5 საუკეთესო მეგზური ქართულ კინემატოგრაფიაში
საუკეთესო ისტორიების დასაწერად საინტერესო თვისებებისა და გამოცდილებების მქონე მთავარი პერსონაჟის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ფილმებსა და რეალობაში მთავარი პერსონაჟების თავგადასავლებს სხვა გმირების, თუნდაც მეორეხარისხოვანი პერსონაჟების გარეშე ხიბლი ნამდვილად არ ექნებოდა.
კარგი მეგზური — რეალურ ცხოვრებაში თუ ფილმში — სიუჟეტს უფრო დასამახსოვრებელს, სახალისოსა და ემოციურს ხდის. ამის დასამტკიცებლად იმ საოცარ პერსონაჟებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ქართულ კინოში მოგზაურობისას დაუვიწყარ მეგზურობას გვიწევენ:
1. ქრისტეფორე მგალობლიშვილი — შერეკილები
როცა ერთაოზს ციხეში აგდებდნენ, ალბათ, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მას მალე მეგზურობას შესანიშნავი ქრისტეფორე მგალობლიშვილი გაუწევდა! ქრისტეფორემ ყველაფერი იცის ცათმფრენების მშენებლობასა და სიყვარულზე, ის კი არა, მათი დაკავშირებაც შეუძლია: სიყვარული ხომ ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი! ვინ არ ინატრებდა მეგზურად ქრისტეფორეს, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა ცათმფრენით შემოგატაროს და ბრძნული ფრაზები თუ რჩევებიც არ დაიშუროს?
2. ვარდო — ვერის უბნის მელოდიები
ვერის უბნის მელოდიებმა თავი სიმღერებისა და ცეკვების გარდა, მრეცხავი ვარდოს პერსონაჟითაც დაგვამახსოვრა. ფილმში ვარდო პავლესა და მის ორ შვილს ერთგულ მეგზურობას უწევს. მართლაც, როცა გვერდით ვარდოსნაირი ადამიანი გეგულება, ნამდვილად არაფრის არ უნდა გეშინოდეს — ის შენ გვერდით მაშინაცაა, როცა ამას საერთოდ ვერ ამჩნევ. მართალია, ვარდოს ხანდახან ცოტათი ზედმეტი მოსდის და შეიძლება ერთ-ორი წესი თუ კანონიც შემოერღვიოს, თუმცა საკუთარ შეცდომას მალევე ხვდება და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვისთვის უკეთეს გზებს წარმატებით პოულობს.
3. ანიკო — კუკარაჩა
ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრება გაცილებით საინტერესო იქნებოდა, კუკარაჩას მსგავსად გვერდით მრჩევლად და დამრიგებლად ანიკო რომ გვეგულებოდეს. იდუმალი ანიკოსთვის შეიძლება კარგად ვერ გაგვეგო და მისი ცოტაოდენი ცინიზმიც ხანდახან გვწყენოდა, მაგრამ მის გვერდით ყოფნა არასდროს მოგვბეზრებოდა. ისიც ზუსტად გვეცოდინებოდა, რომ მასთან საუბარი ყოველთვის რაღაც ახალს გვასწავლიდა ან უპასუხო კითხვებზე დაგვაფიქრებდა.
4. სევერიან წივწივაძე — თოჯინები იცინიან
სევერიან წივწივაძეს ტყუილების თქმა არ უყვარს, მაგრამ მეგობრის დასახმარებლად მზადაა, საკუთარ პრინციპებს სულ ცოტათი გადააბიჯოს, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა მიზნის სისწორეში დარწმუნებულია. სწორედ სევერიანი ეხმარება მელიტონსა და რეზიკოს და მათ ოჯახს ატყუებს, თითქოს რეზიკო კონსერვატორიაში სწავლობდეს. გარდა იმისა, რომ სევერიანი მუდამ მზადაა სხვების დასახმარებლად, საკუთარი საქმე იმდენად უყვარს, რომ მასთან ლაპარაკი არასდროს მოგწყინდება და მუდამ ღიმილით მიაკითხავ იმის მიუხედავად, ჩაგეყარა თუ არა თავდაპირველი გეგმები წყალში.
5. ხანუმა — ქეთო და კოტე
თუ პატარ-პატარა და უბოროტო ინტრიგების ჩახლართვა გინდა ან საინტერესო ჭორებს ხარ მონატრებული, საუკეთესო მეგზურობას ხანუმა გაგიწევს. იქნებ, დროა, ხანუმამ ქეთოსა და კოტეს თავი დაანებოს და თავისი სასაცილო გეგმებით, იუმორითა და მოხერხებულობით ამჯერად ჩვენი გამხიარულება სცადოს?
ხშირად ბრენდები ცდილობენ, შენი მესაჭის როლი მოირგონ და გიკარნახონ, თუ როგორ უნდა იცხოვრო. სოკარმა განსხვავებული გზა აირჩია და გადაწყვიტა, ის პერსონაჟები გაგაცნოს, რომლებიც წინ კი არ მიგვიძღვიან, არამედ მანქანაში და ცხოვრებაში ჩვენ გვერდით სხდებიან და იდეალურ მეგზურობას გვიწევენ.
მოგზაურობა გამორჩეული მოგონებებისა და გამოცდილების შეგროვების საუკეთესო გზაა, მაგრამ მეგზურსაც გააჩნია — ცხოვრება განსაკუთრებულად საინტერესო მაშინაა, როცა გვერდით საინტერესო თანამგზავრი გყავს.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები