ბიპოლარული აშლილობის გავლენა სხეულზე — რა უნდა იცოდეთ
ბიპოლარული აშლილობა მენტალური პრობლემაა, რომელიც დეპრესიისა და მანიის ეპიზოდებით ხასიათდება. ამ დროს ადამიანის გუნება-განწყობა იმდენად ცვალებადია, რომ შესაძლოა, მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა გახდეს საჭირო.
მსგავსი დიაგნოზის მქონე პირებისთვის აუცილებელია, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმკურნალონ, რაც ნიშნავს როგორც მედიკამენტების მიღებას, ასევე თერაპიას. ზოგჯერ ასეთ მკურნალობას, პრეპარატებსა და თავად ბიპოლარულ აშლილობას ჩვენს ორგანიზმზე სერიოზული გავლენა აქვს. წინამდებარე სტატიაში სწორედ მათზე გესაუბრებით.
ბიპოლარული აშლილობის საწინააღმდეგო მედიკამენტების გავლენა სხეულზე
მედიკამენტები, რომლებსაც ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ იყენებენ, სხვადასხვა ეფექტის მქონეა. მათ ტიპური უკუჩვენებები ახასიათებს და ხანგრძლივი მოხმარებისას სხეულზე გარკვეულ კვალსაც ტოვებს. ასეთი პრეპარატებია ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ხასიათის სტაბილიზატორები და შფოთვის საწინააღმდეგო წამლები.
ანტიფსიქოზური საშუალებების უკუჩვენებებია:
- კანკალი
- კუნთების სპაზმები
- უნებლიე მოძრაობები
- პირის სიმშრალე
- ყელის ტკივილი
- წონის მატება
- სისხლში გლუკოზისა და ლიპიდების მომატებული დონე
- მოდუნება
ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებს ხშირად ლითიუმს უნიშნავენ, რადგან ის ერთდროულად მანიისა და დეპრესიის გაკონტროლებაში გვეხმარება. მის გვერდით მოვლენებს შორისაა:
- მოდუნება და დაბნეულობა
- უმადობა
- დიარეა
- ღებინება
- თავბრუსხვევა
- თვალების ტკივილი და მხედველობის ცვლილებები
- კანკალი
- ხშირი შარდვა
- ძლიერი წყურვილი
ბიპოლარული აშლილობის გავლენა სხეულზე
მიუხედავად იმისა, რომ ბიპოლარული აშლილობის საწინააღმდეგო პრეპარატებს ადამიანის ორგანიზმზე მსგავსი ზემოქმედება აქვს, მკურნალობის გარეშე ბევრად მწვავე შედეგს ვიღებთ როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ დონეზე. ამის მაგალითებია:
- თვითშეფასების დაქვეითება და უიმედობა
- ენერგიის ნაკლებობა
- ყურადღების მოკრებისა და გადაწყვეტილებების მიღების გაძნელება
- ყოველდღიური ჩვევების ცვლილება (ჭამის, ძილის და ა.შ.)
- მღელვარება, შენელების განცდა
- სუიციდური ფიქრები ან თვითმკვლელობის მცდელობები
ბიპოლარული აშლილობა ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების ჩამოყალიბების რისკთანაცაა დაკავშირებული, როგორიცაა:
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადება
- შაკიკი
- გულის დაავადებები
- ქრონიკული ტკივილი
- დიაბეტი
- ჭარბი წონა
- ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულება
როდის უნდა მიმართოთ ექიმს
დაიმახსოვრეთ, რომ საეჭვო სიმპტომების აღმოჩენისთანავე აუცილებელია, სპეციალისტთან გაიაროთ კონსულტაცია, რომელიც დიაგნოზს დაგისვამთ და მკურნალობას დაგინიშნავთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ექიმთან კონტაქტი მუდმივად უნდა იქონიოთ და მის დანიშნულებას მიჰყვეთ.
ბიპოლარული აშლილობით მცხოვრები ადამიანები ხშირად მედიკამენტების მიღებას თვითნებურად წყვეტენ, რათა უკუჩვენებები აიცილონ თავიდან, მაგრამ მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ წამლებზე უარის თქმა ორგანიზმზე უფრო ცუდად მოქმედებს.
თუ პრეპარატები თქვენს სხეულზე ზედმეტად მწვავედ ზემოქმედებს, ამის შესახებ ექიმს შეატყობინეთ. ზოგჯერ მკურნალობის გეგმის შეცვლა ხდება საჭირო, რაც სრულებით ნორმალურია.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები