა დაქვეითებასთან.
ჯანსაღი დიეტა ყველაზე დიდ გავლენას ახდენდა მეხსიერების დაქვეითების შენელებაზე, რასაც მოჰყვა კოგნიტური აქტივობა და შემდეგ ფიზიკური ვარჯიში.
მეტიც, გამოვლინდა, რომ APOE გენის მქონე ადამიანებს, რომლებსაც მთლიანობაში ჯანსაღი ცხოვრება ჰქონდათ, მეხსიერების პრობლემებს ნაკლებად განიცდიდნენ.
საერთო ჯამში, ოთხიდან ექვსი ჯანსაღი ქცევის პირებს 90%-ით ნაკლები შანსი ჰქონდათ დემენციის განვითარების. მეორეს მხრივ, ორიდან სამი ჯანსაღი ქცევის ზრდასრულებში დემენციის განვითარების შანსები 30%-ით მცირდებოდა.
დოქტორ სიუზან მიტჩელმა, ალცჰაიმერის კვლევის ხელმძღვანელმა, თქვა: "ეს არის კარგად ჩატარებული კვლევა, რომელიც აკვირდებოდა ადამიანებს დიდი ხნის განმავლობაში და გვმატებს არსებით მტკიცებულებებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ხელს უწყობს მეხსიერების და აზროვნების შენარჩუნებას".
"სამწუხაროდ ცოტა ჩვენგანმა თუ იცის, რომ არსებობს ნაბიჯები, რისი გადადგმაც ყველას შეგვიძლია, რათა შევამციროთ დემენციის განვითარების შანსები", — აღნიშნულია კვლევაში.
კომენტარები