თიბისი სტარტაპერი და LAAP STUDIO მცირე ბიზნესების მხარდასაჭერად პარტნიორობას იწყებენ
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების მიზნით, თიბისი სტარტაპერმა და კომერციული ფოტოგრაფიის სტუდია LAAP STUDIO-მ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროექტი წამოიწყეს. თიბისის პროექტი სტარტაპერი სტარტაპ კურსის მონაწილე სამ გამორჩეულ ბიზნესს — თაიას, N9 Gallery-სა და ჩინის — საკომუნიკაციო კამპანიას უგეგმავს, რომლის ფარგლებში საჭირო ყველა ტიპის კონტენტს LAAP STUDIO სრულიად უსასყიდლოდ იღებს.
LAAP Studio ხუთი წლის წინ დაარსდა და, როგორც დამფუძნებელი მისი ავთანდილ გასვიანი აღნიშნავს, ერთ-ერთი პირველი ფოტოსტუდია იყო, რომელიც კომერციულ ფოტოგრაფიაში სპეციალიზირდებოდა. კომპანია დღეს სრულფასოვანი ფოტო/ვიდეო სტუდიაა. LAAP STUDIO-ს გუნდი 20-მდე ადამიანისაგან შედგება და პროექტის სრული ციკლი ერთ სივრცეში ხდება — კონცეფციის მოფიქრებიდან აღსრულებამდე. საბოლოოდ კი გუნდი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდებისთვის მაღალი ხარისხის, პროფესიონალურ ვიზუალურ კონტენტს ქმნის.
სწორედ ვიზუალური კონტენტია ის, რასაც მომხმარებელი პირველ რიგში ხედავს, როცა მისთვის საინტერესო პროდუქტს ეძებს. ამ მასალების დახმარებით ექმნება მას წარმოდგენა როგორც პროდუქციაზე, ისე მთლიანად – ბრენდზე, შესაბამისად, მაღალი ხარისხის, ყველასგან გამორჩეული ფოტო და ვიდეო მასალების შექმნას განსაკუთრებული ხედვა, ცოდნა, გამოცდილება და რესურსი სჭირდება.
"ბაზარზე მრავალი ტიპის სტარტაპს შეხვდებით — ისინი მართლაც გამორჩეულ პროდუქტებს ქმნიან და ამავე დროს, ბევრ გამოწვევას აწყდებიან, განსაკუთრებით — საწყის ეტაპზე. მათ კონკურენციის გაწევა უწევთ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბრენდებთან, მაგრამ, როგორც წესი, დიდი მარკეტინგული კამპანიებისთვის საჭირო ბიუჯეტი არ აქვთ. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ უწყვეტი კომუნიკაციისთვის ფოტომასალებიც მუდმივად უნდა ახლდებოდეს, შესაბამისად, მათ არ აქვთ რესურსი, სტუდიებს სისტემატურად დაუკვეთონ პროფესიონალური ფოტომომსახურება — ეს დიდ კომპანიებს შეუძლიათ, ამიტომაც ძალიან სასიხარულოა, რომ ვიწყებთ ამ პროექტს და შესაძლებლობა გვაქვს, სტარტაპებს დავუჭიროთ მხარი", — აღნიშნავს ავთანდილ გასვიანი.
ახალბედა მეწარმეების მხარდაჭერის სურვილით გადაწყვიტეს, აქტიურად დაეწყოთ თანამშრომლობა სტარტაპერთან და პროექტში ჩართული მცირე ბიზნესებისთვის შეეთავაზებინათ პროდუქტის ფოტოსესია, საიმიჯო პრინტ კამპანია, კატალოგისთვის ფოტოსესია და სხვა სერვისები, რომლებიც ბიზნესისთვის საწყის ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
“თიბისიმ პროექტით სტარტაპერი საფუძველი ჩაუყარა ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას. ვფიქრობ, ეს პროექტი მნიშნელოვან საქმეს ემსახურება და ძალიან ეხმარება ანტრეპრენერებს განვითარებაში. ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა კი, ვფიქრობ, სასარგებლო იქნება როგორც მთლიანი ეკოსისტემისთვის, ასევე კონკრეტული სტარტაპებისთვის, რადგან ვიზუალური კონტენტი მათი წარმატებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს”, — ამბობს ავთანდილი.
LAAP STUDIO-მ უკვე გადაიღო პირველი სტარტაპის, თაიას, პროდუქტები — ქართული ეთნო სახლების მცირე მოდელები. პროექტის ფარგლებში, სტუდია სტარტაპისთვის მრავალფეროვანი კონტენტის ნაკრებს ქმნის. ნაკრები მოიცავს როგორც პროდუქტის სტანდარტულ ფოტოებს, რომლებიც პორტფოლიოსთვის ან სოციალური ქსელებისთვისაა განკუთვნილი, ისე გაყიდვებზე ორიენტირებულ ფოტომასალას — სხვადასხვა განწყობითა და სტილით. ამასთან, იქმნება სტოპმოუშენ კონტენტი, რომელშიც ნაჩვენებია პროდუქტის შექმნის პროცესი და ნაკრების ნაწილია მცირე ვიდეოც, რომელიც მნახველებს სტარტაპის ისტორიას გააცნობს. კონტენტის ნაკრები, ამ ეტაპზე, შეიქმნება N9 Gallery-ისთვის, რომელიც საგამოფენო სივრცეა ახალგაზრდა არტისტებისთვის და ჩინისთვის, რომელიც ჩემოდნებისთვის გამორჩეული ესთეტიკის გარსაცმებს ქმნის.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები და ბიზნესი ვითარდებოდეს. ჩვენ ყველა ბრენდი თუ პიროვნება გვახსოვს, რომლებმაც ხუთი წლის წინ მხარი დაგვიჭირეს. ვიცით, როგორი ბარიერების გადალახვა უწევთ ახალბედა მეწარმეებს, როცა ბიზნესს აარსებენ. ხუთი წლის თავზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენმა სტუდიამ პროდუქციის ფოტოგრაფიის ინდუსტრიის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა, თანდათან ამაღლდა ინფორმირებულობის დონეც ამ მიმართულებით და ახლა უფრო ბევრმა იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის პროფესიონალური ვიზუალური მასალა. ამიტომ, ამჯერად ჩვენი სურვილია, დავეხმაროთ ახალბედა სტარტაპერებს. გვინდა, ჩვენი გამოცდილებით სხვებსაც მოვუტანოთ წარმატება", — ამბობს ავთანდილ გასვიანი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები