ლევან ხაბეიშვილი

24 Jan. 2023, 23:46

ყველა რაიონში და რეგიონში გაიხსნება მიშას გათავისუფლების ოფისები, აბსოლუტურად ყველგან გაკეთდება ეს. მეორე, ვაპირებ კოალიციის გაკეთებას ქართველ ხალხთან და არა კაბინეტ-კაბინეტ პოლიტიკოსებთან სიარულს და მესამე, მნიშვნელოვან რამეს გეტყვით — არ ვაპირებ, ადამიანები სხვადასხვა ქალაქებში ჩავიყვანო სასეირნოდ და არ ვაპირებ, რომ კონკრეტული ბარიკადი, რომელიც შეგხვდება და იქნება წინააღმდეგობები, ხელები ჩამოვუშვა და ვთქვათ, რომ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, კანონს ვერ დავარღვევთ.

ხელისუფლება არის უკვე კანონგარეშე, რუსულ ოცნებას გამოცხადებული აქვს თავისი ღია მხარდაჭერა რუსებისთვის, ევროპელი პარტნიორები ელოდებიან ჩვენგან მოქმედებას და გაკვირვებულები არიან, რომ ხელისუფლება მხარს უჭერს რუსებს და როცა კანონგარეშეა, ფაქტობრივად, ხელისუფლება და როცა ოლიგარქიაზეა საუბარი და ევროკავშირსა და ჩვენს შორის დგას ბიძინა ივანიშვილი, მგონია, რომ ყველა მოქმედება ჩვენი მხრიდან იქნება ლეგიტიმური და არ ვაპირებ, მათ შორის, ფიზიკურად დავიხიო უკან და ის ბარიკადი, რაც იქნება ჩვენს წინ, არ გადავლახო

[...] თუ საჭირო გახდა, ამასაც [შევვარდებით და ფიზიკურად გამოვიხსნით] გავაკეთებთ, ნუ გგონიათ, რომ ან ამაზე არ წავალთ, ან ამას არ გავაკეთებთ. საუბარია მიშას ბედზე და ჩვენს მომავალზე, პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ მიიღებენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  3. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
  4. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
  5. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ელჩი: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე

ყოველწლიურად, ევროპის დღეს, ჩვენ ვზეიმობთ ევროინტეგრაციის საოცარი გზის, განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე,…