„მე მთელი ქართული მწერლობა მიყვარს" — ინტერვიუ ლეილა ბერიაშვილთან
ლეილა ბერიაშვილი ქარჩხაძის გამომცემლობასთან უკვე წლებია თანამშრომლობს. პროფესიით ფილოლოგია. ქარჩხაძის გამომცემლობის წიგნების დიდი ნაწილი მისი რედაქტორობითაა გამოსული. დაწყებული თარგმანებით, დამთავრებული ჯემალ ქარჩხაძის სრული შემოქმედებით. თუმცა გამომცემლობაში მისი როლი რედაქტორობას ბევრად სცდება. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ თანამედროვე ქართულ ენაზე, ქართული ენის სალიტერატურო ნორმებით გადმოცემული ძველი ქართული, ყველასთვის ცნობილი და ძვირფასი ტექსტების წაკითხვაა შესაძლებელი. მის მიერ თანამედროვე ქართულით გადმოცემულ ტექსტებში ხშირად ორიგინალისთვის დამახასიათებელი სინტაქსური წყობაც კი შენარჩუნებულია. პროზად გადმოცემული "ვეფხისტყაოსანი" და "დავითიანი", თანამედროვე ქართულით დაწერილი სულხან-საბა ორბელიანის იგავები და ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები — ეს არასრული ჩამონათვალია ლეილა ბერიაშვილის ნაშრომებისა. რატომ უყვარს მას ასე განსაკუთრებულად ძველი ქართული ლიტერატურა? რომელი ნაწარმოებია მისი საყვარელი და რომელ ტექსტზე მუშაობა იყო მისთვის ყველაზე რთული? — ამ და სხვა კითხვებს ავტორი პასუხობს.
- ქალბატონო ლეილა, აშკარაა, რომ ძველი ქართული ლიტერატურა განსაკუთრებულად გიყვართ, რატომ და როდის გადაწყვიტეთ ამ ტექსტების თანამედროვე ქართულით გადმოცემა?
- ძველი ქართული მწერლობის ტექსტებზე მუშაობას ძველი ქართული ლიტერატურის განსაკუთრებულ სიყვარულად ნუ ჩამითვლით — მე მთელი ქართული მწერლობა მიყვარს. ადრე ენათმეცნიერების ინსტიტუტში ვმუშაობდი, ჯერ სამეცნიერო ტერმინოლოგიის, შემდეგ — ლექსიკოლოგიის განყოფილებაში. ასე რომ, ქართულ ტექსტებზე და, ზოგადად, ქართულ სიტყვაზე მუშაობა ჩემთვის უცხო არ არის. ინსტიტუტიდან წამოსვლის მერე, ჩავერთე "ქარჩხაძის გამომცემლობის" საქმიანობაში. გაჩნდა სასკოლო მიმართულება, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის მიგვეწოდებინა ძველი ქართული ტექსტები ქართული ენის თანამედროვე სალიტერატურო ნორმების დაცვით, ანუ თანამედროვე ქართულით. ასე გამოვიდა ის წიგნები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, ოღონდ, "ვეფხისტყაოსანი" პროზად, გამომცემლობამ გამოსცა ჩემ მიერ ბავშვებისთვის მოთხრობილი პოემის შინაარსი (რა თქმა უნდა, ტექსტზე დაყრდნობით) ფატმანისა და ავთანდილის სასიყვარულო ურთიერთობის გამოკლებით. წიგნსაც, შესაბამისად "საბავშვო ვეფხისტყაოსანი" დაერქვა.
- საზოგადოებაში ორაზროვნებაა — ძველი ქართული ტექსტების თანამედროვე ქართულით გადმოცემა ბევრისთვის მიუღებელია. თქვენ რას ეტყოდით მათ, ვინც ფიქრობს, რომ ასე ძველი ქართული ლიტერატურა რეალურ სახეს კარგავს?
- საზოგადოების ორაზროვნული დამოკიდებულება ძველი ქართული ტექსტების თანამედროვე ქართულით გადმოცემასთან დაკავშირებით ამ ბოლო ხანებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ ადრე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ასეთ საქციელსა თუ აქტს, და ძველი ტექსტები მიაჩნდათ ხელშეუხებლად, (და, თუ აზრს ვერ გამოიტან რომელიმე წინადადებიდან, იმას ხომ გაიგებ, ზოგადად, რაზეც არის დაწერილიო), ახლა მეტი მომხრე გაუჩნდა ძველი ტექსტების თანამედროვე ქართულით გადმოცემას, სადაც ტექსტის "რეალური სახე" არ იკარგება და არც უნდა დაიკარგოს.
- რომელი იყო ყველაზე რთული და ყველაზე მარტივი სამუშაო ტექსტი? რა სირთულეებია დასაძლევი ძველ ქართულად დაწერილი ტექსტის თანამედროვე ქართულად გადმოცემისას?
- "რთულ" და "მარტივ" სამუშაო ტექსტებად ვერ დავყოფდი... ძველი ტექსტების, თხზულებების, თანამედროვე სალიტერატურო ქართული ენით გადმოცემისას, მთავარია ის ხიბლი და სურნელი არ დაიკარგოს, რაც მას ახლავს. ეს სურნელი და ხიბლი კი სხვადასხვაგვარია ეპოქის სხვადასხვა მწერალთან. თუ ხუცესს მოკლე, ლაკონიური თქმა ემარჯვება, საბანისძეს — შედარებებითა და შეგონებებით გრძელი ფრაზები, მერჩულე დიდი, სავსე, მჭევრმეტყველური, დარბაისლური ქართულით წერს. ასეთ დროს უნდა ეცადო და იმათი სტილი დაიცვა. ამას გარდა, ზოგიერთი ძველი ქართული სიტყვა რამდენიმე მნიშვნელობის მატარებელია, აქ კი დიდი დაკვირვებაა საჭირო, გაიგო მწერალი რომელი მნიშვნელობით იყენებს ამა თუ იმ სიტყვას, რომ შესაბამისად მოარგო სათქმელს წინადადებაში. სირთულეც აქედან გამომდინარეობს.
- წელს გამოვიდა ქართული მწერლობის (სასკოლო გამოცემის) I ტომი, ძველი ქართული მწერლობა, ამ წიგნში თავმოყრილია თქვენ მიერ თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოცემული არა მხოლოდ ყველასთვის კარგად ნაცნობი ავტორების ნაწარმოებები (იაკობ ხუცესი, იოვანე საბანისძე, გიორგი მერჩულე), არამედ შედარებით მივიწყებული ავტორებიც. რომელია თქვენთვის განსაკუთრებული, თუმცა საზოგადოების ნაწილის მიერ მივიწყებული ნაწარმოები?
- განსაკუთრებულად მიყვარს გიორგი მერჩულის "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", ხოლო საზოგადოების ნაწილის მიერ განსაკუთრებულად მივიწყებული "ამირანდარეჯანიანი" მგონია. არადა, რა საინტერესოა!
- და ბოლოს, რა თქმა უნდა, საინტერესოა გავიგოთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ, უკვე შერჩეული ხომ არ გაქვთ რომელიმე ნაწარმოები, რომელსაც საზოგადოებას თანამედროვე ქართულ ენაზე შესთავაზებთ?
- ჩემი სამომავლო გეგმები გამომცემლობის გეგმებთანაა დაკავშირებული. ისე, ვისურვებდი, თანამედროვე ქართულ ენაზე წაეკითხათ ძველი ქართული საისტორიო მწერლობა.
ინტერვიუ მოამზადა ნინაკო ღლონტმა.
-
ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია, პოზიციაზე დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ, მუშაობას ოფიციალურად შეუდგება საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია, პოზიციაზე დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ, მუშაობას ოფიციალურად შეუდგება
გადახედვა
-
თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
-
უცნაური ფორმის ენოტი ხერხემლის დეფორმაციით ინტერნეტვარსკვლავად იქცა — ნახეთ ვიდეო უცნაური ფორმის ენოტი ხერხემლის დეფორმაციით ინტერნეტვარსკვლავად იქცა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე იმიტომ, რომ "ოცნებას" ამის სურვილი არ აქვს ვიქტორ ყიფიანი: ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე იმიტომ, რომ "ოცნებას" ამის სურვილი არ აქვს
გადახედვა
-
პროკურატურა თელავში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს პროკურატურა თელავში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს
გადახედვა
-
ჩინეთმა 29 ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის ალიანსი წამოიწყო — რა არის WAICO? ჩინეთმა 29 ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის ალიანსი წამოიწყო — რა არის WAICO?
გადახედვა
-
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ავტო ფესტივალს თბილისი აუთლეტ ვილიჯი უმასპინძლებს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ავტო ფესტივალს თბილისი აუთლეტ ვილიჯი უმასპინძლებს
-
როდის იძენს ნაყოფი ცნობიერებას? — შესაძლოა, პასუხს მივუახლოვდით როდის იძენს ნაყოფი ცნობიერებას? — შესაძლოა, პასუხს მივუახლოვდით
გადახედვა
-
ტრამპი კონგრესს მოუწოდებს, ლინდსი გრემის მიერ წარდგენილ სანქციების კანონპროექტს ირანიც დაამატონ ტრამპი კონგრესს მოუწოდებს, ლინდსი გრემის მიერ წარდგენილ სანქციების კანონპროექტს ირანიც დაამატონ
გადახედვა
-
უიშვიათესი აღმოჩენა: 450 მილიონი წლის ნამარხში რბილი ქსოვილი იპოვეს უიშვიათესი აღმოჩენა: 450 მილიონი წლის ნამარხში რბილი ქსოვილი იპოვეს
გადახედვა
-
შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც ზღვის წყლიდან მინერალების გამოყოფა შეიძლება შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც ზღვის წყლიდან მინერალების გამოყოფა შეიძლება
გადახედვა
-
რომელმა ქვეყანამ გამოიწვია გასულ წელს ყველაზე მეტი ემისია? რომელმა ქვეყანამ გამოიწვია გასულ წელს ყველაზე მეტი ემისია?
გადახედვა
-
ბედნიერი არ ვიყავი — ჯიმ პარსონსი The Big Bang Theory-ში გატარებულ წლებს იხსენებს ბედნიერი არ ვიყავი — ჯიმ პარსონსი The Big Bang Theory-ში გატარებულ წლებს იხსენებს
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანის 10 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ კრისტოფერ ნოლანის 10 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ
გადახედვა
-
SJC ბოლო თვეებში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ შემთხვევებს ეხმაურება SJC ბოლო თვეებში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ შემთხვევებს ეხმაურება
გადახედვა
-
ჩინეთმა AI "შეყვარებულები" აკრძალა — მომხმარებლები მათთან განშორებას განიცდიან ჩინეთმა AI "შეყვარებულები" აკრძალა — მომხმარებლები მათთან განშორებას განიცდიან
გადახედვა
-
6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა 6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა
გადახედვა
კომენტარები