5 ქართული ფრაზა, რომელსაც უცხოელ მეგობარს ვერ გააგებინებ
ყველა ენას აქვს ისეთი თავისებურებები, სიტყვათშეთანხმებები, იდიომები, რომლებიც სხვა ენაზე სიტყვასიტყვით თარგმნისას დამაბნეველია და ადამიანი უბრალოდ ჩათვლის, რომ უაზრობას ამბობ. მაგრამ, ყურებს ნუ ჩამოყრი, ყველა ენა გამორჩეულია, მათი შესწავლა კი ერთი დიდი თავსატეხის ამოხსნას უდრის.
ამ სტატიაში 5 ქართულ ფრაზას ნახავ, რომელსაც უცხოელ მეგობარს ვერ გააგებინებ.
1. ჩიტი ბრდღვნად ღირს — A bird is worth plucking
ფოტო: თიბისი დაზღვევა
როცა არაქართულენოვანი ადამიანის იმაში დარწმუნებას გადაწყვეტ, რომ რაიმე საქმე ცდად ღირს, ნუ ეტყვი, რომ a bird is worth plucking. შეიძლება ჩიტის ბრდღვნა ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანებისთვის ერთი შეხედვით შეუძლებელი მიზნის დასახვის აღმნიშვნელი იდიომაა, მაგრამ სხვები არც ისე სასიამოვნო პროცესს წარმოიდგენენ და შენს სათქმელსაც ვერ გაიგებენ.
2. ჭიის გახარება — To make your worm happy
ფოტო: თიბისი დაზღვევა
როცა უბრალოდ გულის გადაყოლებას, განტვირთვას ვცდილობთ, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭიას ვიხარებთ და შეიძლება უბრალოდ გაკრეჭილი ჭიის წარმოდგენამაც კარგ ხასიათზე დაგვაყენოს, მაგრამ არაქართულენოვან ადამიანისთვის ამის ახსნა რთულია. აბა, სცადე და ვინმეს უთხარი, რომ You're making your worm happy. დაგვიჯერე, ეს სიტყვები ადამიანს უბრალოდ ბრინჯივით დააბნევს.
3. მთების გადადგმა — To move the mountains
ფოტო: Makeagif
ეს იდიომა შეიძლება არაქართულენოვანი ადამიანებისთვისაც მარტივი გასაგები იყოს, რადგან მსგავსი შესატყვისები სხვა ენებშიც არსებობს და წარმოუდგენელი, დაუჯერებელი საქმის მიღწევას აღნიშნავს. მაგრამ, შეგიძლია ადამიანს საქმე კიდევ უფრო გაურთულო და უთხრა, რომ თუ დაიჯერებს, რომ a bird is worth plucking, they will be able to move the mountains.
4. ერთი სულის ქონა — To have one soul
ფოტო: Giphy
სასიამოვნო სიახლის მოლოდინით ატაცებული არაქართულენოვან ნაცნობთან ნუ მიირბენ და ეტყვი, რომ you have one soul ნანატრი მომენტი როდის დადგება. შენ კი გაუზიარებ აღტაცებას, მაგრამ შეიძლება მან უბრალოდ იფიქროს, რომ სულის არსებობის გჯერა და მეტიც, სულიერი ძიების გზაზე აღმოჩენა გააკეთე.
5. To play with the stars — ვარსკვლავებთან თამაში
ფოტო: თიბისი დაზღვევა
შეიძლება ვარსკვლავებს მართლაც ეთამაშები, მაგრამ ენის თავისებურებებთან "თამაშისას" ნუ დაივიწყებ, რომ ზოგიერთი იდიომა პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა თარგმნო. არაქართულენოვან ადამიანს თუ ეტყვი, რომ you're playing with the stars, შეიძლება იფიქროს, რომ "სელებრითების" წრეში ტრიალებ ან უბრალოდ მოლანდებები დაგეწყო.
თუ სტატიაში ჩამოთვლილი იდიომებიდან რომელიმეს შენთან კავშირი აქვს, იცოდე, რომ სწორ გზას ადგახარ და პატარ-პატარა ნაბიჯებით დიდ გამარჯვებებამდე მიხვალ. თუ ჩიტი ბრდღვნად ღირს, ვარსკვლავებს ეთამაშები, საკუთარ ჭიას ახარებ და ერთი სული გაქვს, მთებს როდის გადადგავ — მაშინ სანერვიულო არაფერია. ნამდვილად სწორ გზას ადგახარ და გახსოვდეს, რაც უნდა მოხდეს, თიბისი დაზღვევის იმედი შეგიძლია ყოველთვის გქონდეს.
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
კომენტარები