Netflix-ის აქციების ფასი განახევრდა — არის თუ არა ახლა კარგი დრო ინვესტირებისთვის?
Netflix ერთ-ერთია იმ არც თუ ისე მცირე კომპანიათაგან, რომლის აქციების ფასი 2022 წელს განახევრდა, უფრო კონკრეტულად — $600-დან $292-მდე შემცირდა. $267 მილიარდიდან $132 მილიარდამდე შემცირდა მისი მთლიანი საბაზრო ღირებულებაც.
სტრიმინგ გიგანტს რამდენიმე პრობლემა აქვს. ის ვერც დაგეგმილ აუდიტორიაზე გავიდა და რეკლამის ღირებულებაც მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა.
Netflix 1997 წელს კალიფორნიაში დაარსდა. მის თავდაპირველ საქმიანობას DVD დისკების გაქირავება წარმოადგენდა. ინტერნეტის პოპულარიზაციასთან ერთად, კომპანიის საქმიანობაც მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მსოფლიო მასშტაბით Netflix-ის ვიდეოებს, ფილმებსა და სერიალებს, 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, 223 მილიონი გამომწერი ჰყავდა. ყოველთვიური პაკეტის ღირებულება 9,4-დან 14 ევრომდე მერყეობს.
Netflix-ზე წვდომა შესაძლებელია როგორც კომპიუტერითა და სმარტფონით, ასევე სმარტ ტელევიზორით. გამოსახულება 4K გარჩევადობით გადაიცემა.
15 წლის წინ, 2007 წლის დეკემბერში Netflix-ის 1 აქცია $3,80-ად ივაჭრებოდა, 2012 წლის დეკემბერში $13-ად, 2017 წლის დეკემბერში $192-ად, პიკს — $690-ს 2021 წლის ოქტომბერში მიაღწია. 2020 წლის მარტიდან აგვისტომდე, პანდემიისა და კარანტინის პერიოდში კომპანიის აქციის ფასი 40%-ით $375-დან $530-მდე გაიზარდა.
2021 წელს Netflix-ის შემოსავალმა $30 მილიარდს მიაღწია, საიდანაც წმინდა მოგება $5 მილიარდს აჭარბებდა. იმ დროისთვის კომპანიაში 12 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული.
აქციის ფასი და შესაბამისად — კაპიტალიზაცია 2022 წელს მხოლოდ Netflix-სთვის არ დაცემულა. ტრანსნაციონალურ კომპანიათა უმრავლესობა ასევე მინუსშია. უმსხვილესი ბირჟის ინდექსებიც, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპასა და აზიაში მკვეთრადაა შემცირებული.
როგორც Netflix-ის, ასევე კომპანიათა უმრავლესობის აქციების ფასებს აღმავალი და დაღმავალი ტრენდი ახასიათებთ. იმის გარანტია, რომ 1 წლის შემდეგ აქციების ფასები გაორმაგდება, ან თუნდაც 50%-ით გაიზრდება, არ არსებობს, მაგრამ, როგორც წესი, ინვესტირებისთვის ფასიანი ქაღალდების შეძენა ე.წ. Bear მარკეტზე სჯობს.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები