რობოტი მტვერსასრუტი გვითვალთვალებს? — Roomba-ს მფლობელის ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა
როგორც ჩანს, რობოტი მტვერსასრუტები გვითვალთვალებენ და არსებობს ალბათობა იმისა, რომ ჩვენი ცხოვრების პირადული დეტალები ინტერნეტში გაჟონავს.
MIT Technology Review-ის მოხსენების მიხედვით, iRobot-მა, პოპულარული რობოტი მტვერსასრუტი Roomba-ს მწარმოებელმა, განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვრებს გარეთ მყოფმა თანამშრომლებმა დაარღვიეს კომპანიასთან დადებული შეთახმება და მომხმარებელთა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს.
MIT Technology Review-ის გაფრთხილების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ Roomba-ს ინციდენტი მალევე ამოიწურა, ეს აისბერგის მხოლოდ წვერია. მრავალი ჩვენგანის საცხოვრებელი "ჭკვიანი" ტექნოლოგიებითაა სავსე, შესაბამისად, ჩვენი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება სრულად მწარმოებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.
გავრცელებული ფოტოები მტვერსასრუტმა მონაცემთა ანოტაციის მიზნით გადაიღო. ეს პროცესია, როცა ადამიანი ადასტურებს, სწორედ აღიქვა ხელოვნურმა ინტელექტმა საგანი თუ არა. Roomba-ს შემთხვევაში, მონაცემთა ანოტაცია მტვერსასრუტის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია. რობოტის მონაცემთა ბაზას კომპანიის თანამშრომელმა უნდა დაუდასტუროს მის წინ არსებული საგანი, პირობითად, სკამია თუ რამე სხვა.
თავად კომპანია iRobot აცხადებს, რომ მტვერსასრუტი გადაღების მომენტში რთავს სიგნალს, რომელიც ანიშნებს მფლობელს, რომ რობოტი გარემოს ფოტოებს უღებს.
საბოლოოდ, ფაქტია, ჩვენს სახლებში არსებული ტექნოლოგიები გვიღებენ, თუმცა ახლა გავარკვიეთ ისიც, რომ ხელოვნური ინტელექტის მიღმა რეალური ადამიანებიც დგანან, რომელიც ამ კადრებს ხედავენ.
კომენტარები