რას ამბობს საია 5 ივლისის საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე
ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / Euronews Georgia
არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, პრორუსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა და სასულიერო პირებმა დააორგანიზეს ძალადობა — აქტივისტების ოფისები დაარბიეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს.
- ამ დრომდე დანაშაულის ორგანიზატორები არ დასჯილან და ახალ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობენ.
- საქალაქო სასამართლოს მიერ 4 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, 5 ივლისს დაკავებულ 6 პირს 5-5-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.
- დღეს, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულები ჯგუფურ ძალადობაში გაამართლა და სასჯელი შეუმცირა.
- პროკურატურა სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაესში გაასაჩივრებს.
დეტალები: საიას შეფასებით, სააპელაციოს გადაწყვეტილება სიძულვილის ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე, დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთ მაგალითია.
- მათივე თქმით, ამაში უპირველესი როლი შსს-ს და პროკურატურას მიუძღვით, როგორც გამოძიების წარმართვასა და ბრალის წარდგენაზე უფლებამოსილ ორგანოებს.
- "მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთობლიობაში ზურაბ მახარაძისა და სხვა პირთა მხრიდან განხორციელებული ქმედება, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მათ წინააღმდეგ პროცესები არ მიმდინარეობდა, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქმედებად შეაფასა", — ნათქვამია განცხადებაში.
- მათი განცხადებით, სასამართლომ საკითხის შეფასების დროს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ონლაინ გამოცემა პუბლიკადან გამოთხოვილ ინფორმაციასა და ვიდეო ჩანაწერზე.
- საია ამბობს, რომ მტკიცებულებები ასახავს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ აქციის მონაწილეები 5 ივლისს, სტუდიაში მიმდინარეობს საუბარი 4 პირს შორის: ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი მარტინენკო და გიორგი ქარდავა.
- ორგანიზაციის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა სააპელაციოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, უწყებას ძალადობაზე ხელს დაფარებაში ადანაშაულებს.
საიას განცხადებით, მახარაძის, შოთა და ირაკლი მარტინენკოსა და ქარდავას მიმართ დევნის დაწყებას არაერთხელ ითხოვდა, როგორც საჯაროდ, ასევე, პროკურატურასთან კორესპონდენციისას.
- მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის თქმით, დღემდე არც ერთი მათგანის მიმართ ბრალი წარდგენილი არ არის.
- საიას განმარტებით, სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე მიმართა, თუმცა უწყებამ წინადადება არ გაიზიარა.
- გარდა ამისა, ორგანიზაციის განმარტებით, პროკურატურის პოზიცია, რომ ის აპირებს განაჩენის გასაჩივრებას, მხარდაჭერილი უნდა იყოს იმ ფაქტითაც, რომ წარუდგინოს ბრალი დანაშაულის მთავარ ორგანიზატორებს.
- მათ შორის უნდა იყვნენ ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი მარტინენკო და გიორგი ქარდავა.
- საია განმარტავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული განცხადება არ ტოვებს თანმიმდევრულობის განცდას, გამოძიება კი ამ საქმეზე არაეფექტიანად მიმდინარეობს.
-
შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს
გადახედვა
-
ევროკავშირმა მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 120 მილიონი ევრო გამოყო ევროკავშირმა მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 120 მილიონი ევრო გამოყო
გადახედვა
-
"რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა "რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა
გადახედვა
-
მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
-
წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კიბერშეტევების გამო რუსეთს ერთობლივი სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კიბერშეტევების გამო რუსეთს ერთობლივი სანქციები დაუწესეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "თელავში ღვარცოფის დამცავი ნაგებობები 4 წლის წინ გაიწმინდა, ყველაფერი იყო მწყობრში" შალვა პაპუაშვილი: "თელავში ღვარცოფის დამცავი ნაგებობები 4 წლის წინ გაიწმინდა, ყველაფერი იყო მწყობრში"
გადახედვა
-
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
-
"ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია" — მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე "ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია" — მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს
-
რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს? რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს?
გადახედვა
-
რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს? რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს?
გადახედვა
-
ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს
გადახედვა
-
რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე? რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე?
-
როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე? ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე?
-
როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს? როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს?
გადახედვა
-
"ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე "ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე
გადახედვა
კომენტარები