ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე საქართველოზე რეზოლუციის კომპრომისულ ვარიანტს დაუჭირეს მხარი
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წლიური განხორციელების ანგარიში განიხილეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: თავდაპირველად, შესწორების დოკუმენტი გუშინ, 8 ნოემბერს გავრცელდა.
- განსახილველ რეზოლუციაში ჩანაწერები ბიძინა ივანიშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებასაც შეეხებოდა.
- დეპუტატებს ჯამში, 220-მდე ცვლილების ინიციატივა ჰქონდათ წარდგენილი.
- დღეს კი კომიტეტზე 47-მა ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა კომპრომისულ ცვლილებებს, 5 წინააღმდეგი იყო, ხოლო 2-მა თავი შეიკავა.
ბიძინა ივანიშვილი: მის შესახებ #69 შესწორებაშია საუბარი და მისი ავტორები ანა ფოტიგა და იაცეკ სარიუშ-ვოლსკი და ასიტა კანკო არიან, რომლებიც ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფს (ECR Group) წარმოადგენენ.
- ცვლილებებით ითხოვდნენ, ევროკავშირის ინსტიტუტებმა შეისწავლონ ივანიშვილის რუსეთთან კავშირები და რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად საქართველოს გამოყენების მცდელობები.
- "დადასტურების შემთხვევაში, ევროპარლამენტი მოუწოდებს, მასა და მის ახლო მოკავშირეებს პირადი სანქციები დაუწესდეთ".
- ივანიშვილი ნახსენებია #107 შესწორებაშიც, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი იძლევა რეკომენდაციას, აღმოიფხვრას ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
- "საქართველოსთვის ამის გადაწყვეტა აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე".
სააკაშვილი და გვარამია: 71-ე შესწორებით ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთ წინაპირობად ჰუმანიტარული მიზნით სააკაშვილის გათავისუფლებას და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდა.
- 114-ე შესწორების ავტორი, სვენ მიქსერი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა, სააკაშვილს დართოს საზღვარგარეთ სამედიცინო დახმარების მიღების ნება, როგორც ჰუმანიტარული მკურნალობისთვის, ასევე, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისთვის.
- ერთ-ერთ შესწორებაში, რომელთა ავტორებიც მარიამ ლექსმანი, ვლადიმერ ბილჩიკი, მაიკლ გალერი, რასა იუკნევიჩიენე და ანდრიუს კუბილიუსი არიან, დაგმობილია გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი.
- ასევე, არის მოწოდება განაჩენის გადახედვის შესახებაც.
გარდა ამისა, ხაზგასმულია, რომ კრიტიკული მედიის ხელმძღვანელები საქართველოში ხშირად ხდებიან ზეწოლის ობიექტები.
- ამ კონტექსტში დოკუმენტში ნახსენებია ფორმულას დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი და TV პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი.
- რეზოლუციის დრაფტის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, უზრუნველყოს ჟურნალისტების თავისუფლება და უსაფრთხოება.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "ოდიოზური ევროპარლამენტარები აბსოლუტურად არარელევანტური და სიმართლეს აცდენილის ცვლილებების" შეტანას ცდილობენ რეზოლუციაში.
- "ევროპარლამენტი მოსამართლეა თუ პროკურორი თუ რა არის", — ასე კი რეზოლუციაში შესატან ცვლილებებს დეპუტატი ბეჟან წაქაძე გამოეხმაურა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები