როგორ განმარტავს მოსამართლე ხარჩილავა ბასილაშვილის გამართლებას
ნიკოლოზი ბასილაშვილის საქმის მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ მიიღო ჩოგბურთელის ეს გადაწყვეტილება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ცოტა ხნის წინ სასამართლომ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო და ყველა ეპიზოდში გაამართლა.
- ბრალდების მხარე ნიკოლოზ ბასილაშვილს დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობის 4 ეპიზოდს ედავებოდა.
- პროკურატურა აცხადებს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას სააპელაციოში გაასაჩივრებს.
სიტყვიერი შეურაცხყოფა: მოსამართლის თქმით, ბასილაშვილს ბრალი 2015 წლიდან 2020 წლის 21 მაისამდე განხორციელებულ ძალადობაში ედებოდა, რაც ბრალის დადგენილების მიხედვით, სისტემურ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, დამცირებაში, ეკონომიკურ ძალადობაში გამოიხატებოდა.
- ასევე, დადგენილების თანახმად, ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და ერთგვარ ფსიქოლოგიურ ტერორს ნელი დოროყაშვილის მიმართ.
- ხარჩილავამ სასამართლო გადაწყვეტილების ახსნისას თქვა, რომ გამოკვლეული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერში იყო გარკვეული ეპიზოდები, როცა ბასილაშვილი დოროყაშვილს "არაეთიკური სიტყვებით" მიმართავს, ასევე, არის ეპიზოდები, სადაც ისმის ბილწსიტყვაობა.
- ნეკაზე საუბრის დროს კი მოსამართლემ გამოიყენა უფრო მძაფრი შეფასებები: "აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ბასილაშვილს, იყო დამცირების შემთხვევები და სამწუხაროდ, იყო უკიდურესად უხამსი სიტყვებით მოხსენიება".
მოსამართლის თქმით, დაცვის მხარემ მოცემულ საქმეში ალტერნატიული გამოძიება ჩაატარა და დაცვამ სასამართლოს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა.
- "რომლის თანახმადაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა".
- მოსამართლე ამბობს, რომ აქედან გამომდინარე, ბრალდების ტვირთი ერთგვარად გაიზარდა, რადგან მას, ერთი მხრივ, ბასილაშვილის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა უნდა დაედასტურებინა, მეორე მხრივ კი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა უნდა გაებათილებინა.
- "თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით ეს ასე არ მოხდა", — დაამატა მან.
ეკონომიკური ძალადობა: მოსამართლემ ბასილაშვილის მიერ დოროყაშვილისთვის ბარათის დაბლოკვის ბრალდებაზეც ისაუბრა.
- "დაზარალებული ბრძანებდა, რომ აშშ-ში ფიზიკური ძალადობის განხორციელების შემდეგ, ის უწოდებდა ამას ფიზიკურ ძალადობას, ბასილაშვილმა დაუბლოკა ბარათი, შესაბამისად, იძულებული გახდა დახმარება მიეღო მამის მეგობრისგან".
- ხარჩილავა ამბობს, რომ სასამართლოს ჰქონდა მოლოდინი, გაეგო იმ პირის ვინაობა, ვინ იყო მამის მეგობარი, თუმცა "სასამართლოს გასაოცრად" დოროყაშვილმა ეს ინფორმაცია არ გაასაჯაროვა და "გაჩნდა ეჭვი დაზარალებულის სანდოობასთან" დაკავშირებით.
- მისივე თმით, დაცვის მხარემ გამოიკვლია საბანკო ანგარიშსწორება, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რომ არა მხოლოდ აშშ-ში, იქამდე საქართველოშიც ბარათის დაბლოკვის ფაქტი არ ფიქსირდება.
- როგორც ის ამბობს, გაჩნდა იმის მოლოდინიც, რომ ბრალდების მხარე ბანკიდან გამოთხოვილ სხვა ინფორმაციას მაინც წარადგენდა, თუმცა ასე არ მოხდა.
გენდერული დისკრიმინაცია: ხარჩილავას თქმით, არც ის ბრალდება დადასტურდა, რომ ბასილაშვილის დოროყაშვილის მუშაობასა და თვითრეალიზებაში უშლიდა ხელს.
- მისი თქმით, ბასილაშვილის დედამ, ნატალია ნაჭყებიამ, რომელიც დაკითხეს, სასამართლოს სხვა ინფორმაცია მიაწოდა.
- "შეიძლება ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩნდეს ეჭვი, რატომ ვენდოთ ბასილაშვილის დედას, ის ხომ შეიძლება იყოს სუბიექტური, შესაძლოა ამ ლოგიკაში წამოგყვეთ, ცხადია, სასამართლო არ დაეყრდნო ამ ჩვენებას, მაგრამ შეაფასა ის ინფორმაცია, რაც წერილობითი დოკუმენტის სახით, მოწმემ მისი დაკითხვის დროს წარმოადგინა".
- ხარჩილავა თქმით, სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი გენდერული დისკრიმინაცია არ ყოფილა:
- "დოროყაშვილი მოწმეს წერს, რომ სამსახური ხელს არ უწყობს, ის სისტემატურად მის მეუღლეს დაჰყვება სხვადასხვა ქვეყანაში და იძულებულია დატოვოს სამსახური".
მოწევის აკრძალვა: რატომღაც, მოსამართლემ ჩათვალა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ბასილაშვილის არგუმენტები მისაღებია და თქვა: "განა ნიკოლოზ ბასილაშვილი მას უკრძალავდა მოწევას, უბრალოდ ეუბნება, რომ მთელი დღე ხომ ისედაც ჩემს გარეშე ხარ, რამეთუ მე კორტებზე ვარ...".
- აქვე მოსამართლე დასძენს, რომ ბასილაშვილმა თავის სხდომაზე წარმოთქმულ დასკვნით სიტყვაში, რომელიც ჩოგბურთელის მოთხოვნით დახურული იყო, "ახსნა", თუ რატომ ჰქონდა ასეთი მიდგომა:
- "ვარ სპორტსმენი, მთელი ცხოვრება ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით და არ მინდოდა ჩემი თანდასწრებით სიგარეტის კვამლში დაზარალებულთან ერთად მემგზავრა".
- ამ არგუმენტის შემდეგ მოსამართლემ დაამატა:
- "შესაბამისად, ფსიქოლოგიური ძალადობის ნაწილში, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები".
ფიზიკური ძალადობა: ხარჩილავა აშშ-ში განხორციელებულ ძალადობის ეპიზოდზეც საუბრობს და ამბობს, რომ სასამართლოს ამ შემთხვევაზე "მეტი მტკიცებულების" წარდგენის მოლოდინი ჰქონდა.
- არადა, დოროყაშვილმა ერთ-ერთ პროცესზე ჯერ ისაუბრა, რომ ძალადობის შემდეგ ბასილაშვილმა ნივთების ჩალაგება დაიწყო ჩოგნების ჩანთაში და როდესაც დაასრულა, ეს ჩანთა მას ესროლა.
- შემდეგ კი, წარადგინა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ალაგებს ბასილაშვილი ჩანთას და შემდეგ დოროყაშვილის მიმართულებით ისვრის.
- როგორც მოსამართლე ამბობს, კერძო პირის მიერ ფარული ჩანაწერის გაკეთება სამართლებრივად დასაშვები არ არის და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ თვითდახმარების მიზანს ემსახურება და მსხვერპლი ჩანაწერს აკეთებს იმის გამო, რომ "შექმნას მტკიცებულება, რომელიც პოლიციაში უნდა წარადგინოს".
- შემდეგ კი ამბობს, რომ სასამართლოს "გონივრული მოლოდინი" გაუჩნდა, რომ დოროყაშვილი წავიდოდა "ამერიკაში პოლიციის განყოფილებაში და ჩანაწერს წარადგენდა".
- "ვხედავთ რას: ამ ჩანაწერის წარდგენა ხდება ორი წლის შემდეგ, ანუ სახეზეა დაგვიანებული მიმართვიანობა".
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები