საკუთარ პასუხისმგებლობას ვიაზრებ — დემნა ბალენსიაგას კამპანიის გამო ბოდიშს იხდის
მოდის ქართველი დიზაინერი და ცნობილი ბრენდის, Balenciaga-ის, შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა ბოლოდროინდელ გახმაურებულ სკანდალს ეხმაურება და პრობლემური კამპანიის გამო ბოდიშს იხდის. დიზაინერმა განცხადება საკუთარ ინსტაგრამგვერდზე გაავრცელა.
"მინდა, პირადად მოვიბოდიშო არასწორი შემოქმედებითი გადაწყვეტილების მიღების გამო — საჩუქრების კამპანიის კონცეფციაში ბავშვების მონაწილეობისთვის. საკუთარ პასუხისმგებლობას ვიაზრებ. შეუსაბამო იყო ბავშვების მიერ იმ ნივთების პოპულარიზაცია, რომელთაც მათთან საერთო არაფერი აქვთ.
"რამდენადაც მე ხანდახან ვცდილობ, ჩემი შემოქმედებით რაიმეზე დაფიქრებისკენ მოვუწოდო ადამიანებს, გამიზნულად ამას არასდროს გავაკეთებდი ისეთი საშინელი თემით, რასაც ბავშვზე ძალადობა ჰქვია — ამას ვგმობ. მორჩა.
"მე ამისგან უნდა ვისწავლო. უნდა მოვუსმინო და დავუკავშირდე ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებს, რათა გავიგო, როგორ შემიძლია მათ დავეხმარო ამ შემზარავ პრობლემასთან გამკლავებაში.
"ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო კამპანიის გამო. ბალენსიაგა უზრუნველყოფს, რომ არა მხოლოდ სათანადო ზომები იქნას მიღებული სამომავლოდ მსგავსი შეცდომის თავიდან ასაცილებლად, არამედ, რითაც შეგვიძლია, ვიზრუნოთ კიდეც ბავშვთა კეთილდღეობის დაცვაზე".
ბალენსიაგა კრიტიკის ქარცეცხლში მას შემდეგ გაეხვა, რაც ბრენდის სადღესასწაულო კამპანიის ფოტოები გავრცელდა. საჩუქრების მაღაზიის კამპანიაში ბავშვები სათამაშო დათვის ჩანთებთან ერთად მონაწილეობდნენ, ხოლო დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა ეცვათ, რაც ბევრისთვის სექსთან და სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება. ამასთან, კამპანიის ერთ-ერთი ფოტოს ფონად "ბავშვთა ვირტუალური პორნოგრაფიის" შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების დოკუმენტიც ჩანდა.
საზოგადოება არა მხოლოდ ბრენდისგან მოითხოვდა ახსნა-განმარტებას, არამედ იმ ვარსკვლავებისგანაც, რომლებიც ბალენსიაგასთან ხშირად თანამშრომლობენ. ამგვარი მოწოდებების შემდეგ, კიმ კარდაშიანმა განაცხადა, რომ კამპანიამ მასში "ზიზღი და ბრაზი" გამოიწვია.
მოდის ცნობილმა ბრენდმა კამპანიისთვის ორჯერ მოიბოდიშა. ამის მიუხედავად, მათდამი კრიტიკა არ ჩამცხრალა — მეტიც ამ კამპანიის გამო, დემნას Global VOICES-ის ჯილდო აღარ გადაეცემა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები