არქეოლოგებმა უძველესი ეგვიპტური მუმიების პორტრეტები აღმოაჩინეს — ახალი კვლევა
ეგვიპტის მთავრობის ცნობით, არქეოლოგებმა, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, პირველად აღმოაჩინეს ეგვიპტური მუმიების ფერადი პორტრეტები.
მათ აღმოაჩინეს ეგვიპტური მუმიების ორი სრული პორტრეტი და რამდენიმე ფრაგმენტი გერზას გათხრების ადგილას ეგვიპტეში, ელ-ფაიუმში. ინგლისელმა არქეოლოგმა ფლინდერს პეტრიმ ბოლო მსგავსი ნამუშევარი — 146 მუმიის პორტრეტი — აღმოაჩინა 1911 წელს, რომაულ სასაფლაოზე.
აღმოჩენები გაკეთდა უძველესი ქალაქ ფილადელფიის ნანგრევებში, რომელიც, ავსტრიის არქეოლოგიური ინსტიტუტის მიხედვით, მდებარეობს ელ-ფაიუმის ჩრდილო-აღმოსავლეთით და თანამედროვე კაიროს სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით, 120 კილომეტრში.
ელ-ფაიუმში გერზას არქეოლოგიური ადგილის გამომძიებელმა ჯგუფმა ასევე აღმოაჩინა დაკრძალვის შენობა და პაპირუსზე, ჭურჭელსა და კუბოებზე არსებული ჩანაწერები, რომლებიც თარიღდება პტოლემეების დინასტიის პერიოდიდან (ძვ.წ. 305-დან ძვ.წ. 30 წლამდე) რომაულ ეპოქამდე (ძვ.წ. 30-დან ახ.წ. 390 წლამდე).
ეგვიპტის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს აღმოჩენები იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას ფილადელფიაში, დაახლოებით, 2 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანების სოციალურ, ეკონომიკურ და რელიგიურ პირობებზე.
ასევე იხილეთ: მეცნიერებმა შეიძლება კლეოპატრას სამარხს მიაგნონ — ამ აღმოჩენას ისტორიის გადაწერა შეუძლია
ნახატების კოლექცია, რომელიც ცნობილია ელ-ფაიუუმის პორტრეტების სახელით, ასახავს უმდიდრეს ადამიანებს ამ უძველესი თემებიდან, რომლებშიც 600 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ბერძნები და ეგვიპტელები.
ამ აღმოჩენების გარდა, მკვლევრებმა ასევე იპოვეს ხის კუბოში მოთავსებული ქალღმერთ ისიდა-აფროდიტეს იშვიათი ტერაკოტას ქანდაკება. ეს უკანასკნელი ასახავს ბერძნების გავლენას ეგვიპტურ ხელოვნებაზე.
როგორც ეგვიპტის მთავრობამ აღნიშნა, პტოლემე II-მ ფილადელფია აგრიკულტურულ სოფლად ჩამოაყალიბა, რათა თავისი იმპერიისთვის მეტი საკვები ჰქონოდა. არქეოლოგები კი ამ ადგილს 2016 წლიდან მოყოლებული იკვლევენ.
კომენტარები