უკრაინის ომით დაზარალებული ქალებისათვის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა იწყება
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა მილიონობით უკრაინელი იძულებული გახადა, სამშობლო დაეტოვებინა. ოცი ათასამდე უკრაინელმა საქართველოს შეაფარა თავი. მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ომი უკვე მეათე თვეა გრძელდება, ხოლო სახელმწიფოს პროგრამა, რომელიც საქართველოში მცხოვრები უკრაინელების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფას გულისხმობდა, პირველ აგვისტოს დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავი შეაფარეს ბელარუსმა აქტივისტებმაც, რომლებმაც თავიანთ ქვეყანაში არსებულ რეჟიმს პროტესტი გამოუცხადეს. საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ და ბელარუს ლტოლვილებს კი დასაქმება და ფინანსური შემოსავალი სჭირდებათ. სწორედ ამ საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია მოხალისეთა ჰაბი, ქალთა ფონდისა და ფონდი ტასოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "კარიერული ორიენტაციის პროგრამა ომის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის უკრაინიდან და ბელარუსიდან".
მოხალისეთა ჰაბის მისიაა ერთი მხრივ, მოხალისეობრივი კულტურის განვითარება საქართველოში, მეორე მხრივ კი — ქალების ეკონომიკური გაძლიერება, განათლებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის გზით. მოხალისეთა ჰაბი მეოთხე წელია, მთელ საქართველოში ახორციელებს მასშტაბურ პროგრამებს, ორგანიზაციის ერთ-ერთი ინიციატივაა ონლაინ პლატფორმა W4W (განათლება და კარიერული განვითარება).
პროექტი კარიერული ორიენტაციის პროგრამა ომის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის, სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე დაიგეგმა და მიზნად ისახავს ოცი უკრაინელი და ბელარუსი აქტივისტი ქალის პროფესიულ გადამზადებას, რათა ისინი საქართველოს დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანები გახდნენ და ფინანსურ დამოუკიდებლობასა და სტაბილურობას მიაღწიონ.
პროექტი სამ ფაზად იყოფა. პირველ ეტაპზე, მონაწილეები დასაქმებისთვის საჭირო უნარებს გამოიმუშავებენ. ტრენინგების საშუალებით მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს დასაქმების ბაზრის თავისებურებებსა და გამოწვევებზე, შეხვედრების დროს შეადგენენ დასაქმებისთვის საჭირო დოკუმენტაციას, გაანალიზებენ ვაკანსიებს და მოემზადებიან გასაუბრებებისთვის. გარდა ამისა, პროექტი ბიზნესით დაინტერესებული ქალების საჭიროებებსაც ითვალისწინებს.
პროექტის მეორე ფაზაში უკრაინელი და ბელარუსი აქტივისტი ქალები გაივლიან მეწარმეობის ტრენინგებს. მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს კანონმდებლობას მეწარმეობის შესახებ, ისწავლიან, თუ როგორ უნდა დაარეგისტრირონ საწარმო, რა არხებით გაავრცელონ ინფორმაცია და როგორ მოიზიდონ მყიდველები. ასევე, მონაწილეები გაეცნობიან იმ სირთულეებს, რასაც მეწარმე ქალები ყოველდღიურად აწყდებიან საქართველოში და ისწავლიან ამ სირთულეებთან გამკლავებას.
პროექტის მესამე ფაზაში პროფესიულად გადამზადებული და გაძლიერებული ქალები დაესწრებიან მრგვალი მაგიდის ტიპის ფორუმს, სადაც გაეცნობიან პოტენციურ დამსაქმებლებს, გაუზიარებენ მათ საკუთარ რეზიუმეებსა და სამოტივაციო წერილებს. მეორე მხრივ, მოწვეულ დამსაქმებლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ პროექტის სამიზნე აუდიტორიის საჭიროებებს.
მოხალისეთა ჰაბი პროექტის დასრულების შემდეგაც გეგმავს პროექტის მონაწილეებთან მუდმივ კომუნიკაციას მათთვის საინტერესო საკითხებზე. პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი მონაწილე ქალების დასაქმება, ამ გზით მათი ფინანსური უზრუნველყოფა და უკრაინელი მეგობრების გვერდით დგომაა.
დარეგისტრირებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოიყენონ შემდეგი სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/G8k1H6qeNmQcs3E9A
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
კომენტარები