ინფორმაციას საერთაშორისო მედიები ავრცელებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ალირეზა აკბარი, რომელსაც ბრიტანეთისა და ირანის ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა, ინგლისის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და კორუფციის ბრალდებით 2019 წელს დააკავეს.

  • თავად აკბარი ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ დაზვერვის აგენტები დაკითხვის დროს აწამებდნენ.
  • ირანის ყოფილი მაღალჩინოსანი 2001 წლამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, ირანსა და ერაყს შორის 1988 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში მონაწილეობდა და მჭიდროდ თანამშრომლობდა გაეროს დამკვირვებლებთან.

დეტალები: აკბარს სასიკვდილო განაჩენი 11 იანვარს გამოუტანეს.

  • ირანული მედია სიკვდილით დასჯის კონკრეტული თარიღის მითითების გარეშე წერს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჩამოახრჩვეს.
  • ბრიტანეთის ხელისუფლებამ ირანის ამ გადაწყვეტილებას ბარბაროსული რეჟიმის პოლიტიკურად მოტივირებული ქმედება უწოდა.